დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 მაისის №1-1/120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/153 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.024.016366 |
|
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 მაისის №1-1/120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 მაისის №1-1/120 ბრძანებით დამტკიცებულ დანართში შევიდეს ცვლილება და მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/ საერთაშორისო ურთიერთობების/სამართალმცოდნეობის /ბიზნესის ადმინისტრირების/ სოციალური მეცნიერების სპეციალობით; ბ) ,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“, ,,თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმების, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებების ძირითადი პრინციპების ცოდნა; გ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel, Power Point, Outlook, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა". |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები