„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 110111 11.01.2011 340170000.10.003.016167) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წყლისა და ხმელეთის ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო კოდექსებით დადგენილი ნიმუშის შესაბამისი ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის ასლის წარდგენის საფუძველზე თუ პროდუქცია წარმოშობილია:
ა) იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში“;
ბ) ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, შვეიცარიასა და ისრაელში;
გ) საწარმოებში, რომელთა ნუსხა, დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის გარანტიების საფუძველზე, დამტკიცებულია ევროკომისიის სამართლებრივი აქტით (ევროკომისიის ვებგვერდზე მითითებული ქვეყნების და პროდუქციის ჩამონათვალის გათვალისწინებით).
5. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში“ არსებული ქვეყნებიდან (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წყლისა და ხმელეთის ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო კოდექსებით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე, მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით. აღნიშნული საწარმოებიდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის მიზანშეწონილად მიჩნევისას, ამ საწარმოდან იმპორტი შეიძლება განხორციელდეს 6 თვის განმავლობაში. განსაკუთრებულ შემთხვევებში (რისკის ანალიზის საფუძველზე), თუ ეროვნული სააგენტო საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი ინსპექტირების ჩატარებას, შესაძლებელია მისი განხორციელება ამ პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თუ ქვეყანა ისევ რჩება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში“, იმპორტის ნებართვა გაიცემა განმეორებითი კონტროლის საფუძველზე.
6. საქართველოს გავლით ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნებიდან არ საჭიროებს ნებართვას და ხორციელდება მხოლოდ ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული საერთაშორისო ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში“ არსებული ქვეყნებიდან (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საგარეო-ეკონომიკური საქმინობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით (სეს ესნ) განსაზღვრული 01 ჯგუფის საქონლის (ცოცხალი ცხოველები) ტრანზიტი ხორციელდება მაძიებლის მოთხოვნით ნებართვის გაცემის საფუძველზე ან/და უამისოდ, მხოლოდ ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წყლისა და ხმელეთის ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო კოდექსებით დადგენილი საერთაშორისო ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის და მიმღები ქვეყნის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ, ტვირთის გარანტირებულ მიღებაზე წერილობითი დადასტურების საფუძველზე.“.
2. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“ დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია იმპორტის დროს
სეს ესნ კოდი
|
დასახელება
|
1
|
2
|
01 ჯგუფი
|
ცოცხალი ცხოველები
|
0101
|
ცხენი, ვირი, ჯორი და ჯორცხენა
|
0102
|
მსხვილფეხა პირუტყვი
|
0103
|
ღორი
|
0104
|
ცხვარი და თხა
|
0105
|
შინაური ფრინველი, ანუ გალუს დომესტიცუს (შინაური ქათამი) სახეობის ფრინველები, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი
|
0106
|
სხვა ცხოველები
|
02 ჯგუფი
|
ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები
|
03 ჯგუფი
|
თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები
|
0301
|
ცოცხალი თევზი
|
0302
|
თევზი, ახალი ან შეყინული, 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ფილეს და თევზის სხვა ხორცის გამოკლებით
|
0303
|
თევზი, გაყინული, 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ფილესა და თევზის ხორცის გამოკლებით
|
0304
|
თევზის ფილე და თევზის სხვა ხორცი (ფარშის ჩათვლით), ახალი, შეყინული ან გაყინული
|
0305
|
თევზი, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: თევზი ცივად ან ცხლად შებოლილი, თევზის ფქვილი წმინდად ან უხეშად ნაფქვავი, გრანულები, საკვებად ვარგისი
|
0306
|
კიბოსნაირნი, გამოშიგნული ან გამოუშიგნავი, ცოცხალი, ახალი, შეყინული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; კიბოსნაირნი გამოუშიგნავი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, შეყინული ან გაუყინავი, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; თევზის ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები კიბოსნაირებისაგან, საკვებში გამოსაყენებლად ვარგისი
|
0307
|
მოლუსკები, გამოშიგნული ან გამოუშიგნავი, ცოცხალი, ახალი, შეყინული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; წყლის სხვა უხერხემლოები, განსხვავებული კიბოსნაირებისა და მოლუსკებისაგან, ცოცხალი, ახალი, შეყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები წყლის სხვა უხერხემლოებისაგან, საკვებში გამოსაყენებლად ვარგისი
|
04 ჯგუფი
|
რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი
|
05 ჯგუფიდან
|
ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი
|
0505
|
ტყავები და ფრინველის სხვა ნაწილები ნაკრტენით ან ბუმბულით; ნაკრტენი და ნაკრტენის ნაწილები (მოჭრილი ან მოუჭრელი კიდეებით) და ბუმბული, გაწმენდილი, დეზინფიცირებული ან შესანახად დამუშავებული, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე; ნაკრტენის და მისი ნაწილების ფხვნილი და ნარჩენები
|
0510 00 000 00
|
ამბრა, რუხი, თახვის ყაირი, ცივეტა და მუშკი; ცოფის ბუზი, ნაღველი, მათ შორის, გამხმარი; ცხოველური წარმოშობის ჯირკვლები და სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაში, ახალი, შეყინული, გაყინული ან სხვა წესით დამუშავებული ხანმოკლე შენახვისათვის
|
0511 91
|
– – თევზის, კიბოსნაირების, მოლუსკებისა და წყლის სხვა უხერხემლოების პროდუქტები; დავარდნილი ცხოველები 03 ჯგუფიდან:
|
0511 99
|
– – დანარჩენი:
|
0511 99 310 00
|
– – – – დაუმუშავებელი
|
0511 99 390 00
|
– – – – დანარჩენი
|
0511 99 80
|
– – – დანარჩენი:
|
0511 99 801 00
|
– – – – თუთის აბრეშუმხვევიას გრენა
|
0511 99 802 00
|
– – – – ემბრიონები
|
0511 99 809 00
|
– – – – დანარჩენი
|
10 ჯგუფი
|
პურეული მარცვლოვნები
|
1001
|
ხორბალი და მესლინი (საფურაჟე)
|
1002 00 000 00
|
ჭვავი (საფურაჟე)
|
1003 00
|
ქერი (საფურაჟე)
|
1004 00 000 00
|
შვრია (საფურაჟე)
|
1005
|
სიმინდი (საფურაჟე)
|
1006
|
ბრინჯი (საფურაჟე)
|
1007 00
|
სორგო მარცვლოვანი (საფურაჟე)
|
1008
|
წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი; სხვა მარცვლეული (საფურაჟე)
|
12 ჯგუფიდან
|
ზეთოვანი მცენარეების თესლი და ნაყოფი; სხვა თესლი, ნაყოფი და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი
|
1213 00 000 00
|
ჩალა და ბზე მარცვლეულისა, დაუმუშავებელი, დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი, გალეწილი ან გაულეწავი, დაპრესილი ან გრანულების ფორმით
|
1214
|
თალგამურა, ჭარხალი საფოთლე (მანგოლდი), პირუტყვის საკვები ძირნაყოფები, თივა, იონჯა, სამყურა, ესპარცეტი, პირუტყვის საკვები კომბოსტო, ხანჭკოლა, ცერცველა და ანალოგიური საკვები პროდუქტები, გრანულირებული ან არაგრანულირებული
|
15 ჯგუფიდან
|
|
1501 00
|
ცხიმი ღორისა (ლიარდის – გადამდნარი მუცლის ქონის ჩათვლით) და ცხიმი შინაური ფრინველის, გარდა 0209 ან 1503 სასაქონლო პოზიციის ცხიმისა
|
1502 00
|
ცხიმი მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის ან თხის, გარდა 1503 სასაქონლო პოზიციის ცხიმისა
|
16 ჯგუფიდან
|
მზა პროდუქტები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების, მოლუსკების ან ზღვის სხვა უხერხემლოებისაგან
|
1601 00
|
ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; კვების მზა პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე
|
1602
|
მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან, სხვა
|
1603 00
|
ექსტრაქტები და წვენები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოებისაგან
|
1604
|
თევზი მზა ან დაკონსერვებული; ხიზილალა ზუთხისნაირებისა (შავი ხიზილალა) და ხიზილალის შემცვლელები, დამზადებული სხვა თევზის ქვირითის მარცვლებისაგან
|
1605
|
მზა ან დაკონსერვებული კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები
|
21 ჯგუფიდან
|
კვების სხვადასხვა პროდუქტები
|
2104 10
|
მზა წვნიანები, ბულიონები და ნამზადები მათ მოსამზადებლად
|
2105 00
|
ნაყინი და საკვები ყინულის სხვა სახეობები, კაკაოს შემცველობით ან მის გარეშე
|
2106 90 100 00
|
მდნარი ყველი
|
23 ჯგუფიდან
|
კვების მრეწველობის ნაშთები და ნარჩენები მზა საკვები ცხოველებისათვის
|
2301
|
ფქვილი წმინდად და უხეშად დაფქული და გრანულები ხორცის ან ხორცის სუპროდუქტებისაგან, თევზის ან კიბოსნაირებისგან, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოებისგან, საკვებში გამოსაყენებლად უვარგისი; ხოხოზიკები
|
2302
|
ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები, მიღებული პურეული მარცვლოვნების ან პარკოსანი კულტურების მარცვლის დაფქვის, გაცრის ან სხვა მეთოდით დამუშავების შედეგად, არაგრანულირებული ან გრანულირებული
|
30 ჯგუფიდან
|
ფარმაცევტული პროდუქცია
|
3002
|
სისხლი ადამიანისა; სისხლი ცხოველებისა, მომზადებული თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნით გამოსაყენებლად; იმუნური შრატები (ანტიშრატები) და სისხლის სხვა ფრაქციები და მოდიფიცირებული იმუნოლოგიური პროდუქტები, მათ შორის, მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით; ვაქცინები, ტოქსინები, მიკროორგანიზმების კულტურები (საფუვრების გარდა) და ანალოგიური პროდუქტები (3002 10 950, 3002 20 000 და 3002 90 100 ქვესუბპოზიციის საქონლის გარდა, მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი)
|
41 ჯგუფიდან
|
დაუმუშავებელი ტყავები და ტყავეულის ნედლეული (გარდა ნატურალური ბეწვისა) და ტყავი
|
4101
|
დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი მსხვილფეხა პირუტყვისა ან ცხენების ოჯახის ცხოველებისა (ახალგატყავებული ან მარილიანი, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა მეთოდით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან ბეწვის საფარის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი
|
4102
|
დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი ცხვრისა ან ბატკნისა (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა
|
4103
|
სხვა დაუმუშავებელი ტყავები და ტყავის ნედლეული (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა
|
95 ჯგუფიდან
|
სათამაშოები, თამაშობანი და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები
|
9508 10 000 00
|
მოძრავი ცირკები და მოძრავი სამხეცეები
|
დანართი №3
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია იმპორტის დროს
სეს ესნ
კოდი
|
დასახელება
|
1
|
2
|
ჯგუფი 06. ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები; ბოლქვები, ფესვები და მცენარის სხვა ანალოგიური ნაწილები; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი
|
0601
|
ბოლქვები, ტუბერები, ტუბერისებრი ფესვები, ტუბერბოლქვები, ფესურები, განშტოებულის ჩათვლით, ვეგეტაციური სიმშვიდის, ვეგეტაციის ან ყვავილობის მდგომარეობაში; ვარდკაჭაჭას მცენარეები და ფესვები, 1212 სასაქონლო პოზიციის ფესვების გარდა
|
0602
|
დანარჩენი ცოცხალი მცენარეები (მათი ფესვების ჩათვლით), კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი
|
ჯგუფი 07. ბოსტნეული და ზოგიერთი საკვები ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები
|
0701
|
კარტოფილი, ახალი
|
0702 00 000 00
|
პომიდორი, ახალი
|
0703
|
ხახვი, თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული
|
0707 00
|
კიტრი და კორნიშონები, ახალი
|
0713
|
პარკოსანი ბოსტნეული, ხმელი, დაჩურჩული, სათესლე, ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი
|
0714
|
მანიჰოტი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი, ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი, და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად
|
ჯგუფი 08. საჭმელი ხილი და კაკალი. ციტრუსოვნების ან ნესვების კულტურების ქერქი და კანი
|
0805
|
ციტრუსები, ახალი ან ხმელი
|
0806
|
ყურძენი, ახალი ან ხმელი
|
0807
|
ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი
|
ჯგუფი 10. მარცვლოვანები
|
1001
|
ხორბალი და მესლინი
|
1002 00 000 00
|
ჭვავი
|
1003 00
|
ქერი
|
1004 00 000 00
|
შვრია
|
1005
|
სიმინდი
|
1007 00
|
სორგო მარცვლოვანი
|
ჯგუფი 11. ფქვილბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო, სახამებელი, ინულინი, ხორბლის წებოვანა
|
1101 00 110 00
1101 00 150 00
|
ფქვილი ხორბლის
|
1101 00 900 00
|
ხორბალ-ჭვავის ფქვილი
|
1102
|
დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა
|
1103
|
ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები
|
1104
|
მარცვლოვნების მარცვალი, დამუშავებული სხვა ხერხით (მაგალითად, დაჩურჩული, გაბრტყელებული, გადამუშავებული ფანტელებად, დატეხილი, დაროშილი ან დამსხვრეული), გარდა 1006 სასაქონლო პოზიციის ბრინჯისა; მარცვლოვანების მარცვლის ჩანასახები, მთლიანი, გაბრტყელებული, ფანტელების სახით ან დაფქული
|
1106 10 000 00
|
წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის
|
1107 10
|
ალაო მოუხალავი ხორბლისაგან
|
1107 10 110 00
|
ფქვილის სახით
|
1107 10 190 00
|
დანარჩენი
|
1107 10 910 00
|
ფქვილის სახით
|
1107 10 990 00
|
დანარჩენი
|
ჯგუფი 12. ზეთოვანი თესლები და ნაყოფები; დანარჩენი თესლები; ნაყოფები და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი
|
1204 00
|
თესლი სელისა, დაუმსხვრეველი
|
1205
|
თესლი რაფსისა, ანუ კოლზისა, დაუმსხვრეველი
|
1206 00
|
თესლი მზესუმზირასი, დაუმსხვრეველი
|
1207
|
თესლი და ნაყოფები სხვა ზეთოვანი კულტურებისა, დაუმსხვრეველი
|
1209
|
თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად
|
კოდის გარეშე
|
ნიადაგი ნებისმიერი სახით
|
კოდის გარეშე
|
ცოცხალი მწერები სამეცნიერო მიზნებისათვის
|
კოდის გარეშე
|
ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების ცოცხალი კულტურები, ცოცხალი ტკიპები და ნემატოდები სამეცნიერო მიზნებისათვის.
|
ჯგუფი 44. მერქანი და მისი ნაწარმი; ხის ნახშირი
|
4401
|
ნაფოტი ან ბურბუშელა; ნახერხი და ხის ნარჩენები
|
4403
|
ხე-ტყის მასალა დაუმუშავებელი, ქერქიანი ან უქერქო, სახელდახელო დაძელვით ან დაძელვის გარეშე
|
4404
|
მერქნიანი საკასრე; მორები დაპობილი; ხის ხიმინჯები და სარები და ბოძები, წაწვეტებული, მაგრამ სიგრძივ დაუხერხავი; ხე-ტყის მასალა ტლანქად გათლილი, მაგრამ გაუჩარხავი, გაუღუნავი ან სხვა წესით დაუმუშავებელი, გამოსაყენებელი ხელჯოხების, ქოლგების, ინსტრუმენტების სახელურების ან ანალოგიური ნაწარმის დასამზადებლად; მერქანი ქერქგაცლილი და ანალოგიური
|
4406 10 000 00
|
ხის შპალები რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის, გაუჟღენთავი
|
4407
|
ხე-ტყის მასალა გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად დაპობილი ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან არმქონე, სისქით 6 მმ-ზე მეტი
|
|
დოკუმენტის კომენტარები