ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/05/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016129
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
31
17/05/2013
ვებგვერდი, 24/05/2013
190020020.35.112.016129
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/05/2013 - 28/01/2014)

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №31

2013 წლის 17 მაისი

ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 დეკემბრის №34 დადგენილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად აფხაზავა



დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი

წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან „სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსების“ მუხლში გათვალისწინებული თანხებიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამიდან თანხის გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს ღონისძიებათა დაფინანსების ძირითად მოთხოვნებს.

თავი I
სპორტისა და ახალგაზრდულ  ღონისძიებათა პროგრამები

მუხლი 1. სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამებია:
ა) საჩუქრებისა და პრიზების შეძენის პროგრამა;
ბ) ახალგაზრდული ტურნირების მხარდაჭერის პროგრამა;
გ) სპორტსმენთა  მხარდაჭერის პროგრამა;
დ) სხვადასხვა ღონისძიებებზე მოსწავლეთა და ახალგაზრდების ტრანსპორტირების პროგრამა;
ე) ფილმების ჩვენებასთან დაკავშირებული მომსახურების პროგრამა;
ვ) სპორტული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამა;
ზ) „ევროპის თასი ჭადრაკში – 2013“ ორგანიზებისა და საპრიზო ფონდის თანადაფინანსების პროგრამა.

თავი II
სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 2. სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება
 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

მუხლი 3. სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1. სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამიდან დაფინანსების მისაღებად დაინტერესებული პირი (კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორი ან სამსახური, ვის მიერაც ხდება სამიზნე ჯგუფის შერჩევა), წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარე), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ღონისძიების დაფინანსების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
2. კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებას საჩუქრებისა და პრიზების შეძენის თხოვნის შესახებ თან უნდა ახლდეს ჩასატარებელი ღონისძიებების პროგრამა.
3. სამიზნე ჯგუფის შერჩევა და დაფინანსების მოთხოვნა პროგრამებიდან ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ (ან შუამდგომლობით).
4. შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამებიდან დაფინანსების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედდასმულ და ზონარგაყრილ ჟურნალში.

მუხლი 4. განცხადებების განხილვა
შემოსულ განცხადებებს განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

მუხლი 5. სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება
სამსახური სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

მუხლი 6. სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, რომელიც სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტს.

მუხლი 7. სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსება
სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.