„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016160
4
28/01/2014
ვებგვერდი, 04/02/2014
190020020.35.112.016160
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2014 წლის 28 იანვარი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის №31 დადგენილებაში (ვებგვერდი, 24/05/2013)  შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ”.

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №56 დადგენილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

3. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი (დანართის შესაბამისად).“.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი“.

5. დადგენილებით დამტკიცებული წესის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან „სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსების“ მუხლში გათვალისწინებული თანხებიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამიდან თანხის გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს ღონისძიებათა დაფინანსების ძირითად მოთხოვნებს.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული წესის  1-ლი  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა  პროგრამები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სპორტისა და ახალგაზრდულ  ღონისძიებათა პროგრამებია:

     ა)  საჩუქრებისა და პრიზების შეძენის პროგრამა;

     ბ)  ახალგაზრდული ტურნირების მხარდაჭერის პროგრამა;

   გ) სხვადასხვა ღონისძიებებზე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების ტრანსპორტირების პროგრამა;

     დ) ფილმების ჩვენებასთან დაკავშირებული მომსახურების პროგრამა;

     ე) საჯარო სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივების თანადაფინანსების პროგრამა;

     ვ) ლანჩხუთის საჯარო და და საბაზო სკოლებს შორის რაიონული სპარტაკიადის ჩატარების პროგრამა;

    ზ) ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსებისა და ორგანიზების პროგრამა;

    თ) ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენისა და მათი პოპულარიზაციის პროგრამა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიგინეიშვილი