დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090120090.22.023.016157 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/05/2013 - 29/09/2015)
|
„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ თანდართული დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №24 ბრძანება. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ
დებულება |
მუხლი 1.
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ დებულების რეგულირების საგანი |
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) არეგულირებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში დამოუკიდებელ ექსპერტთა შერჩევის, მათი დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) შეყვანის და რეესტრის წარმოების წესთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. |
მუხლი 2.
. დამოუკიდებელ ექსპერტთა სტატუსი და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები |
1.
დამოუკიდებელი ექსპერტი (შემდგომში – ექსპერტი) წარმოადგენს სამინისტროს მიერ დებულების მე-4 მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს. |
2.
დებულების მე-4 მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს უნდა გააჩნდეს: |
ა)
თეორიული ცოდნა განსახილველ საკითხზე; |
ბ)
შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; |
გ)
საექსპერტო მუშაობის გამოცდილება; |
დ)
გუნდური მუშაობის, საკითხების ინტეგრირებულად განხილვისა და ანალიზის უნარი; |
ე)
აკმაყოფილებს დებულებით დადგენილ მოთხოვნებს. |
3.
რეესტრში დარეგისტრირების შემდგომ პირი იძენს დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას. |
4.
აკრძალულია რეესტრში იმ პირთა რეგისტრაცია, რომლებიც: |
ა)
არიან საჯარო მოსამსახურეები; |
ბ)
არიან საქმიანობის განმახორციელებლის წარმომადგენლები, საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების მონაწილე ან საქმიანობის განმახორციელებელთან სხვა ფორმით დაკავშირებული პირები (შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები, ახლო ნათესავები); |
გ)
არიან ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საქმიანობით დაინტერესებული პირები; |
დ)
ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან ეკოლოგიური ექსპერტიზის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
|
მუხლი 3.
რეესტრი |
1.
რეესტრი წარმოადგენს საინფორმაციო ბანკს ექსპერტთა პერსონალური და პროფესიული მონაცემების შესახებ, იგი პერიოდულად ახლდება. |
2.
რეესტრს აწარმოებს სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი. |
3.
რეესტრში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, გარდა ექსპერტთა შესახებ მასში არსებული პერსონალური მონაცემებისა. რეესტრში ექსპერტთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
4.
რეესტრი შეიცავს ექსპერტის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: |
ა)
ექსპერტის სახელს, გვარს, იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა); |
ბ)
მონაცემებს ექსპერტთა განათლების, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის, სამუშაო გამოცდილების, ეკოლოგიურ ექსპერტიზასა ან სხვა საექსპერტო ორგანოებში მუშაობის, აგრეთვე აღნიშნულის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვა) შესახებ; |
გ)
მონაცემებს მოქმედი საქმიანობის/სამსახურის, დაკავებული თანამდებობის და სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ. |
მუხლი 4.
რეესტრში ექსპერტთა რეგისტრაცია და ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურისათვის მათი შერჩევის კრიტერიუმები |
1.
პირის რეესტრში რეგისტრაციის აუცილებელი პირობაა მისი თანხმობა ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილეობის თაობაზე. |
2.
პირის რეესტრში დარეგისტრირება და რეესტრიდან გამოყვანა ხორციელდება სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის წერილობითი წარდგინების საფუძველზე გამოცემული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წარდგინების განხორციელებამდე პირმა, რომელზეც კეთდება წარდგინება სამინისტროს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: |
ა)
განცხადება; |
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; |
გ)
განათლების და აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; |
დ)
ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); |
ე)
სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. |
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენასთან ერთად პირები ავსებენ დამოუკიდებელი ექსპერტის სარეგისტრაციო ფორმას (დანართი №1). |
5.
ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის რეესტრიდან ექსპერტეთა საექსპერტო კომისიაში შეყვანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით. შერჩეულ ექსპერტებთან კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება შრომითი ხელშეკრულება. |
6.
ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის რეესტრიდან ექსპერტეთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: |
ა)
პროექტის განხილვისათვის აუცილებელი განათლება და სპეციალობა; |
ბ)
პროექტით განსახილველი საქმიანობის სპეციფიკის ცოდნა; |
გ)
ანალოგიური პროექტების განხილვის გამოცდილება; |
დ)
შესაბამისი ნორმებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობა; |
ე)
საექსპერტო ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებში საუკეთესო გამოცდილება; |
ვ)
ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის ადგილმდებარეობის ცოდნა. |
დანართი №1
|
დამოუკიდებელი ექსპერტის სარეგისტრაციო ფორმა
|
1. საერთო მონაცემები:
სახელი ––––––––––––––––––––––– გვარი ––––––––––––––––––––––––– დაბადების თარიღი „––––––––“ –––––––––––––––––––– 19 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის № –––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პირადი № ––––––––––––––––––––– იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საკონტაქტო ტელეფონი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. მონაცემები განათლების შესახებ: საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების თარიღი ––––––––––––––––––––––––– სპეციალობა დიპლომის მიხედვით: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. პროფესიული და საექსპერტო (მათ შორის, ეკოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობის) გამოცდილება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--– 4.მოქმედი სამსახურის და თანამდებობის დასახელება და მისამართი: ––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დამოუკიდებელი ექსპერტი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შევსების თარიღი „ .......“...................... 201..... წ.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები