დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270090000.22.023.016158 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
33
15/05/2013
ვებგვერდი, 16/05/2013
270090000.22.023.016158
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/05/2013 - 29/09/2015)
|
„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №25 ბრძანება. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების საგანი |
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ჩართულ დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. |
მუხლი 2.
დამოუკიდებელი ექსპერტი |
1.
დამოუკიდებელი ექსპერტი არის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემ ორგანოსთან – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე ფიზიკური პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში. |
2.
დამოუკიდებელი ექსპერტი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე. |
მუხლი 3.
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების პროცედურა |
1.
ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი საექსპერტო კომისია. |
2.
საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრომ შეიძლება მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები. |
3.
დამოუკიდებელი ექსპერტი ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობს სამინისტროს მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებას სამინისტრო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. |
4.
დამოუკიდებელ ექსპერტებთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი. |
მუხლი 4.
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების ოდენობა |
1.
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურება ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობისათვის განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით. |
2.
დამოუკიდებელ ექსპერტის, როგორც საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 400 ლარის ოდენობით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები