დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 039001000.22.023.016143 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
18
10/05/2013
ვებგვერდი, 13/05/2013
039001000.22.023.016143
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/05/2013 - 28/09/2015)
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულება. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1 |
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სატყეო პოლიტიკის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლება-მოვალეობებს (კომპეტენციებს), ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსა და ურთიერთობებს. |
2.
სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. |
| მუხლი 2 |
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
სამსახური თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. |
თავი II
სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილება |
| მუხლი 4 |
სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია: |
ა)
ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების ხელშეწყობა; |
ბ)
სატყეო სტრატეგიის შემუშავება; |
გ)
სტრატეგიული გეგმის რეალიზაციის ხელშესაწყობად წინადადებების მომზადება; |
დ)
სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება; |
ე)
კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; |
ვ)
დარგის განვითარებასთან დაკავშირებული, საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადება; |
ზ)
სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხუსმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავება; |
თ)
ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დამტკიცების უზრუნველყოფა; |
ი)
ტყის საზღვრის კორექტირების შესახებ წინადადებების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; |
კ)
ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; |
ლ)
ტყის სახელმწიფო მართვის სფეროში კანონმდებლობით სამინისტროსათვის დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; |
მ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის სატყეო მართვის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება; |
ნ)
სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის სატყეო სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება; |
ო)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის სატყეო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება; |
პ)
სახელმწიფო ტყის ფონდის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; |
ჟ)
სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; |
რ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
| მუხლი 5 |
კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია: |
ა)
სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და მასალები სამსახურის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე; |
ბ)
მოამზადოს წინადადებები სატყეო სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის; |
გ)
მონაწილეობა მიიღოს ტყეების მართვის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში; |
დ)
კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. |
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები |
| მუხლი 6 |
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. |
| მუხლი 7 |
1.
სამსახურის უფროსი: |
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; |
ბ)
წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; |
გ)
ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; |
დ)
აკონტროლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; |
ე)
ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას; |
ვ)
წელიწადში ერთხელ მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; |
ზ)
ორგანიზებას უწევს დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; |
თ)
სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; |
ი)
შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; |
კ)
სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს; |
ლ)
შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; |
მ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
2.
სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. |
| მუხლი 8 |
1.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით. |
თავი IV
დასკვნითი დებულებანი |
| მუხლი 9 |
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
2.
22/08/2016 -
საქართველოს მინისტრის ბრძანება -
29 -
ვებგვერდი, 23/08/2016
1.
28/09/2015 -
საქართველოს მინისტრის ბრძანება -
225 -
ვებგვერდი, 29/09/2015
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 22/08/2016
გამოქ. თარიღი : 23/08/2016
დოკუმენტის ნომერი : 29
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
1
მიღების თარიღი : 28/09/2015
გამოქ. თარიღი : 29/09/2015
დოკუმენტის ნომერი : 225
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები