დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 225 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390010000.22.023.016348 |
|
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 039001000.22.023.016143) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილებები და დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4 1. სამსახურის ამოცანებია: ა) ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მისი განხორციელების ხელშეწყობა, ამ სფეროში შესაბამისი ღონისძიებების კოორდინაცია და მონიტორინგი; ბ) საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციის განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი; გ) საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის პროცესის კოორდინაცია. 2. სამსახურის ფუნქციებია: ა) სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სატყეო სექტორის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების კოორდინაცია; დ) დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადება; ე) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავება; ვ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენის უზრუნველყოფა; ზ) ტყის საზღვრის კორექტირების შესახებ წინადადებების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; თ) უფლებამოსილი უწყებების მიერ განხორციელებული ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) უფლებამოსილი უწყებების სატყეო სექტორში მიმდინარე საერთაშორისო, პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის პროცესებში მონაწილეობის კოორდინაციის უზრუნველყოფა; კ) სატყეო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების კოორდინაციის უზრუნველყოფა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის სატყეო მართვის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; მ) სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის სატყეო სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის სატყეო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება; ო) სახელმწიფო ტყის ფონდის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; პ) სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; ჟ) სამინისტროს მიერ ინიციირებული ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინაციის უზრუნველყოფა; რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.". |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები