დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016147 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/05/2013 - 15/08/2014)
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტისა საფუძველზე,
ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 25 მაისის № 17 ბრძანება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1 |
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მინისტრის აპარატის (შემდგომში – აპარატი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. |
2.
აპარატი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. |
| მუხლი 2 |
აპარატი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
აპარატი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. |
თავი II
აპარატის ფუნქციები და ამოცანები |
| მუხლი 4 |
აპარატის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მინისტრის და მისი მოადგილეების ორგანიზაციულ-ტექნიკური საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) სათათბირო საბჭოს სხდომების და სამინისტროში გასამართი თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების შედგენა, სხდომების გადაწყვეტილებებზე, სამინისტროში შემოსულ დავალებებსა და მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და სხვა საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა; გ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება; დ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება; ე) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადების ორგანიზება; ვ) სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულება; თ) მინისტრის მრჩეველთა საქმიანობის ხელშეწყობა; ი) მინისტრისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა; კ) სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ დაკისრებული კონკრეტული დავალებების შესრულება; ლ) სამინისტროს წინაშე დასმული ამოცანებისა და საკითხების შესწავლასა და განხილვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; მ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებს, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისა და ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში; ნ) აპარატი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებთან, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთნ, აგრეთვე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ო)მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება; პ) მინისტრის მოწვევით სამთავრობო დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა; ჟ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან; რ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები პირების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, მგზავრობის, დაბინავების, და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება); ს) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ასევე, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; ტ) სამინისტროს მოწვევით უცხო სახელმწიფოთა დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება, მგზავრობისა უზრუნველყოფა, შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება; უ) კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფის ორგანიზება; ფ) სამსახურებრივი პასპორტების მქონე სამინისტროს თანამშრომელთა სავიზო მომსახურების ორგანიზება; ქ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლების ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში.
|
თავი III
აპარატის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა, მოსამსახურეები |
| მუხლი 5 |
1.
აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. |
| მუხლი 6 |
1.
აპარატის უფროსი: |
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს აპარატის საქმიანობას; |
ბ)
წარმოადგენს აპარატს და ანგარიშვალდებულია აპარატზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე; |
გ)
ანაწილებს დავალებებს, აძლევს მითითებებს აპარატის მოსამსახურეებს; |
დ)
აკონტროლებს აპარატის მოსამსახურეების მიერ მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; პერიოდულად ისმენს აპარატში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ; |
ე)
ორგანიზებას უწევს ამ დებულებით აპარატისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; |
ვ)
წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს აპარატის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, აპარატის საჯარო მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ; |
ზ)
შუამდგომლობს აპარატისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია აპარატის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; |
თ)
ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს აპარატში მომზადებულ დოკუმენტებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს; |
ი)
ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დავალებებს; |
კ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
2.
აპარატის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს მინისტრის დავალებით ასრულებს მინისტრის მრჩეველი. |
თავი IV
დასკვნითი დებულებანი |
| მუხლი 7 |
1.
აპარატის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით. |
| მუხლი 8 |
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები