დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016418 |
52
26/12/2016
ვებგვერდი, 26/12/2016
360160000.22.023.016418
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება.
|
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
|
ა)
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანება;
|
ბ)
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №4 ბრძანება.
|
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
თავი I
ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1 |
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში –
სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში –
დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
|
2.
დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. |
| მუხლი 2 |
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
|
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები
|
| მუხლი 4 |
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
|
ა)
სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა; |
ბ)
სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დაგეგმვა, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; |
გ)
სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; |
დ)
სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია; |
ე)
კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; |
ვ)
წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების/ინდიკატორების შესაბამისად თანამშრომელთა შეფასების, მოტივაციის და ანგარიშგების სისტემების შემუშავება, დანერგვა, პერიოდული განახლება; |
ზ)
სამუშაოს აღწერილობების შემუშავება, ანალიზი, პერიოდული განახლება; |
თ)
თანამშრომელთა შიდა როტაციის, დაქირავების ციკლის დინამიკის შესახებ მონაცემების სისტემატიზაცია, პერიოდული ანალიზი, შეფასება; |
ი)
ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების გეგმის საფუძველზე პროგრამების შედგენა, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება, მათი ინიცირება და ორგანიზება; ამ მიზნებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის განსაზღვრა; |
კ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; |
ლ)
სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და სისტემატიზაცია; |
მ)
საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; |
ნ)
საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა, არსებული წესის თანახმად; |
ო)
სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება; |
პ)
კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; |
ჟ)
კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წინაშე დასმული ამოცანებისა და საკითხების შესწავლა-ანალიზსა და განხილვაში მონაწილეობა; |
რ)
კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადების ორგანიზება; |
ს)
სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; |
ტ)
მინისტრის მრჩეველთა საქმიანობის ხელშეწყობა; |
უ)
კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირება, რომელთა განხილვაც სცილდება სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს; |
ფ)
კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა; |
ქ)
მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება; |
ღ)
საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ასევე, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; |
ყ)
დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება. |
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა, მოსამსახურეები |
| მუხლი 5 |
1.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. |
| მუხლი 6 |
1.
დეპარტამენტის უფროსი: |
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საერთო საქმიანობას; |
ბ)
წარმოადგენს დეპარტამენტს და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე; |
გ)
ანაწილებს დავალებებს და აძლევს მითითებებს დეპარტამენტის სამმართველოების უფროსებსა და დეპარატამენტის საჯარო მოსამსახურეებს. აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; |
დ)
კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს; |
ე)
წელიწადში ერთხელ მინისტრს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; |
ვ)
უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; |
ზ)
წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ; |
თ)
შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; |
ი)
კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; |
კ)
შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; |
ლ)
ახორციელებს დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. |
2.
დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. |
| მუხლი 7 |
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
|
ა)
ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო; |
ბ)
სისტემური მართვისა და ანალიზის სამმართველო. |
| მუხლი 8 |
ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
|
ა)
სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დაგეგმვა, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
|
ბ)
სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
|
გ)
სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;
|
დ)
კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; |
ე)
წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების/ინდიკატორების შესაბამისად თანამშრომელთა შეფასების, მოტივაციის და ანგარიშგების სისტემების შემუშავება, დანერგვა, პერიოდული განახლება;
|
ვ)
სამუშაოს აღწერილობების შემუშავება, ანალიზი, პერიოდული განახლება;
|
ზ)
ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების გეგმის საფუძველზე, პროგრამების შედგენა, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება, ინიცირება და ორგანიზება. ამ მიზნებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის განსაზღვრა;
|
თ)
თანამშრომელთა შიდა როტაციის, დაქირავების ციკლის დინამიკის შესახებ მონაცემების სისტემატიზაცია, პერიოდული ანალიზი, შეფასება:
|
ი)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
|
კ)
სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
|
ლ)
სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და კომპეტენციის ფარგლებში მის შესრულებაზე კონტროლი; |
მ)
დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეორგანიზაცია- შემცირების ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; |
ნ)
საჯარო მოსამსახურეებზე და სტაჟიორებზე შრომითი საქმიანობისა და სახელფასო ანაზღაურების შესახებ ცნობების გაცემა; |
ო)
კვარტალში ერთხელ, საჯარო სამსახურის ბიუროსათვის სამინისტროს სისტემის სტრუქტურისა და თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; |
პ)
კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; |
ჟ)
საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი დეკლარაციის ჩაბარების ორგანიზაციული საკითხების მოგვარება; |
რ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის გაცემისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა; |
ს)
სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლის საჯარო სამსახურის ბიუროსათვის დროულად გადაცემის უზრუნველყოფა; |
ტ)
მომსახურე ბანკსა და სადაზღვევო კომპანიაში სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის დროული გაგზავნის უზრუნველყოფა; |
უ)
შიდა ორგანიზაციული კულტურის ასამაღლებლად კონკრეტული რეკომენდაციების და ინიციატივების მომზადება, ამ მიზნით ახალი თანამშრომლებისთვის საორიენტაციო სქემების შედგენა;
|
ფ)
სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და სისტემატიზაცია; |
ქ)
საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; |
ღ)
დადგენილი წესის შესაბამისად, საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა; |
ყ)
სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება; |
შ)
დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება. |
| მუხლი 9 |
სისტემური მართვისა და ანალიზის სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: |
ა)
კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წინაშე დასმული ამოცანებისა და საკითხების შესწავლა-ანალიზსა და განხილვაში მონაწილეობა;
|
ბ)
კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა; |
გ)
სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; |
დ)
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა;
|
ე)
კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირება, რომელთა განხილვაც სცილდება სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს;
|
ვ)
მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება; |
ზ)
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენელთა მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრების ორგანიზება;
|
თ)
საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ასევე საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;
|
ი)
კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება; |
კ)
დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება. |
| მუხლი 10 |
1.
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:
|
ა)
ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; |
ბ)
განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; |
გ)
ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; |
დ)
აკონტროლებს მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას. |
3.
სამმართველოს უფროსი სამმართველოს და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. |
თავი IV
დასკვნითი დებულებანი |
| მუხლი 11 |
1.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით. |
| მუხლი 12 |
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები