დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190250000.35.152.016125 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/05/2013 - 10/10/2014)
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 326 მუხლის მე-6 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება მოხდეს საჯარო მოსამსახურეთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 2 |
განისაზღვროს საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელფასო ანაზღაურების გარეშე მყოფი წევრებისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ზღვრული ოდენობა, ხოლო საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის - ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (დანართის შესაბამისად). |
| მუხლი 3 |
საკრებულოს თითოეული სახელფასო ანაზღაურების გარეშე მყოფი წევრისთვის ამ დადგენილების დანართში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლის უზრუნველსაყოფად:
ა) საკრებულოს სახელფასო ანაზღაურების გარეშე მყოფი წევრები, ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა, საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ ინფორმაციას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს წინა თვეში საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისათვის გაწეული დანახარჯის ოდენობა; ბ) საკრებულოს აპარატის უფროსი მოხსენებითი ბარათით, ერთიან ინფორმაციას, წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტი. |
| მუხლი 4 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის აღრიცხვა, ხოლო საკრებულოს სახელფასო ანაზღაურების გარეშე მყოფმა წევრებმა, ყოველი თვის 10 რიცხვამდე, საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წარმოადგინონ ინფორმაცია წინა თვეს მათი როგორც საკრებულოს წევრების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. |
| მუხლი 5 |
საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივ მონაცემებისაგან. |
| მუხლი 6 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ყოველთვიურად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, უზრუნველყოს ამ დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებული ანაზღაურების დარიცხვა. |
| მუხლი 7 |
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 მარტის №13 დადგენილება. |
| მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დანართი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელფასო ანაზღაურების გარეშე მყოფი წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის ანაზღაურების ოდენობა
|
| ||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები