„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 28/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.152.016197
33
10/10/2014
ვებგვერდი, 16/10/2014
010250040.35.152.016197
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2014 წლის 10 ოქტომბერი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში. კერძოდ, რეგლამენტის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,მუხლი 16. საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

  საკრებულოს წევრს (რომელიც არ არის თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები უნაზღაურდება შემდეგი პრინციპებით:

    1. ხარჯების დათვლის პრინციპი:

  ა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და ფრაქციების სხდომებზე  დასასწრებად  გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება თვეში მაქსიმუმ 10 სხდომაზე დასწრებისათვის, თითოეულზე 40 ლარის ოდენობით. ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება საკრებულოს, საკრებულოს კომისიების/ფრაქციების სხდომებში მისი მონაწილეობის ამსახველი  ჩანაწერები.

 ბ) საკრებულოს წევრს მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის ყოველთვიურად ეძლევა 50 (ორმოცდათი) ლიტრი საწვავი.

     2. საკომუნიკაციო ხარჯების დათვლის პრინციპი.

  საკომუნიკაციო ხარჯები უნაზღაურდებათ საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც ჩართული არიან მობილური კავშირის კორპორატიულ ქსელში. ხარჯების გადახდა ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით  თვეში – 20 ლარის ლიმიტის ფარგლებში.

     3. ხარჯების ანაზღაურების წესი

  ა) ხარჯების ასანაზღაურებლად საკრებულოს აპარატი ყოველთვიურად ამზადებს ბუღალტერიისათვის წარსადგენ ინფორმაციას საკრებულოს და  კომისიების/ფრაქციების სხდომებში საკრებულოს წევრთა მონაწილეობის შესახებ, შესაბამისი   ჩანაწერების მიხედვით;

  ბ) საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული მოცულობების გათვალისწინებით), განხორციელდება შემდეგი თვის 10 რიცხვამდე.

მუხლი 2
   ძალადაკარგულად გამოცხადდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 მაისის №19 დადგენილება (დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ) (მაცნე 15 05 2013 190250000.35.152.016125)
მუხლი 3
     დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.  

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი