„მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 ოქტომბრის N 022 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 ოქტომბრის N 022 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 04
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 26/04/2013
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016041
04
26/04/2013
ვებგვერდი, 30/04/2013
310020000.55.067.016041
„მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 ოქტომბრის N 022 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №04

2013 წლის 26 აპრილი

ქ. ბათუმი

 

„მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 ოქტომბრის №022 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ხ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. შევიდეს ცვლილება „მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 ოქტომბრის №022 ბრძანებაში  და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის" დამტკიცების შესახებ”.

2.  შევიდეს ცვლილება „მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 ოქტომბრის №022 ბრძანების  პირველ მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმა და გამოყენების წესი.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 ოქტომბრის №022 ბრძანებით დამტკიცებული  „მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმა და გამოყენების წესის“ პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები და დამტკიცდეს ახალი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილევახტანგ მიქელაიშვილი



მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის ფორმა და გამოყენების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის (შემდგომში ტექსტში – წიგნაკი) ფორმას, გამოყენების წესსა და პირობებს.

2. ეს წესი შემუშავებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ კანონით გათვალისწინებული წიგნაკის ფორმისა და მისი გამოყენების პირობების განსაზღვრას.

3. ამ წესში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა (შემდგომში - კონვენცია) და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით, მათი შესწორებული ვერსიებით.


მუხლი 2. წიგნაკის ცნება და ფორმა
1. წიგნაკი არის მეზღვაურის მიერ გავლილი წვრთნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. სააგენტო აღიარებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ აღიარებული საერთაშორისო სანაოსნო ფედერაციის მიერ შემუშავებულ გემზე გავლილი წვრთნის აღრიცხვის შემდეგ წიგნაკებს:

2.1. On Board Training Record Book for Deck Cadets.

2.2. On Board Training Record Book for Engineer Cadets.

2.3. On Board Training Record Book for Engine Ratings including Able Seafarer Engine.

2.4. On Board Training Record Book for Deck Ratings including Able Seafarer Deck.

3. წინამდებარე წესის დანართი №1-ით განისაზღვრება ელექტროტექნიკოს ოფიცრის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის მიერ წარმოსადგენი წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმა და მისი გამოყენების წესი.

4. წინამდებარე წესის დანართი №2-ით განისაზღვრება ყველა ტიპის ტანკერზე გაფართოებულ კურსებზე დასაშვებად წარმოსადგენი წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმა და მისი გამოყენების წესი.

5. წიგნაკი უნდა ინახებოდეს უშუალოდ იმ მეზღვაურთან, რომელზეც გაცემულია იგი.

6. სააგენტო, კონვენციის და კანონის მიზნებისათვის, დოკუმენტურ დასაბუთებად მიიჩნევს წიგნაკს, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში ან სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-სასწავლო დაწესებულებაში.


მუხლი 3. წიგნაკის გაცემის წესი
1. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული წიგნაკის ასაღებად პირმა უნდა მიმართოს სააგენტოს მიერ აღიარებულ ნებისმიერ საზღვაო-სასწავლო ან საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას.

2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ წიგნაკს გასცემს სააგენტო.


მუხლი 4. წიგნაკის შევსების წესი
1. წიგნაკში შეტანილი ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს წიგნაკის ინსტრუქციით გათვალისწინებულ მითითებებს.

2. წიგნაკი ივსება ინგლისურ ენაზე.

3. სავახტო თანაშემწის, სავახტო მექანიკოსისა და ელექტროტექნიკოს ოფიცრის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული წიგნაკი, რომელიც შევსებულ იქნა სასწავლო პროგრამის ნაწილში შემავალი სისტემატური პრაქტიკული წვრთნის დროს და რომლის შევსებაზეც  ზედამხედველობა და კონტროლი, როგორც ზღვაში, ასევე ნაპირზე, განხორციელდება  კვალიფიციური პირის მიერ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კვალიფიციურ პირად ითვლება გემის კაპიტანი, უფროსი მექანიკოსი ან მათ მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი და სასწავლებლის მიერ განსაზღვრული პრაქტიკის ხელმძღვანელი.


მუხლი 5. წიგნაკის გამოყენების წესი
1. წიგნაკი წარმოადგენს მეზღვაურის მიერ გავლილი  წვრთნების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს პირველად მტკიცებულებას სააგენტოსთვის მეზღვაურის კომპეტენციის/კვალიფიკაციის ან სხვა სერტიფიკატის გაცემისას.

2. სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამის ორგანოსთან/პირთან გადაამოწმოს წიგნაკში შეტანილი ნებისმიერი ინფორმაცია ან მონაცემი, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ინფორმაცია ან მონაცემი მცდარია ან გაყალბებული.