ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/04/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 05/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016046
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
69
23/04/2013
ვებგვერდი, 30/04/2013
010250020.35.150.016046
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/04/2013 - 03/12/2014)

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №69

2013 წლის 23 აპრილი

სოფ. წეროვანი

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად ახალგორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების  მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მუხლი 1. საერთო მოთხოვნები
1. კონკურსის მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21-დან 65 წლის ასაკამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილი პირები.

მუხლი 2. დამატებითი მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ბაკალავრის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

2. კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ ორგანული კანონის,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’, „ნორმატიული აქტების შესახებ“ და   „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონების, „საქართველოს კონსტიტუციის“,  „შრომის კოდექსის“ და  ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  სათანადო ცოდნა.

3. ჰქონდეს ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.

მუხლი 3. დამატებითი მოთხოვნები ზოგადი პროფესიული უნარების სფეროში
  1. კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის  უნარი;
  2. კონკურსის მონაწილეს უნდა გააჩნდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამების Windows, Word, Excel, internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

მუხლი 4. დადგენილების ძალაში შესვლა
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ყოჩიშვილი