ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016068
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
03/12/2014
ვებგვერდი, 05/12/2014
010250020.35.150.016068
ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/12/2014 - 05/05/2015)

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №22

2014 წლის 3 დეკემბერი

ს .წეროვანი

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების  საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)  ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების  (Micosoft office Word, Micosoft office Excel) და  Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 გ)  სასურველია კონკურსანტი იყოს იძულებით გადაადგილებული პირი, ჰქონდეს დევნილებთან მუშაობის გამოცდილება. 

დ) კონკურსანტს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

დ.ა)  საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ)  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;

დ.გ)  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.დ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ.ე)  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია.

მუხლი 2
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ტექნიკური ან უმაღლესი განათლება, მუშაობის არანაკლებ 1–წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 3
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ სრული საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება, მუშაობის არანაკლებ 1–წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. სასურველია პირი რეგისტრირებული იყოს და ცხოვრობდეს  შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.
მუხლი 4
მთავარი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა 1–ლი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ სრული საშუალო განათლება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 5
დადგინდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის ტესტირების ეტაპის გამსვლელი ზღვარი სწორი პასუხების 50%.
მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება №62  და ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თნამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2013 წლის 24 აპრილის დადგენილება №69.
მუხლი 7
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი