დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კადრების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.150.016044 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/04/2013 - 20/06/2017)
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კადრების სამსახურის დებულება.
/თან ერთვის/ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კადრების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის კადრების სამსახური 1. მუნიციპალიტეტის კადრების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის კადრებისა და დასაქმების პოლიტიკის შემუშავებას, მის პრაქტიკულ განხორციელებას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: ა) საკადრო პოლიტიკის განყოფილება; ბ) სამსახურში დასაქმების პოლიტიკის შემუშავება-განხორციელების ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებული მთავარი სპეციალისტის თანამდებობა. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მთავარი სპეციალისტისაგან. 5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელის ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური საკადრო პოლიტიკის სფეროში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპლიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ბ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; გ) მუნიციპალურ მოსამსახურთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურეობის მიხედვით; დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ე) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ვ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას; ზ) გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობების და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას; თ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; ი) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზს და შეფასებას; კ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას; ლ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; მ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; ნ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. სამსახური დასაქმების სფეროში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას; ბ) სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციას, აღრიცხვას და მონიტორინგს; გ) თავისუფალი (ვაკანტური) სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და საინფორმაციო ბანკის შექმნას; დ) სამუშაოს მაძიებელთა შრომითი მოწყობის მიზნით საშემოსავლო საქმიანობის ორგანიზებას; ე) სამუშაოს მაძიებელთა პროფორიენტაციული მომსახურების ორგანიზებას; ვ) დასაქმების ეროვნული, ადგილობრივი და სპეციალური პროგრამების შემუშავებაში, განხილვასა და განხორციელებაში მონაწილეობას; ზ) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ხელშეწყობას; თ) დევნილი მოსახლეობის დასაქმების მდგომარეობის შესწავლასა და გაანალიზებას.
მუხლი 4. საკადრო პოლიტიკის განყოფილების ფუნქციები სამსახურის საკადრო პოლიტიკის შემუშავებისა და რეალიზაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საკადრო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციას; ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საკადრო პოტენციალის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლასა და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; გ) წინადადებების მომზადებას გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციისა და საშტატო ნუსხების თაობაზე; დ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სამუშაო აღწერილობების, საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ე) მუნიციპალურ მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნასა და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას; ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; ზ) მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას. აღრიცხვასა და კონტროლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; თ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა დისციპლინური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ი) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხის შესწავლას, კონტროლს მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; კ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, რეორგანიზაციის ჩატარების ორგანიზებას; ლ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ წინადადებების მომზადებას, კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოსამსახურეთა სიის შედგენას, გადამზადების პროგრამების განსაზღვრას, შესაბამისი ხარჯების გათვალისწინებას; მ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციისა და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას, საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, კომისიის ოქმების წარმოებასა და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას; ნ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5. მთავარი სპეციალისტი დასაქმების სფეროში მთავარი სპეციალისტი დასაქმების სფეროში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ახალგორიდან დევნილი მოსახლეობის დასაქმებაში არსებული მდგომარეობის შესწავლას; ბ) ამ მიმართულებით თითოეულ დევნილ ოჯახში შესვლას, დასაქმების ერთიანი ბაზის შექმნას; გ) წინადადებების, რეკომენდაციების მომზადებას დევნილთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისათვის; დ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების წარმოებას, აღრიცხვას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები