დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღების დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 111 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.038.016171 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/05/2013 - 01/04/2014)
|
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღების თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღების დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) საზოგადოებრივი მისაღების (შემდგომში – განყოფილება) ფუნქციებს, ამოცანებსა და მართვის ორგანიზაციას.
2. განყოფილება წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. განყოფილება თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. განყოფილება თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს. 5. განყოფილება ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ადამიანის უფლებებისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში და თავისი ფუნქციების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. |
მუხლი 2.
განყოფილების ამოცანები და ფუნქციები |
განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ახლობლების, ადვოკატების, სხვა დაინტერესებული პირების და მათი განცხადება/საჩივრების, სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წერილობითი კორესპონდენციების მიღება; ბ) განცხადება/საჩივრების და სხვა წერილობითი კორესპონდენციის შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთვა და დარეგისტრირება; გ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებთან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ახლობლების, ადვოკატების და სხვა დაინტერესებული პირების შეხვედრების ორგანიზება; ე) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისათვის კონსულტაციების გაწევა; ვ) დეპარტამენტის ცხელი ხაზის მომსახურების განხორციელება; ზ) დეპარტამენტში შემსვლელ პირებზე, ელექტრონულ პროგრამაში არსებული მოთხოვნების საფუძველზე, ერთჯერადი საშვების გაცემა; თ) განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ი) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 3.
განყოფილების მართვა |
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) კოორდინაციას და კონტროლს უწევს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღებების საქმიანობას; გ) მონაწილეობს განყოფილებაში დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის პროცესში; დ) ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას განყოფილების მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; ე) კონტროლს უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ; ზ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თავმჯდომარეს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; თ) შუამდგომლობს განყოფილების ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე; ი) ახორციელებს ვიზირებას და ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე. |
მუხლი 4.
განყოფილების მოსამსახურეები |
1. განყოფილების მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. განყოფილების მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან განყოფილების უფროსის წინაშე. 3. განყოფილებაში საჯარო სამსახურს ეწევიან განყოფილების უფროსი ინსპექტორები.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები