დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 20 მაისის №111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.038.016298 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 20 მაისის №111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 20 მაისის №111 ბრძანებაში (სსმ, 010320020.22.038.016171, 21/05/2013) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღების დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღების თანდართული დებულება.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღების დებულება“; ბ) პირველი მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) საზოგადოებრივი მისაღების (შემდგომში – განყოფილება) ფუნქციებს, ამოცანებსა და მართვის ორგანიზაციას.“; ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. განყოფილება თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები