უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017228
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
64
28/03/2013
ვებგვერდი, 01/04/2013
040030000.10.003.017228
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/04/2013 - 15/08/2013)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №64

2013 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-8 და  მე-11 მუხლების,  22-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იური­დიული პირის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში სასპორტო უმაღლესი განათლების ხელშეწყობისა და ამ მხრივ საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მდიდარი ტრადიციების გაგრძელების მიზნით:

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუ­სის მოპოვების მიზნით დაფუძნდეს  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელ­მ­წი­­ფო უნივერსიტეტი (შემ­დგომში – დაწესებულება) საჯარო სამართლის იუ­რი­­დი­ულ პირად.

2. დაწესებულების  მიზნად განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შე­სა­­­ხებ“  საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური უმაღლესი გა­ნა­­­თ­­­ლე­ბის განხორციელება.

3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ:

ა) განახორციელოს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების შემთ­ხ­ვევაში, „უმაღლესი განათ­ლე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბა­მი­სად უზრუნველყოს დაწესებულების წესდების  დამტკიცება და კანონმ­დე­ბლო­­ბით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება.

4. კანონმდებლობით დადგენილი წესით, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  უზრუნველყოს დაწესებულებისათვის უსასყიდლოდ, არ­სე­ბობის ვადით,  ქ. თბი­ლი­­სში, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №7-ში (ყოფილი ი. ჭავ­­ჭა­ვაძის გამზ. №49) მდე­ბარე უძრავი ქონების (01.14.07.008.086, 01.14.07.008.035, 01.14.07.008.036 და 01.14.07.008.037 საკადასტრო კოდებით რეგისტ­რი­რებული მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა–ნაგე­ბო­ბე­ბი) გადაცემა.

5. დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით რექტორის არჩევამდე, დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნოს ჯემალ ძაგანია (პ/ნ 01008004165).

6. მართვის ორგანოების არჩევამდე დაწესებულების რექტორის მოვა­ლეობის შემსრულებელი:

ა) დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც წარ­მარ­თა­ვს დაწესებულების საქმიანობას, ამზა­დებს მას ავტორიზაციის გასა­ვლელად, წარ­მოადგენს დაწესებულებას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერ­თობაში და მოქმედებს დაწესებულების სახელით;

ბ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სი­ვრ­ცეში ინტე­გრა­ციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შექმნას, უმაღლეს საგან­მანათლებლო დაწესებულებებს შო­რის თანამშრომლობას, მობილობასა და ინტე­გრირებულ სწავლებას;

გ) ხელმძღვანელობს დაწესებულების ადმინისტრაციას;

დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და­სა­მტ­კიცებლად წარუდგენს დაწესებულების წესდების პროექტს;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ­­ტკიცებს და­წე­სე­­ბულების საშტატო ნუსხას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამ­­სახურში იღე­ბს და ათავისუფლებს  აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანა­მდე­­ბობე­ბის პირებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს აკა­დე­მიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღე­ბის ერთიან წესს, აგრეთვე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს დასამტკი­ცებლად წარუდგენს შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

თ) განსაზღვრავს პროფესორის პედაგოგიური დატ­ვირთ­ვის ზღვრულ ოდენობას;

ი) შეიმუშავებს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინი­სტრს დასამტკი­ცებ­ლად წარუდგენს დაწესებულების ბიუჯეტს;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს დაწე­სებულების ფინანსებსა და ქონებას;

ლ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წე­სით, დაწესებულების სახელით, დაწესებუ­ლე­ბის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს გარიგებები;

მ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენ­ტებს ერთიანი ეროვ­ნული გამოცდებისათვის, აგრეთვე, მისა­ღებ სტუდენტთა რაოდენობას;

ნ) ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუ­შა­ობის შეფასების წესს;

ო) ნიშნავს  დაწესებულების ბიბლიოთეკის  ხელმძღვა­ნელს;

პ) ამტკიცებს  საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითად მიმართუ­ლე­ბებს;

ჟ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის შესაბამისად ად­გენს საგანმანათლებლო პროგრამების საფასურის ოდენობის ჩამონათვალს;

რ) ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს;

ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდი­ვი­დუალურ ადმი­ნისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ტ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმა­ტი­­ული აქტების შესრულებისათვის;

უ) პასუხისმგებელია დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქ­მი­­ან­ო­ბის კანონიერებისა და ეფექტიანო­ბისა­თვის;

ფ) უფლებამოსილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებ­ში შექმნას კომი­სი­ები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი;

ქ) ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩა­­ტა­რების დებულებას და უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართვე­ლობის პირველი არჩევნების ჩატარებას, გარდა, კანონმდებლობით გათვა­ლისწინებული შემთხვევებისა;

ღ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინი­ჭე­ბულ სხვა უფ­ლე­ბ­ა­მოსილებებს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი