დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 187 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025079 |
|
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №64 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2013, 040030000.10.003.017228) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“. 2. პირველი მუხლის: ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 85 და მე-11 მუხლების, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში სასპორტო უმაღლესი განათლების ხელშეწყობისა და ამ მხრივ საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მდიდარი ტრადიციების გაგრძელების მიზნით:“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, დაფუძნდეს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – დაწესებულება) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.“; გ) მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს სპორტის სამინისტრომ:“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები