დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 120 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/04/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016527 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/04/2013 - 08/05/2013)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლის:
|
ა)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან უზრუნველყოფს საქონლის განადგურებას მესაკუთრის ან მფლობელის (მათ შორის, საბაჟო საწყობის) ხარჯით (გარდა ამ ინსტრუქციის 110-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა).“;
|
ბ)
მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
2.
მე-6 მუხლის:
|
ა)
მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.“;
|
ბ)
მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (დანართი №II-02) გამოყენებით, საბაჟო საწყობიდან ან დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით გატანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების ან საბაჟო კონტროლის სხვა ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 48 საათით.“.
|
3.
მე-11 მუხლის:
|
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №II-02) ხორციელდება: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრად მისაბმელების: ა.ა) რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, საბაჟო გამშვებ პუნქტამდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, ა.ბ) გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანის ან/და სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა; ბ) სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა.“; |
ბ)
მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოწმობა ივსება სააგენტოში ჩატარებული საექსპერტო შემოწმების შედეგების ამსახველი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის“ საფუძველზე (საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანის ან/და სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილების მიზნით გამოწერილი მოწმობის გარდა). 4. ერთი მოწმობა გაიცემა ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიუხედავად იმისა, ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება თავისი სვლით, თუ გადაიზიდება სხვა სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტულად გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამატებით დატვირთვის შემთხვევაში. საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შემთხვევაში, ერთი მოწმობის გაცემა შესაძლებელია რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზეც.“. |
4.
დანართი №II-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
5.
მე-16 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, შესაძლებელია საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით. 9. საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დროებით გატანილი საქონლის უკან დაბრუნება სავალდებულო არ არის: მის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას), ან საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით სხვა საბაჟო საწყობში ან დროებით შენახვის სხვა ადგილზე განთავსებისას.“.
|
6.
მე-18 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88 (საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“-ს ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება).“.
|
7.
მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლისა.“.
|
8.
მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.“. |
9.
37-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების დეპარტამენტს ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „გაფორმების ორგანოში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” (დანართი №VII–02) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ. 11. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე ან ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენამდე თხოვნით მიმართავს გაფორმების დეპარტამენტს ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.“.
|
10.
დანართი №VII-01 და დანართი №VII-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
11.
43-ე მუხლის:
|
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში (8429 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარულ დღეში), რომელიც აითვლება: ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – შსს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან; ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაცემული მოწმობის „D” ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.“;
|
ბ)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე (გარდა 8429 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა) დეკლარირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.“;
|
გ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ერთი საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ერთზე მეტი დასახელების საქონელი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემები (მანქანის მარკა, მოდელი, VIN კოდი, შასის ნომერი, გამოშვების წელი, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის N) მიეთითება ცალკე ფურცელზე, რომელიც თან დაერთვის დეკლარაციას.“.
|
12.
დანართი №XI-03 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
13.
51-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ.“.
|
14.
61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ.“.
|
15.
63-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საბაჟო საწყობიდან დროებით გატანილი საქონლის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას) ან საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით სხვა საბაჟო საწყობში ან დროებით შენახვის სხვა ადგილზე განთავსებისას, მისი დაბრუნება საბაჟო საწყობში სავალდებულო არ არის.“.
|
16.
70-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თავისუფალ ზონაში საქონლის მოწმობით წარდგენისას, თუ აღნიშნული მომენტისათვის წარდგენილი არაა სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, შესაძლებელია საქონლის გაშვება განხორციელდეს მოწმობით.“.
|
17.
72-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ავტობუსი ან მოტოციკლეტი (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) – 90 კალენდარული დღის ვადაში ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას;“.
|
18.
73-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ.“.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
|
|
დოკუმენტის კომენტარები