წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 07/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016117
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
28/03/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
010250020.35.104.016117
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/04/2013 - 26/02/2014)

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2013 წლის  28 მარტი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი  პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის  ქონების შესახებ „საქართველოს კანონის 195 მუხლის,  „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების მე-5 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე  მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  (გარდა მოძრავი ნივთებისა)  სასყიდლიან  სარგებლობაში  გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქებში   (ქ. წალენჯიხა, ქ. ჯვარი)  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ   მიწაზე - 0,888  ლარი;
ბ) სხვ ა  უძრავ ნივთზე-ნივთის  ნარჩენი  საბალანსო  ღირებულების  –10%;
მუხლი 2
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  (გარდა მოძრავი ნივთებისა)  სასყიდლიან  სარგებლობაში  გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემებში და სოფელში    განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ   მიწაზე–0,444 ლარი;
ბ) სხვ ა  უძრავ ნივთზე-ნივთის  ნარჩენი  საბალანსო  ღირებულების  - 10%;
მუხლი 3
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  (გარდა მოძრავი ნივთებისა)  სასყიდლიან  სარგებლობაში  გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  ჯგალის თემის სქურის უბანში   განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ   მიწაზე–0,71 ლარი;
ბ) სხვ ა  უძრავ ნივთზე–ნივთის  ნარჩენი  საბალანსო  ღირებულების-10%;
მუხლი 4
 მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე ღირებულების 5%–ით,  ამასთან, შენობა-ნაგებობების საპრივატიზებო ფასის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ მიწის ნორმატიული ფასიც, რომელზეც დგას შესაბამისი შენობა-ნაგებობა.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს   ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  სასყიდლიან  სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის  განსაზღვრის შესახებ“  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2010 წლის  26 თებერვლის  №7 დადგენილება.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია