დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.104.016155 |
9
26/02/2014
ვებგვერდი, 07/03/2014
010250020.35.104.016155
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის, „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქებში (ქ. წალენჯიხა, ქ. ჯვარი) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: |
ა)
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ მიწაზე – 0,888 ლარი; |
ბ)
სხვა უძრავ ნივთზე – ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების – 10%. |
| მუხლი 2 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემებში და სოფელში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: |
ა)
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ მიწაზე – 0,444 ლარი; |
ბ)
სხვა უძრავ ნივთზე – ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების – 10%. |
| მუხლი 3 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის სქურის უბანში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: |
ა)
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ მიწაზე – 0,71 ლარი; |
ბ)
სხვა უძრავ ნივთზე – ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების – 10%. |
| მუხლი 4 |
მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე ღირებულების 5%-ით, ამასთან, შენობა-ნაგებობების საპრივატიზებო ფასის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ მიწის ნორმატიული ფასიც, რომელზეც დგას შესაბამისი შენობა-ნაგებობა. |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 მარტის №10 დადგენილება (სსმ, 05/04/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.104.016117). |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები