დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საპატიო შუახეველის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.135.016067 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
2
28/03/2013
ვებგვერდი, 01/04/2013
010250020.35.135.016067
„საპატიო შუახეველის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/04/2013 - 24/04/2015)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც’’ ქვეპუნქტის შესაბამისად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს „საპატიო შუახეველის“ წოდება. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს
„საპატიო შუახეველის“ წოდების მინიჭების წესი თანახმად დანართისა. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
„საპატიო შუახეველის“ წოდების მინიჭების წესი |
1.
ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია „საპატიო შუახეველის“ წოდება. |
2.
„საპატიო შუახეველის“ წოდებას ანიჭებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თანხმობით სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის და საზოგადოებრივი ორგანოების წარდგინებით, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე. |
3.
„საპატიო შუახეველის“ წოდება ენიჭებათ: |
ა)
შუახევის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის: |
ბ)
ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული მიღწევებისათვის; |
გ)
უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის წინაშე, შუახევის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. |
4.
„საპატიო შუახეველის“ წოდების მქონე მოქალაქეებს ეძლევათ „საპატიო შუახეველის“ წოდების მოწმობა და ატრიბუტიკა. |
5.
„საპატიო შუახეველის“ გვარი შეტანილ იქნება „შუახევის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების წიგნში; |
6.
„საპატიო შუახეველის“ წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია „საპატიო შუახეველის“ წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო. |
7.
. „საპატიო შუახეველის“ წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისგან უფლებამოსილი პირი. |
8.
„საპატიო შუახეველის“ წოდების ჩამორთმევა შეუძლია შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს თანხმობით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე „საპატიო შუახეველის“ მიერ უღირსი საქციელის ჩადენის, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან საკუთარი ინიციატივით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები