დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.35.118.016091 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
10
07/03/2013
ვებგვერდი, 13/03/2013
010320040.35.118.016091
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის
გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების
შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/03/2013 - 13/11/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. |
მუხლი 2.
მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
1.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან. |
2.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა ყველა საჯარო მოხელისათვის. |
3.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად, გამგეობის სამსახურების, განყოფილებების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მიხედვით და მოიცავს საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა ყოველ თანამდებობას. |
მუხლი 3.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომპონენტები |
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: |
ა)
პროფესიული ცოდნის მოთხოვნები; |
ბ)
ზოგადი უნარების მოთხოვნები; |
გ)
პროფესიული უნარების მოთხოვნები. |
მუხლი 4.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში |
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მინიმალური ცოდნა. |
მუხლი 5.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში |
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. |
მუხლი 6.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში |
1.
თანამდებობათა რანგების მიხედვით სავალდებულოა: |
ა)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება ან სხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად; |
ბ)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში სამწლიანი სამუშაო გამოცდილება გამგებლის მოადგილისა და საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობების დასაკავებლად; |
გ)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და სამწლიანი სამუშაო გამოცდილება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსისა და გამგებლის თანაშემწის თანამდებობების დასაკავებლად; |
დ)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და სამწლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სამსახურში ან სხვა თანამდებობაზე თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობების დასაკავებლად; |
ე)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი სპეციალისტისა და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად; |
ვ)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად. |
ზ)
პროფესიული ან საშუალო სპეციალური განათლება სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად. |
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობების დასაკავებლად შესაბამისი ვადით პრეტენდენტის საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
|
მუხლი 7.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში |
1.
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა: |
ა)
ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით საქმისწარმოების პროფესიული უნარები; |
ბ)
პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები. |
2.
მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ონის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმისწარმოებაში გამოყენებულ დოკუმენტებთან ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით მუშაობის (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები