დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.35.118.016136 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
32
13/11/2014
ვებგვერდი, 18/11/2014
010320040.35.118.016136
ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/11/2014 - 24/09/2015)
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის №10 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
| მუხლი 1 |
ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: |
1.
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; |
2.
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; |
3.
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: |
ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
ბ)
ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” |
გ)
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” |
დ)
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; |
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; |
ვ)
,,ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილება; |
ზ)
,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №19 დადგენილება; |
თ)
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება. |
| მუხლი 2 |
საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 3 |
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის და გამგებლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 4 |
გამგებლის წარმომადგენლის და მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ სრული საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება, მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 5 |
წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ სრული საშუალო განათლება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები