დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.105.016109 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/03/2013 - 06/07/2018)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202–ე მუხლის პირველი, მე–3, მე–31 და მე–5 ნაწილების, 204–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 206–ე მუხლის ,,ჰ2’’ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების“ შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისად: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები დანართი №2-ის შესაბამისად (დანართი №2 თან ერთვის). |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №16 დადგენილება (სსმ,21/03/2012,.სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.105.016076). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე. |
|
დანართი №1
|
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
|
| მუხლი 1 |
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: |
ა)
2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; |
ბ)
2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; |
გ)
2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; |
დ)
იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. |
| მუხლი 2 |
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. |
| მუხლი 3 |
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: |
ა)
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი; |
ბ)
100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტი. |
| მუხლი 4 |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
|
| მუხლი 5 |
სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში გამოყენეული ტყის მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადი განისაზღვროს დადგენილების მე–4 მუხლით დადგენილი განაკვეთების შესაბამისად; |
| მუხლი 6 |
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1“ და ,,ჰ2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით, ქონების გადასახადისგან განთავისუფლდეს: |
ა)
საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; |
ბ)
ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; |
გ)
მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური და იურიდიული პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი. |
| მუხლი 7 |
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით. |
დანართი N2
|
ქონების გადასახადი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ან უცხოური საწარმოოს, ორგანიზაციის ანდა ფიზიკური პირის საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი 1მ2–ზე ზუგდიდის ქალაქის, თემებისა და სოფლების, ასევე დასახლებათა შორის არეალებში ზონალური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი წესის მიხედვით:
I ზონა
II ზონა
III ზონა
|
| მუხლი 2 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბებისა და სოფლების ცენტრალურ ნაწილში ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 0,8–ით და არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე 1მ2 – ზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 0,19 ლარით. |
| მუხლი 3 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 0,5–ით და არასასოფლო–სამეურნეო დანისნულების მიწაზე 1 მ2 – ზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 0,12 ლარით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები