დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 28/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მერის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.52.101.016080 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/02/2013 - 29/04/2013)
|
„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ1“ და „ნ“ ქვეპუნქტების, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების 29-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის დებულება“ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ძალაში შედის 2013 წლის 1 მარტს. |
|
დანართი
ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის დ ე ბ უ ლ ე ბ ა ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის დებულება (შემდგომში – დებულება) „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, განსაზღვრავს ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობა (შემდგომში – გამგეობა) არის ქალაქ თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო, რომელიც „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას და ადმინისტრაციული ერთეულის – რაიონის მართვას. 2. გამგეობა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის, ქ. თბილისის საკრებულოს, ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის მთავრობის აქტების, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 3. გამგეობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, ეროვნული ტრადიციების და წეს-ჩვეულებების, ადამიანთა უფლება-თავისუფლებათა დაცვის, საერთო სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების პრინციპებით. 4. გამგეობას ქ. თბილისის ბიუჯეტით განესაზღვრება საბიუჯეტო ასიგნებები, აქვს ბეჭედი და საკუთარი ბლანკი. თავი II გამგეობის ძირითადი მიზნები და ამოცანები მუხლი 2. გამგეობის ძირითადი მიზნები და ამოცანები გამგეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს საქართველოს კანონების, ქალაქ თბილისის მერის, ქ. თბილისის საკრებულოს, ქ. თბილისის მთავრობისა და საქართველოში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას; ბ) ამზადებს საბიუჯეტო განაცხადს და წარუდგენს ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, შემდგომში ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად. უზრუნველყოფს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ რაიონისათვის დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულებას; გ) დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით ქ. თბილისის მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ამზადებს შესაბამის ინფორმაციას და წარუდგენს ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს; ე) ხელს უწყობს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებას; ვ) უზრუნველყოფს ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებას. თავი III გამგეობის შემადგენლობა მუხლი 3. გამგეობის შემადგენლობა 1. გამგეობა შედგება: ქ. თბილისის რაიონის გამგებლის, მისი მოადგილეების, რაიონული სამსახურების (განყოფილებების) ხელმძღვანელებისგან. 2. ქ. თბილისის რაიონის გამგებელს (შემდგომში - გამგებელი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მერი. 3. გამგეობის სტრუქტურას, დებულებას და საშტატო ნუსხას შეიმუშავებს გამგებელი და ამტკიცებს ქალაქ თბილისის მერი (შემდგომში - მერი). მუხლი 4. რაიონის გამგებლის კომპეტენცია 1. გამგებელი: ა) წარმართავს გამგეობის საქმიანობას; ბ) თანამდებობრივად შედის ქალაქ თბილისის მთავრობაში (შემდგომში – მთავრობა); გ) მერს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის შემადგენლობასა და წევრებს; დ) უფლებამოსილია გამგეობის წევრებს დააკისროს თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება გამგეობის ახალი წევრის დანიშვნამდე; ე) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრთა შორის, გასცემს შესაბამის დავალებებს, იწვევს და თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს და თათბირებს; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს. ზ) მისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, წარმოადგენს და მოქმედებს გამგეობის სახელით, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; თ) ხელს აწერს გამგეობის ფინანსურ დოკუმენტებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს, ხელს აწერს გამგეობის დადგენილებებს; ი) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ამტკიცებს შინაგანაწესს; კ) ამტკიცებს გამგეობის რეგლამენტს; ლ) ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს; მ) მოთხოვნის შესაბამისად მონაწილეობს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტებისა და ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; ნ) პასუხისმგებელია რაიონისთვის ქალაქ თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის; პ) ინფორმაციას ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების შესახებ წარუდგენს ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს; ჟ) ხელმძღვანელობს სამხედრო სამსახურის მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, მათ სამხედრო სამსახურში გაწვევას და თავმჯდომარეობს გამწვევ კომისიას; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. გამგებელი ანგარიშვალდებულია მერისა და რაიონის მოსახლეობის წინაშე. 3. გამგებელს აქვს გადადგომის უფლება. იგი უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია მერის წინაშე. მუხლი 5. გამგებლის მოადგილეები 1. გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არა უმეტეს 3 მოადგილისა. 2. გამგებლის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი მერთან შეთანხმებით. 3. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს, ამზადებენ და გამგებელს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, ორგანიზაციას უწევენ და აკონტროლებენ გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას. 4. გამგებლის არყოფნის შემთხვევაში, ან თუ გამგებელს დროებით არ შეუძლია მოვალეობის შესრულება, მისი დავალებით გამგებლის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე. 5. გამგებლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. თავი IV გამგეობის კომპეტენცია მუხლი 6. უფლებამოსილებათა გამიჯვნა ქალაქ თბილისის მთავრობას და რაიონის გამგეობას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა ქ. თბილისის მერიის სტუქტურულ ერთეულებსა და გამგეობას შორის ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციების გამგეობისათვის დელეგირების საფუძველზე. მუხლი 7. გამგეობის უფლებამოსილებათა განხორციელების მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული გამგეობის უფლებამოსილებათა განხორციელება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ქონებისა და სათანადო მატერიალურ-ფინანსური რესურსების გამგეობის სარგებლობაში გადაცემით. მუხლი 8. გამგეობის უფლებამოსილებები 1. გამგეობის უფლებამოსილებებს განეკუთვნება: ა) მის გამგებლობაში გადაცემული, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების ობიექტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობა და სარგებლობა; ბ) დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით ადგენს რაიონის პრიორიტეტების და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და შეფასების კრიტერიუმებს; გ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გამგეობისათვის გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის მოთხოვნის წარდგენა საბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებებისა და გადანაწილების შესახებ; ე) დაქვემდებარებული ტერიტორიის გამწვანება და კეთილმოწყობა, მათ შორის, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შეკეთება, რეკონსტრუქცია და მშენებლობა; ზ) სოციალური მომსახურების ორგანიზება; თ) დადგენილი წესით რაიონის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საქართველოს მოქალაქეთათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენასთან დაკავშირებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებაზე (შეტყობინებაზე) რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; კ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ლ) თანხმობის გაცემა ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დასაფუძნებლად; მ) თანხმობის გაცემა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დასაფუძნებლად; ნ) ადგილობრივი მნიშვნელობის იმ სხვა საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის მთავრობის საკანონმდებლო აქტებით არ შედიან სხვა ორგანოების გამგებლობაში. 2. ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგენს დოკუმენტებს ქ. თბილისის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ხარჯების გადახდის განსახორციელებლად. მუხლი 9. გამგეობის კომპეტენცია ეკონომიკურ სფეროში ეკონომიკურ სფეროში გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოძრავი ქონების ობიექტების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია; ბ) ადგილობრივი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადების კოორდინაცია, პროგრამების შემუშავება და განხორციელების ორგანიზება, საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი წინადადებების მომზადება. მუხლი 10. გამგეობის კომპეტენცია სოციალურ სფეროში სოციალურ სფეროში გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მონიტორინგი, ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი; ბ) რაიონის სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და მათი რეალიზაცია; გ) საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად ჰუმანიტარული დახმარების პროგრამათა შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება. მუხლი 11. გამგეობის კომპეტენცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე უძრავი ძეგლებისა და მისი დამცავი ზონების გათვალისწინების მიზნით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და ქ. თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა მიწის კადასტრისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენისას; ბ) შესაბამისი მონაცემებისა და ინფორმაციის შეკრება, ანალიზი, დაგეგმვა და განსახილველად წარდგენა დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების თაობაზე; გ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე უძრავი ძეგლების ადაპტაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების განსახორციელებლად კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; დ) მონაწილეობის მიღება უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების და დამცავი ზონის სისტემაში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესებს მიკუთვნებულ საკითხებს. თავი V გამგეობის სტრუქტურა მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურა გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) გამგეობის აპარატი; ბ) სამხედრო განოფილება; გ) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება; დ) სოციალურ საკითხთა განყოფილება; ე) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება; ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების განყოფილება; ზ) სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ვარკეთილის უბნის სამსახური (განყოფილება); თ) სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – მესამე მასივის უბნის სამსახური (განყოფილება); ი) სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ორხევი-აეროპორტის უბნის სამსახური (განყოფილება); კ) სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ლილოს უბნის სამსახური (განყოფილება); ლ) სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ქვემო სამგორის უბნის სამსახური (განყოფილება). მუხლი 13. გამგეობის აპარატი 1. გამგეობის აპარატი ახორციელებს გამგეობის საინფორმაციო, ტექნიკურ, იურიდიულ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. 2. გამგეობის აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს გამგეობის აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. გამგეობის აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 14. გამგეობის სამსახური (განყოფილება) 1. გამგეობის სამსახური (განყოფილება) წარმოადგენს გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ დარგებში უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილ გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს. 2. გამგეობის სამსახურს (განყოფილებას) გამგებლის წარდგინებით ქმნის და აუქმებს მერი. 3. გამგეობის სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. 4. გამგეობის სამსახურის (განყოფილების) თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 5. გამგეობის სამსახურის (განყოფილების) შემადგენლობა (თანამშრომლები) ანგარიშვალდებულია და პასუხს აგებს სამსახურის (განყოფილების) უფროსის, შესაბამისი დარგობრივი მოადგილისა და რაიონის გამგებლის წინაშე. მუხლი 15. გამგეობის რეგლამენტი გამგებლისა და გამგეობის საგანმკარგულებლო დოკუმენტების მომზადებისა და გაფორმების, გამგეობის სხდომების, გამგებლის თათბირის მომზადებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება გამგეობის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს გამგებელი. თავი VI გამგეობის აპარატი მუხლი 16. გამგეობის აპარატი 1. გამგეობის აპარატის (შემდგომში – აპარატი) კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 2. აპარატი საკუთარი უფლებამოსილებათა განხორციელებისას წარმოადგენს გამგეობას. 3. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს გამგებელი. მუხლი 17. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. აპარატის ძირითადი ამოცანებაა გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ტექნიკური, იურიდიული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა. 2. აპარატის ძირითადი ფუნქციებია: ა) გამგეობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) ერთიანი საქმისწარმოების განხორციელება; გ) გამგეობაში დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველოფა; დ) გამგეობის შესაბამისი სამსახურებისათვის (განყოფილებებისათვის) და თანამდებობის პირებისათვის დავალებათა, მითითებათა დროული მიწოდების უზრუნველყოფა და მათი შესრულების კოორდინაცია; ე) გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა; ვ) გამგეობის საქმიანობის იურიდიული უზრუნველყოფა; ზ) გამგეობის სხდომის მომზადებისა და გამართვის ორგანიზება; თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა. მუხლი 18. აპარატის უფლებები და მოვალეობები 1. აპარატი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციებისგან აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 2. აპარატი ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ბ) დადგენილი წესის მიხედვით, უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგეობისა და მერიის შესაბამის სამსახურებში; გ) აპარატს მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ ორგანოთა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებები და განცხადებები. დ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სხდომაზე ან სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად; ე) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. 3. აპარატი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 19. აპარატის მართვა 1. აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი მერთან შეთანხმებით. მუხლი 20. აპარატის უფროსი აპარატის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს აპარატის საქმიანობას; ბ) განსაზღვრავს აპარატის თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს; გ) ზედამხედველობას უწევს აპარატის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ორგანიზაციას უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების და აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას; ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას; ვ) უზრუნველყოფს აპარატის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას. ზ) პასუხს აგებს აპარატის საქმიანობაზე; თ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 2. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე. თავი VII სამხედრო განყოფილება მუხლი 21. სამხედრო განყოფილება 1. გამგეობის სამხედრო განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის, “სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და “არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს რაიონში მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციის და სამხედრო ძალების რეზერვთან კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. 2. განყოფილების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოში მოქმედი სამართლებრივი აქტებით. 3. განყოფილება უფლებამოსილებათა განხორციელებისას წარმოადგენს რაიონის გამგეობას. 4. განყოფილების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს რაიონის გამგებელი. 5. განყოფილებას აქვს შტამპი, ბეჭედი დადგენილი ფორმის თვითმმართველი ერთეულისა და სახელმწიფო გერბების გამოსახულებით, ბლანკი განყოფილების სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები. მუხლი 22. განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა და მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; ბ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გააკონტროლოს რაიონის ტერიტორიაზე მოქალაქეთა, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვასა და მათი სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დადგენილ მოთხოვნათა შესრულება; გ) განახორციელოს სამობილიზაციო რესურსის, მათ შორის წვევამდელთა და რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეთა დადგენილი წესით აღრიცხვის ორგანიზება; დ) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვა, სამხედრო სამსახურში გაწვევა და სამობილიზაციო რესურსის აღრიცხვა განყოფილებაში დანერგილი ელექტრონული პროგრამის საშუალებით. 2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) განახორციელოს მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება; ბ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; გ) რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვა, შერჩევა, მოზიდვა და მათი შემკრებ პუნქტებში მიყვანა; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება; ე) სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შეკრება-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა; ვ) დაწესებულებებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ზ) კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში სამობილიზაციო მომზადებისა და საქმიანობის ორგანიზაცია და უზრუნველყოფა; თ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს; ი) კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა; კ) აღრიცხვაზე აყვანის, სარეზერვო, სამობილიზაციო და სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა და სათანადო გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; ლ) შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესებს; მ) “არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 23. გამგეობის განყოფილების უფლებები და მოვალეობები 1. განყოფილება უფლებამოსილია: ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეუფერხებლად გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებიდან, კერძო სტრუქტურებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან; ბ) მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვასა და გადაწყვეტაში. შეისწავლოს და წარადგინოს მოსაზრება გამგეობის ხელმძღვანელობის წინაშე მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ; გ) მოაწყოს თათბირები და შეხვედრები მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესახებ; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი. 2. განყოფილება ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ბ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესების დარღვევის ფაქტებზე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს; გ) განყოფილებისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ ორგანოთა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებები და განცხადებები; დ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, გამოიკვლიოს მოქალაქის პროფესიულ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა სამხედრო სამსახურში მისი ეფექტიანად გამოყენების მიზნით; ე) მოამზადოს და დადგენილ ვადებში წარუდგინოს ინფორმაცია და ანგარიში მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ; ვ) უზრუნველყოს განყოფილების მიერ წარმოებული და მიღებული დოკუმენტაციის სათანადო წესით აღრიცხვა და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცვა; ზ) დადგენილი წესით განახორციელოს ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „მობილიზაციის შესახებ“, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებასთან. 3. განყოფილება ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 24. განყოფილების მართვა განყოფილების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 25. განყოფილების უფროსი 1. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) განსაზღვრავს განყოფილების თანამშრომელთა ფუნქციური მოვალეობებს; გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ორგანიზაციას უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებებისა და განცხადებების განხილვას; საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას; ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს მერის გამგებლისა და გამგეობის შესაბამისი გადაწყვეტილებების შესრულებას; ვ) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ; ზ) გამგეობის სხდომებზე დასამტკიცებლად წარადგენს მობილიზაციის, აღრიცხვიანობისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხებზე დადგენილების პროექტებს; თ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს – სამობილიზაციო რესურსის აღრიცხვას; მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას; დადგენილი ფორმებისა და ანგარიშების წარდგენას შესაბამის ორგანოებში; სამხედრო განყოფილების სამობილიზაციო მზადყოფნას და სამობილიზაციო რესურსთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტას; ი) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადგენს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმს; კ) პასუხისმგებელია განყოფილების საქმიანობაზე; ლ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს; 2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. თავი VIII საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება მუხლი 26. საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება 1. გამგეობის საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) არის საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომელიც „საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის “ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” N1-1 გადაწყვეტილებით გამგეობისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს რაიონის საფინანსო-ეკონომიკურ პოლიტიკას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას. 2. განყოფილების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 3. განყოფილება უფლებამოსილებათა განხორციელებისას წარმოადგენს გამგეობას. 4. განყოფილების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს გამგებელი. მუხლი 27. განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) რაიონის ეკონომიკურ-სოციალური განვითარებისთვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბების და სტაბილური ზრდის უზრუნველყოფის შესახებ წინადადებათა მომზადება; ბ) ქ. თბილისის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით პრიორიტეტების და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და შეფასების კრიტერიუმების მომზადება; გ) ქ. თბილისის ბიუჯეტით რაიონისათვის გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების ინფორმაციის მომზადება; დ) ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის საბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებებისა და გადანაწილების შესახებ მოთხოვნის მომზადება. 2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) გამგეობის სხვა სამსახურებთან (განყოფილებებთან) შეთანხმებით, გამგეობის სარგებლობაში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების ობიექტების, მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, შესაბამისი კომისიის მეშვეობით ინვენტარიზაცია და ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირება; ბ) რაიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, ანალიზი და გამგეობის სხდომაზე განსახილველად საკითხების მომზადება; გ) საბიუჯეტო წელს ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენა. კოორდინაციის გაწევა და დოკუმენტაციის მომზადება - შემსყიდველი ორგანიზაციებს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, კვარტლური და წლიური ანგარიშების წარდგენა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმების მიხედვით. დ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე უძრავი ძეგლების ადაპტაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების განსახორციელებლად კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსზე დაყრდნობით ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეუფერხებელი დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურში, აგრეთვე შესაბამის სამსახურებში წარსადგენად, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის და სოციალური სფეროს განვითარებას; ვ) საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება მისი კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ბიუჯეტით რაიონისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების მიმდინარე ანალიზი; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას. მუხლი 28. განყოფილების უფლებანი და მოვალეობანი 1. განყოფილება უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციებისგან განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა რაიონის საბიუჯეტო განაცხადის პროექტის შემუშავებაში, საფინანსო სამსახურს წარუდგინოს სათანადო გაანგარიშებები საჭირო დაფინანსების გამოყოფის თაობაზე; გ) საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების (შესწავლის) მიზნით, გამგებელთან შეთანხმებით მოიწვიოს სპეციალისტები ან/და დაუკვეთოს სამუშაოს შესრულება. 2. განყოფილება ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ბ) დადგენილი წესის მიხედვით დროულად მოამზადოს გამგებელთან, გამგეობასთან, მერიის ინფორმაციები, მოხსენებითი ბარათები, ანგარიშები; გ) განყოფილებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებები, განცხადებები დ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სხდომაზე ან სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოს საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაციის მომზადება; 3. განყოფილება ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 29. განყოფილების მართვა განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 30. განყოფილების უფროსი 1. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას; დ) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას; ე) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას; ვ) პასუხს აგებს განყოფილების საქმიანობაზე; ზ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე. თავი IX სოციალურ საკითხთა განყოფილება მუხლი 31. სოციალურ საკითხთა განყოფილება 1. გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილება (შემდგომში – განყოფილება), არის სოციალურ საკითხებში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც “საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით და ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის “ქ.თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” N1-1 გადაწყვეტილებით გამგეობისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს სოციალურ პროგრამათა პროექტებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. 2. განყოფილების კომპეტენცია, საქმიანობის წესი და მიმართება საქალაქო სამსახურებთან განისაზღვრება ამ დებულებით. 3. განყოფილება უფლებამოსილებათა განხორციელებისას წარმოადგენს რაიონის გამგეობას. მუხლი 32. განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რაიონის სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და მათი რეალიზაცია. ბ) სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ფენების უფლებების დაცვა. 2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) მისი პროფილის ადმინისტრაციული ორგანოებიდან მონაცემების სისტემატური მიღება. რაიონის საინფორმაციო ბაზის შექმნა სოციალური პროგრამების განხორციელების მიზნით; გ) სოციალურ საკითხებზე წინადადებების მომზადება და რაიონის გამგეობისათვის წარდგენა; დ) მოქალაქეთა მიღება სოციალურ საკითხებზე; ე) სოციალური დაცვის საკითხებზე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და ამ საკითხებით დაინტერესებულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. მუხლი 33. განყოფილების უფლებები და მოვალეობანი 1. განყოფილება უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციებისგან სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) დაამყაროს კონტაქტები რაიონში მოქმედ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს მონაწილეობა ჰუმანიტარული და საქველმოქმედო დახმარების მიზნობრივად გამოყენების საქმეში; გ) შეიმუშაოს მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამათა პროექტები და დასახოს მათი განხორციელების გზები; 2. განყოფილება ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ბ) დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა რაიონისა გამგეობის და მერიის შესაბამის სამსახურებში; გ) განყოფილებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებები, განცხადებები დ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სხდომაზე ან სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად; ე) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია სამსახურის შეუფერხებელ ფუნქციონირებასთან; 3. განყოფილება ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 34. განყოფილების მართვა გამგებლის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განყოფილების საქმიანობას წარმართავს და განხორცილებულ საქმიანობაზე პასუხისმგებელია შესაბამისი დარგის მოადგილე. თავი X ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება მუხლი 35. ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება 1. გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება (შემდგომში – განყოფილება), არის ინფრასტრუქტურის სფეროში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, შექმნილი გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის და ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” №1-1 გადაწყვეტილებით გამგეობისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საკითხების გადაწყვეტას. 2. განყოფილების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 3. განყოფილება უფლებამოსილებათა განხორციელებისას წარმოადგენს რაიონის გამგეობას. 4. განყოფილების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს რაიონის გამგებელი. მუხლი 36. განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. განყოფილების ძირითად ამოცანებია: ა) ინფრასტრუქტურის სფეროში ადგილობრივ-საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობა; ბ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროგრამების მომზადება და მათი განხორციელები ორგანიზება. 2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, რაიონში ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოებზე ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე საპროექტო, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოებზე და მომსახურებაზე სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება; გ) რაიონის ტერიტორიაზე გარე კეთილმოწყობის ობიექტების მოვლა- პატრონობა, რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა–რეაბილიტაციის, რესტავრაციის, კეთილმოწყობისა და რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება; დ) ”მომწოდებელი” ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების შემოწმება; ე) წინასწარი ტექნიკური დათვალიერების შედეგების მიხედვით მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების დაგეგმვა, პროექტების და ხარჯთაღრიცხვების მომზადების უზრუნველყოფა; ვ) რაიონის ტერიტორიაზე ქუჩების, გზების, მწვანე ნარგაობათა, მცირე არქიტექტურული ფორმების: სასმელი წყლის ნიჟარებისა და შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობაზე კონტროლი და ზედამხედველობა; ზ) რაიონის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საქართველოს მოქალაქეთათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; თ) მოქალაქეებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მომართვების განხილვა ზეხმელი და ავარიული ხეების ამოძირკვისა და ფორმირების თაობაზე; ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამგეობის სხდომაზე განსახილველად დადგენილებების პროექტების მომზადება. მუხლი 37. განყოფილების უფლებები და მოვალეობები 1. განყოფილება უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციებისგან განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის შესაბამისად, სახელშეკრულებო საფუძველზე მოიწვიოს სამშენებლო, საპროექტო, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები სხვადასხვა სახის დოკუმენტების დასამუშავებლად და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად; გ) განახორციელოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. განყოფილება ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ბ) დადგენილი წესის მიხედვით, უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგეობისა და მერიის შესაბამის სამსახურებში; გ) განყოფილებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებები, განცხადებები და საჩივრები. დ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სხდომაზე ან სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად; ე) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება განყოფილების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის; მუხლი 38. განყოფილების მართვა განყოფილების საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 39. განყოფილების უფროსი 1. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) განსაზღვრავს განყოფილების თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს; გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას; ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას; ვ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას; ზ) პასუხს აგებს სამსახურის საქმიანობაზე; თ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე. თავი XI ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილება მუხლი 40. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილება 1. გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილება (შემდგომში – განყოფილება), არის სამეურნეო სფეროში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, შექმნილი გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის და ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” N1-1 გადაწყვეტილებით გამგეობისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების შემუშვებასა და განხორციელებას. 2. განყოფილების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 3. განყოფილება უფლებამოსილებათა განხორციელებისას წარმოადგენს რაიონის გამგეობას. 4. განყოფილების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს გამგებელი. მუხლი 41. განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) ქალაქ თბილისში სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება. 2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინსტიტუტის განვითარების მიზნით, ამხანაგობებისათვის კონსულტაციების გაწევა; გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადების განხილვა და შესაბამისი აქტის პროექტების მომზადება; დ) ამხანაგობებსა და გამგეობას შორის დასადები ხელშეკრულებების, სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება; ე) არსებული ინფორმაციის ანალიზი და სტატისტიკური დამუშავების უზრუნველყოფა; ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის პროცესში კონსულტაციების გაწევა; ზ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განაცხადების მიღება და მათი პირველადი შემოწმება; თ) ავანსის სახით, ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის, მომსახურე ორგანიზაციასა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულებებისა და სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი პირველადი შემოწმება. მიღება-ჩაბარების აქტების მიღება და მუხლი 42. განყოფილების უფლებები და მოვალეობები 1. განყოფილება უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციებისგან განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 2. განყოფილება ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ბ) დადგენილი წესის მიხედვით, უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგეობისა და მერიის შესაბამის სამსახურებში; გ) განყოფილებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებები, განცხადებები და საჩივრები; დ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სხდომაზე ან სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად; ე) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება განყოფილების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. 3. განყოფილება ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 43. განყოფილების მართვა განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 44. განყოფილების უფროსი 1. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) განსაზღვრავს განყოფილების თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს; გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას; ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას; ვ) წარუდგენს გამგებელს განყოფილებაში შემავალ თანამდებობაზე დასანიშნ და თანამდებობიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა კანდიდატურებს; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას; თ) პასუხს აგებს განყოფილების საქმიანობაზე; ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე. თავი XII სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ვარკეთილის უბნის სამსახური (განყოფილება) მუხლი 45. სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ვარკეთილის უბნის სამსახური (განყოფილება) 1. სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ვარკეთლის უბნის სამსახური (განყოფილება) (შემდგომში -სამსახური (განყოფილება)) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სამგორის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში – ვარკეთილის უბანში გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას. 2. სამსახურის (განყოფილების) კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 3. სამსახური (განყოფილება) უფლებამოსილებათა განხორციელებისას წარმოადგენს გამგეობას. მუხლი 46. სამსახურის (განყოფილების) ამოცანები და ფუნქციები სამსახურის (განყოფილების) ამოცანები და ფუქციებია: ა) ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფა; ბ) შესაბამის უბნის ტერიტორიაზე საკრებულოს, მერის, გამგეობის და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ კონტროლი და გამგებლისათვის ინფორმაციის წარდგენა; გ) შესაბამისი უბნის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ გამგებლისათვის წინადადებების წარდგენა; დ) სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მოსახლეობისათვის გაცნობის უზრუნველყოფა; ე) მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარების ორგანიზება; ვ) სხვადასხვა სახის რეკომენდაციების შემუშავება და გამგებლისათვის წარდგენა; ზ) გამგებლის დავალებით საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 47. სამსახურის (განყოფილების) უფლებები და მოვალეობები 1. სამსახური (განყოფილება) უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციებისგან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 2. სამსახური (განყოფილება) ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ბ) დადგენილი წესის მიხედვით, უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგეობისა და მერიის შესაბამის სამსახურებში; გ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სხდომაზე ან სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად; დ) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება სამსახურის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. 3. სამსახური (განყოფილება) ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 48. სამსახურის (განყოფილების) მართვა სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი - გამგებლის წარმომადგენელი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 49. გამგებლის წარმომადგენელი 1. გამგებლის წარმომადგენელი: ა) წარმართავს სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას; ბ) განსაზღვრავს სამსახურის (განყოფილების) თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს; გ) ზედამხედველობას უწევს სამსახურის (განყოფილების) თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას; ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის უბანში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას; ვ) წარუდგენს გამგებელს სამსახურში (განყოფილებაში) შემავალ თანამდებობაზე დასანიშნ და თანამდებობიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა კანდიდატურებს; ზ) უზრუნველყოფს სამსახურის (განყოფილების) წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას; თ) პასუხს აგებს სამსახურის (განყოფილების) საქმიანობაზე; ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 2. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე. მუხლი 50. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე 1. გამგებლის წარმომადგენელს ჰყავს მოადგილე. 2. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილეს გამგებლის წარმომადგენლის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს გამგებელი. 3. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე წარმომადგენლის დავალების შესაბამისად ხელმძღვანელობს სამსახურის (განყოფილების) კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებს და გამგებლის წარმომადგენელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს გამგებლის წარმომადგენლის გადაწყვეტილებათა შესრულებას. 4. გამგებლის წარმომადგენლის არ ყოფნის ან თუ გამგებლის წარმომადგენელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება, მისი დავალებით გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებს გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე. 5. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წარმომადგენლისა და გამგებლის წინაშე. თავი XIII სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – მესამე მასივის უბნის სამსახური (განყოფილება) მუხლი 51. სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – მესამე მასივის უბნის სამსახური (განყოფილება) 1. სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – მესამე მასივის უბნის სამსახური (განყოფილება) (შემდგომში -სამსახური (განყოფილება)) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სამგორის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში – მესამე მასივის უბანში გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას. 2. სამსახურის (განყოფილების) კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 3. სამსახური (განყოფილება) უფლებამოსილებათა განხორციელებისას წარმოადგენს გამგეობას. მუხლი 52. სამსახურის (განყოფილების) ამოცანები და ფუნქციები სამსახურის (განყოფილების) ამოცანები და ფუქციებია: ა) ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფა; ბ) შესაბამის უბნის ტერიტორიაზე საკრებულოს, მერის, გამგეობის და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ კონტროლი და გამგებლისათვის ინფორმაციის წარდგენა; გ) შესაბამისი უბნის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ გამგებლისათვის წინადადებების წარდგენა; დ) სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მოსახლეობისათვის გაცნობის უზრუნველყოფა; ე) მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარების ორგანიზება; ვ) სხვადასხვა სახის რეკომენდაციების შემუშავება და გამგებლისათვის წარდგენა; ზ) გამგებლის დავალებით საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 53. სამსახურის (განყოფილების) უფლებები და მოვალეობები 1. სამსახური (განყოფილება) უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციებისგან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 2. სამსახური (განყოფილება) ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ბ) დადგენილი წესის მიხედვით, უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგეობისა და მერიის შესაბამის სამსახურებში; გ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სხდომაზე ან სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად; დ) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება სამსახურის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. 3. სამსახური (განყოფილება) ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 54. სამსახურის (განყოფილების) მართვა სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი - გამგებლის წარმომადგენელი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 55. გამგებლის წარმომადგენელი 1. გამგებლის წარმომადგენელი: ა) წარმართავს სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას; ბ) განსაზღვრავს სამსახურის (განყოფილების) თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს; გ) ზედამხედველობას უწევს სამსახურის (განყოფილების) თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას; ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის უბანში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას; ვ) წარუდგენს გამგებელს სამსახურში (განყოფილებაში) შემავალ თანამდებობაზე დასანიშნ და თანამდებობიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა კანდიდატურებს; ზ) უზრუნველყოფს სამსახურის (განყოფილების) წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას; თ) პასუხს აგებს სამსახურის (განყოფილების) საქმიანობაზე; ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 2. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე. მუხლი 56. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე 1. გამგებლის წარმომადგენელს ჰყავს მოადგილე. 2. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილეს გამგებლის წარმომადგენლის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს გამგებელი. 3. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე წარმომადგენლის დავალების შესაბამისად ხელმძღვანელობს სამსახურის (განყოფილების) კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებს და გამგებლის წარმომადგენელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს გამგებლის წარმომადგენლის გადაწყვეტილებათა შესრულებას. 4. გამგებლის წარმომადგენლის არ ყოფნის ან თუ გამგებლის წარმომადგენელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება, მისი დავალებით გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებს გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე. 5. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წარმომადგენლისა და გამგებლის წინაშე. თავი XIV სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ორხევი-აეროპორტის უბნის სამსახური (განყოფილება) მუხლი 57. სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ორხევი-აეროპორტის უბნის სამსახური (განყოფილება) 1. სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ორხევი-აეროპორტის უბნის სამსახური (განყოფილება) (შემდგომში -სამსახური (განყოფილება)) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სამგორის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში – ორხევი-აეროპორტის უბანში გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას. 2. სამსახურის (განყოფილების) კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 3. სამსახური (განყოფილება) უფლებამოსილებათა განხორციელებისას წარმოადგენს გამგეობას. მუხლი 58. სამსახურის (განყოფილების) ამოცანები და ფუნქციები სამსახურის (განყოფილების) ამოცანები და ფუქციებია: ა) ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფა; ბ) შესაბამის უბნის ტერიტორიაზე საკრებულოს, მერის, გამგეობის და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ კონტროლი და გამგებლისათვის ინფორმაციის წარდგენა; გ) შესაბამისი უბნის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ გამგებლისათვის წინადადებების წარდგენა; დ) სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მოსახლეობისათვის გაცნობის უზრუნველყოფა; ე) მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარების ორგანიზება; ვ) სხვადასხვა სახის რეკომენდაციების შემუშავება და გამგებლისათვის წარდგენა; ზ) გამგებლის დავალებით საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 59. სამსახურის (განყოფილების) უფლებები და მოვალეობები 1. სამსახური (განყოფილება) უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციებისგან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 2. სამსახური (განყოფილება) ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ბ) დადგენილი წესის მიხედვით, უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგეობისა და მერიის შესაბამის სამსახურებში; გ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სხდომაზე ან სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად; დ) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება სამსახურის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. 3. სამსახური (განყოფილება) ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 60. სამსახურის (განყოფილების) მართვა სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი - გამგებლის წარმომადგენელი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 61. გამგებლის წარმომადგენელი 1. გამგებლის წარმომადგენელი: ა) წარმართავს სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას; ბ) განსაზღვრავს სამსახურის (განყოფილების) თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს; გ) ზედამხედველობას უწევს სამსახურის (განყოფილების) თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას; ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის უბანში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას; ვ) წარუდგენს გამგებელს სამსახურში (განყოფილებაში) შემავალ თანამდებობაზე დასანიშნ და თანამდებობიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა კანდიდატურებს; ზ) უზრუნველყოფს სამსახურის (განყოფილების) წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას; თ) პასუხს აგებს სამსახურის (განყოფილების) საქმიანობაზე; ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 2. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე. მუხლი 62. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე 1. გამგებლის წარმომადგენელს ჰყავს მოადგილე. 2. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილეს გამგებლის წარმომადგენლის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს გამგებელი. 3. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე წარმომადგენლის დავალების შესაბამისად ხელმძღვანელობს სამსახურის (განყოფილების) კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებს და გამგებლის წარმომადგენელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს გამგებლის წარმომადგენლის გადაწყვეტილებათა შესრულებას. 4. გამგებლის წარმომადგენლის არ ყოფნის ან თუ გამგებლის წარმომადგენელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება, მისი დავალებით გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებს გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე. 5. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წარმომადგენლისა და გამგებლის წინაშე. თავი XV სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ლილოს უბნის სამსახური (განყოფილება) მუხლი 63. სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ლილოს უბნის სამსახური (განყოფილება) 1. სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ლილოს უბნის სამსახური (განყოფილება) (შემდგომში -სამსახური (განყოფილება)) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სამგორის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში – ლილოს უბანში გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას. 2. სამსახურის (განყოფილების) კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 3. სამსახური (განყოფილება) უფლებამოსილებათა განხორციელებისას წარმოადგენს გამგეობას. მუხლი 64. სამსახურის (განყოფილების) ამოცანები და ფუნქციები სამსახურის (განყოფილების) ამოცანები და ფუქციებია: ა) ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფა; ბ) შესაბამის უბნის ტერიტორიაზე საკრებულოს, მერის, გამგეობის და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ კონტროლი და გამგებლისათვის ინფორმაციის წარდგენა; გ) შესაბამისი უბნის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ გამგებლისათვის წინადადებების წარდგენა; დ) სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მოსახლეობისათვის გაცნობის უზრუნველყოფა; ე) მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარების ორგანიზება; ვ) სხვადასხვა სახის რეკომენდაციების შემუშავება და გამგებლისათვის წარდგენა; ზ) გამგებლის დავალებით საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 65. სამსახურის (განყოფილების) უფლებები და მოვალეობები 1. სამსახური (განყოფილება) უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციებისგან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 2. სამსახური (განყოფილება) ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ბ) დადგენილი წესის მიხედვით, უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგეობისა და მერიის შესაბამის სამსახურებში; გ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სხდომაზე ან სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად; დ) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება სამსახურის (განყოფილების) შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. 3. სამსახური (განყოფილება) ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 66. სამსახურის (განყოფილების) მართვა სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი - გამგებლის წარმომადგენელი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 67. გამგებლის წარმომადგენელი 1. გამგებლის წარმომადგენელი: ა) წარმართავს სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას; ბ) განსაზღვრავს სამსახურის (განყოფილების) თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს; გ) ზედამხედველობას უწევს სამსახურის (განყოფილების) თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას; ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის უბანში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას; ვ) წარუდგენს გამგებელს სამსახურში (განყოფილებაში) შემავალ თანამდებობაზე დასანიშნ და თანამდებობიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა კანდიდატურებს; ზ) უზრუნველყოფს სამსახურის (განყოფილების) წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას; თ) პასუხს აგებს სამსახურის (განყოფილების) საქმიანობაზე; ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 2. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე. მუხლი 68. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე 1. გამგებლის წარმომადგენელს ჰყავს მოადგილე. 2. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილეს გამგებლის წარმომადგენლის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს გამგებელი. 3. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე წარმომადგენლის დავალების შესაბამისად ხელმძღვანელობს სამსახურის (განყოფილების) კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებს და გამგებლის წარმომადგენელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს გამგებლის წარმომადგენლის გადაწყვეტილებათა შესრულებას. 4. გამგებლის წარმომადგენლის არ ყოფნის ან თუ გამგებლის წარმომადგენელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება, მისი დავალებით გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებს გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე. 5. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წარმომადგენლისა და გამგებლის წინაშე. თავი XVI სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ქვემო სამგორის უბნის სამსახური (განყოფილება) მუხლი 69. სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ქვემო სამგორის უბნის სამსახური (განყოფილება) 1. სამგორის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ქვემო სამგორის უბნის სამსახური (განყოფილება) (შემდგომში - სამსახური (განყოფილება)) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სამგორის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში – ქვემო სამგორის უბანში გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას. 2. სამსახურის (განყოფილების) კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 3. სამსახური (განყოფილება) უფლებამოსილებათა განხორციელებისას წარმოადგენს გამგეობას. მუხლი 70. სამსახურის (განყოფილების) ამოცანები და ფუნქციები სამსახურის (განყოფილების) ამოცანები და ფუქციებია: ა) ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფა; ბ) შესაბამის უბნის ტერიტორიაზე საკრებულოს, მერის, გამგეობის და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ კონტროლი და გამგებლისათვის ინფორმაციის წარდგენა; გ) შესაბამისი უბნის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ გამგებლისათვის წინადადებების წარდგენა; დ) სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მოსახლეობისათვის გაცნობის უზრუნველყოფა; ე) მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარების ორგანიზება; ვ) სხვადასხვა სახის რეკომენდაციების შემუშავება და გამგებლისათვის წარდგენა; ზ) გამგებლის დავალებით საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 71. სამსახურის (განყოფილების) უფლებები და მოვალეობები 1. სამსახური (განყოფილება) უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციებისგან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 2. სამსახური (განყოფილება) ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ბ) დადგენილი წესის მიხედვით, უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგეობისა და მერიის შესაბამის სამსახურებში; გ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სხდომაზე ან სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად; დ) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება სამსახურის (განყოფილების) შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. 3. სამსახური (განყოფილება) ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 72. სამსახურის (განყოფილების) მართვა სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი - გამგებლის წარმომადგენელი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 73. გამგებლის წარმომადგენელი 1. გამგებლის წარმომადგენელი: ა) წარმართავს სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას; ბ) განსაზღვრავს სამსახურის (განყოფილების) თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს; გ) ზედამხედველობას უწევს სამსახურის (განყოფილების) თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას; ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის უბანში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას; ვ) წარუდგენს გამგებელს სამსახურში (განყოფილებაში) შემავალ თანამდებობაზე დასანიშნ და თანამდებობიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა კანდიდატურებს; ზ) უზრუნველყოფს სამსახურის (განყოფილების) წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას; თ) პასუხს აგებს სამსახურის (განყოფილების) საქმიანობაზე; ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 2. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 74. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე 1. გამგებლის წარმომადგენელს ჰყავს მოადგილე. 2. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილეს გამგებლის წარმომადგენლის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს გამგებელი. 3. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე წარმომადგენლის დავალების შესაბამისად ხელმძღვანელობს სამსახურის (განყოფილების) კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებს და გამგებლის წარმომადგენელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს გამგებლის წარმომადგენლის გადაწყვეტილებათა შესრულებას. 4. გამგებლის წარმომადგენლის არ ყოფნის ან თუ გამგებლის წარმომადგენელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება, მისი დავალებით გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებს გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე. 5. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წარმომადგენლისა და გამგებლის წინაშე. თავი XVII გამგეობის და გამგებლის სამართლებრივი აქტები მუხლი 75. გამგეობის და გამგებლის სამართლებრივი აქტები 1. გამგეობის თანამდებობის პირები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს. 2. გამგეობის თანამდებობის პირების ნორმატიული აქტების: გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით, მერიის დებულებითა და მის საფუძველზე მიღებული მთავრობისა და გამგეობის რეგლამენტით. 3. გამგეობის თანამდებობის პირების ინდივიდუალური აქტების: გამგებლის განკარგულებისა და გამგეობის დადგენილების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება მერიის დებულებით და მის საფუძველზე მიღებული მთავრობისა და გამგეობის რეგლამენტით 4. გამგებლის ნორმატიული აქტი ძალაში შედის დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების შემდეგ. თავი XVIII დასკვნითი დებულებანი მუხლი 76. დასკვნითი დებულებანი 1. გამგეობის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადაგენილი წესით. 2. დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები