დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19-62 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.016072 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/12/2014 - 22/05/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს:
ა) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის ტიპური დებულება“, დანართი 1-ის შესაბამისად; ბ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატის ტიპური დებულება“, დანართი 2-ის შესაბამისად; გ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო–ეკონომიკური განყოფილების ტიპური დებულება“, დანართი 3-ის შესაბამისად; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სოციალურ საკითხთა განყოფილების ტიპური დებულება, დანართი 4-ის შესაბამისად; „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ტიპური დებულება“, დანართი 5-ის შესაბამისად; ე) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების განყოფილების ტიპური დებულება“, დანართი 6-ის შესაბამისად; ვ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სამხედრო განყოფილების ტიპური დებულება“, დანართი 7-ის შესაბამისად; ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - რაიონის გამგეობის ტერიტორიული მართვის განყოფილების ტიპური დებულება“, დანართი 8-ის შესაბამისად. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №4 ბრძანება; ბ) „ქ. თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №5 ბრძანება; გ) „ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №6 ბრძანება; დ) „ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №7 ბრძანება; ე) „ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №8 ბრძანება; ვ) „ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №9 ბრძანება; ზ) „ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №10 ბრძანება; თ) „ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №11 ბრძანება; ი) „ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №12 ბრძანება; კ) „ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №13 ბრძანება. |
3.
დადგენილება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი 1
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის
ტიპური დებულება |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ - თბილისი) რაიონის გამგეობის ტიპური დებულება (შემდგომში - დებულება) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომში – გამგეობა) არის თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას და ადმინისტრაციული ერთეულის - რაიონის მართვას.
2. გამგეობა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის, თბილისის მთავრობის სამართლებრივი აქტების და ამ დებულების საფუძველზე. 3. გამგეობას აქვს ბლანკი, შტამპი და ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით. |
მუხლი 2.
გამგეობის უფლებამოსილებები |
გამგეობის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) თბილისის განვითარების სტრატეგიის, პროგრამებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, რაიონის განვითარების სტრატეგიის, პროგრამებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტების შემუშავება; ბ) რაიონის ტერიტორიაზე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; გ) თბილისის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურული ერთეულისათვის მოთხოვნის წარდგენა საბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებებისა და გადანაწილების შესახებ; ე) თბილისის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ხარჯების გადახდის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურული ერთეულისათვის წარდგენა; ვ) ადგილობრივი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადების კოორდინაცია და განხორციელების ორგანიზება; ზ) საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი წინადადებების მომზადება; თ) დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შეკეთება, რეკონსტრუქცია და მშენებლობა; ი) დაქვემდებარებული ტერიტორიის გამწვანება; მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენასთან დაკავშირებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებაზე (შეტყობინებაზე) რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; კ) მის გამგებლობაში გადაცემული ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობა და სარგებლობა; მის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების ობიექტების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია; ლ) რაიონის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა; მ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელება; ნ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სოციალური მომსახურების ორგანიზება; ო) მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი; პ) საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად ჰუმანიტარული დახმარების პროგრამათა შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება; ჟ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების თაობაზე შესაბამისი მონაცემებისა და ინფორმაციის შეკრება და ანალიზი; რ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე უძრავი ძეგლების ადაპტაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების განსახორციელებლად კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ს) მონაწილეობის მიღება იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების და დამცავი ზონის სისტემაში არქიტექტურულ-მშენებლობის პროცესებს; ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რაიონში მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის უზრუნველყოფა; უ) საქართველოს კანონმდებლობით, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. |
მუხლი 3.
გამგეობის თანამდებობის პირები და სტრუქტურა |
1. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი; ბ) გამგებლის მოადგილე; გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. გამგებელს საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს ქ. თბილისის მერი. რაიონის გამგებლის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი. 3. გამგებლის მოადგილესა და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთულებია: ა) აპარატი; ბ) დარგობრივი განყოფილებები; გ) ტერიტორიული მართვის განყოფილებები. 5. გამგეობის ტიპურ სტრუქტურას, დებულებას და საშტატო ნუსხას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო. |
მუხლი 4.
გამგებლის კომპეტენცია |
1. გამგებელი:
ა) წარმართავს გამგეობის საქმიანობას; ბ) თანამდებობრივად არის თბილისის მთავრობის წევრი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებსა და რაიონის გამგეობის სხვა მოსამსახურეებს; დ) ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე ანაწილებს ფუნქციებს გამგებლის მოადგილეებს შორის, გასცემს შესაბამის დავალებებს; ამტკიცებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ე) განსაზღვრავს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების/გამგეობის მოხელეების სამუშაო გეგმის ფორმას; ამტკიცებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების/გამგეობის მოხელეთა სამუშაო გეგმებს და საერთო ზედამხედველობას უწევს მათ შესრულებას; განსაზღვრავს ანგარიშების წარდგენის წესს და პერიოდულობას; ვ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს; ზ) იწვევს და თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს; ქმნის გამგებლის, ასევე გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სათათბირო ორგანოებს; თ) ხელს აწერს რაიონის გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის ნორმატიული აქტების შესაბამისად; ი) ხელს აწერს გამგეობის ფინანსურ დოკუმენტებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; კ) უზრუნველყოფს თბილისის მერის და თბილისის მთავრობის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, აგრეთვე თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას; ლ) თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს და ინფორმაციას ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების შესახებ; მ) მონაწილეობს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტებისა და ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; ნ) პასუხისმგებელია რაიონისთვის თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებაზე; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, თბილისის მერიისა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. გამგებელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. გამგებელს აქვს გადადგომის უფლება. გამგებელი უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია მერის წინაშე. |
მუხლი 5.
გამგებლის მოადგილეები |
1. გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არა უმეტეს 3 მოადგილისა.
2. გამგებლის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს, ამზადებენ და გამგებელს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, ორგანიზაციას უწევენ და აკონტროლებენ გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულებას. 4. გამგებლის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს გამგებლის მიერ განსაზღვრული შესაბამისი მოადგილე. 5. გამგებლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. |
მუხლი 6.
სტრუქტურული ერთულის ხელმძღვანელი |
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას წარმართავს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სტრუქტურული ერთეულის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; პასუხს აგებს სტრუქტურული ერთეულზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მიერ განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ერთეულის მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას; თ) უზუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა მიერ შინაგანაწესის დაცვას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ; ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია გამგებლის და კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 7.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები |
1. გამგეობის საქმიანობის უზრუნველყოფის სტრუქტურული ერთეულია გამგეობის აპარატი, რომელიც ახორციელებს გამგეობის საინფორმაციო, ტექნიკურ, საკადრო, იურიდიულ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
2. გამგეობის დარგობრივი მართვის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგების (სფეროების) მართვას. გამგეობის დარგობრივი მართვის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება; ბ) სოციალურ საკითხთა განყოფილება; გ) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების განყოფილება; ე) სამხედრო განყოფილება. 3. გამგეობის ტერიტორიული მართვის განყოფილებები იქმნება თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხის შესაბამისად, გამგეობის დაქვემდებარებულ ტერიტორიულ ერთეულებში (უბნებში) გამგეობის მოსახლეობასთან კავშირის უზრუნველყოფის, შესაბამის უბნის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების შესწავლისა და გადაწყვეტის, ამ ტერიტორიაზე თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის, თბილისის მთავრობისა და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ტიპური დებულებით, რომელისაც თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო. |
მუხლი 8.
საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოები |
1. გამგეობის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, პერიოდულად, თვეში ერთხელ მაინც, ტარდება გამგეობის სხდომა.
2. გამგეობის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს გამგებელი. გამგეობის სხდომაში მონაწილეობას იღებენ გამგეობის თანამდებობის პირები. გამგეობის სხდომაზე მოწვეულ პირთა წრეს, გამგეობის სხდომის დღის წესრიგს და ხანგძლივობას განსაზღვრავს გამგებელი. გამგეობის სხდომის ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი. 3. გამგეობის სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც მოცემული უნდა იყოს სხდომაზე განხილული საკითხები და თანამდებობის პირებზე გაცემული დავალებები. სხდომის ოქმის შედგენას და სხდომის მონაწილეთათვის მათ დაგზავნას უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი. 4. გამგეობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთა შესწავლის/მომზადების, დასკვნებისა ან/და რეკომენდაციების მომზადების მიზნით, გამგებლის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოები, რომელთა შემადგენლობასა და მუშაობის ორგანიზაციის წესს ადგენს გამგებელი. |
მუხლი 9.
გამგეობის საჯარო მოსამსახურეები |
1. გამგეობის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს.
2. გამგეობის თანამშრომლებს „საჯარო სამასახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
მუხლი 10.
დასკვნითი დებულებები |
გამგეობის ტიპური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დანართი 2
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატის
ტიპური დებულება |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ - თბილისი) რაიონის გამგეობის აპარატის (შემდგომში - აპარატი) ტიპური დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის აპარატის უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. აპარატი არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს გამგეობის საინფორმაციო, ტექნიკურ, საკადრო, იურიდიულ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
2. აპარატი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების, რაიონის გამგეობის ტიპური დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 3. აპარატი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე, ხოლო გამგებლის მიერ განსაზღვრულ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, აგრეთვე, კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე. 4. აპარატს გააჩნია შესაბამისი ბეჭედი. |
მუხლი 2.
აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები |
1. აპარატის ძირითადი ამოცანებაა გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ტექნიკური, საკადრო, იურიდიული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
2. აპარატის ძირითადი ფუნქციებია: ა) გამგეობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) ერთიანი საქმისწარმოების განხორციელება; გ) გამგეობაში დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველოფა; დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისათვის (განყოფილებებისათვის) და თანამდებობის პირებისათვის დავალებათა, მითითებათა დროული მიწოდების უზრუნველყოფა და მათი შესრულების კოორდინაცია; ე) გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა; ვ) გამგეობის საქმიანობის იურიდიული უზრუნველყოფა; ზ) გამგეობის ადამიანური რესურსების მართვა და საკადრო უზრუნველყოფა; თ) გამგეობის მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ი) გამგეობის სხდომის მომზადებისა და გამართვის ორგანიზება; კ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამგეობის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა და ორგანიზება; ლ) აპარატს მიკუთნებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოთა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებებისა და განცხადებების განხილვა; მ) გამგეობის დებულებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 3.
აპარატის მართვა |
1. აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.
2. აპარატის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს აპარატის საქმიანობას; ბ) ანაწილებს დავალებებს აპარატის თანამშრომელთა შორის; გ) ზედამხედველობას უწევს აპარატის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ორგანიზაციას უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების და განცხადებების განხილვას; აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულებას; ვ) უზრუნველყოფს აპარატის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას. ზ) პასუხისმგებელია აპარატის საქმიანობაზე; თ) ახორციელებს კანონმდებლობით, რაიონის გამგეობის ტიპური დებულებით, ამ დებულებითა და გამგებლის დავალებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე, ხოლო გამგებლის მიერ განსაზღვრულ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, აგრეთვე, კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 4.
აპარატის საჯარო მოსამსახურეები |
1. აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს.
2. აპარატის თანამშრომლებს „საჯარო სამასახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
მუხლი 5.
დასკვნითი დებულებები |
აპარატის ტიპური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დანართი 3
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო–ეკონომიკური განყოფილების ტიპური დებულება
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ - თბილისი) რაიონის გამგეობის საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების ტიპური დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის (შემდგომ - გამგეობა) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება (შემდგომ - განყოფილება) არის საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შეიმუშავებს რაიონის საფინანსო-ეკონომიკურ პოლიტიკას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას.
2. განყოფილება მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების, რაიონის გამგეობის ტიპური დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 3. განყოფილება ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე, ხოლო გამგებლის მიერ განსაზღვრულ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, აგრეთვე, კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 2.
განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები |
1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) თბილისის განვითარების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით პრიორიტეტების და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ქვეპროგრამების მომზადებაში მონაწილეობა; ბ) თბილისის ბიუჯეტით რაიონისათვის გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების შესახებ ინფორმაციის მომზადება; გ) თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად თბილისის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის საბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებებისა და გადანაწილების შესახებ მოთხოვნის მომზადება. 2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) გამგეობის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით, გამგეობის სარგებლობაში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების ობიექტების, მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა რაიონის საბიუჯეტო განაცხადის პროექტის შემუშავებაში; დადგენილი წესის მიხედვით დროულად მოამზადოს ინფორმაციები, მოხსენებითი ბარათები, ანგარიშები; გ) რაიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და ანალიზი; დ) ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენა. კოორდინაციის გაწევა და დოკუმენტაციის მომზადება - შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ; ე) საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების (შესწავლის) მიზნით, გამგებელს მიმართოს წინადადებით სპეციალისტები მოწვევის და/ან სამუშაოს შესრულების დაკვეთის შესახებ. ვ) ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; ზ) მისი კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება; თ) რაიონისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების მიმდინარეობის ანალიზი; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და სხვა დოკუმენტაციის მომზადება; კ) განყოფილებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებები და განცხადებები; ლ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამგებელისათვის წინადადებების მომზადება; მ) რაიონის გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და გამგებლის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციების შესრულება. |
მუხლი 3.
განყოფილების მართვა |
1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ანაწილებს დავალებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის; გ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; დ) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას; ე) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას; ვ) პასუხისმგებელია განყოფილების საქმიანობაზე; ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და გამგებლის დავალებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე, ხოლო გამგებლის მიერ განსაზღვრულ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, აგრეთვე, კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 4.
განყოფილების საჯარო მოსამსახურეები |
1. განყოფილების თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს.
2. განყოფილების თანამშრომლებს „საჯარო სამასახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
მუხლი 5.
დასკვნითი დებულებები |
განყოფილების ტიპური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დანართი 4
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სოციალურ საკითხთა განყოფილების ტიპური დებულება
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ - თბილისი) რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების ტიპური დებულება საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-84 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის (შემდგომ - გამგეობა) სოციალურ საკითხთა განყოფილების უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. სოციალურ საკითხთა განყოფილება (შემდგომ - განყოფილება) არის სოციალურ საკითხებში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც შეიმუშავებს სოციალურ პროგრამათა პროექტებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას.
2. განყოფილება მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების, რაიონის გამგეობის ტიპური დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 3. განყოფილება ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე, ხოლო გამგებლის მიერ განსაზღვრულ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, აგრეთვე, კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 2.
განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები |
1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ფენების უფლებების დაცვა. 2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) შეიმუშაოს მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამათა პროექტები და მოამზადოს წინადადებები მათი განხორციელების გზების შესახებ; ბ) მისი პროფილის ადმინისტრაციული ორგანოებიდან მონაცემების სისტემატური მიღება; სოციალური პროგრამების განხორციელების მიზნით რაიონის საინფორმაციო ბაზის შექმნა; გ) სოციალურ საკითხებზე წინადადებების მომზადება და რაიონის გამგებლისათვის წარდგენა; დ) მოქალაქეთა მიღება სოციალურ საკითხებზე; ე) სოციალური დაცვის საკითხებზე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და ამ საკითხებით დაინტერესებულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ვ) კონტაქტების დამყარება რაიონში მოქმედ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს მონაწილეობა ჰუმანიტარული და საქველმოქმედო დახმარების მიზნობრივად გამოყენების საქმეში; ზ) განყოფილებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებები, განცხადებები; თ) განახორციელოს ამ დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. |
მუხლი 3.
განყოფილების მართვა |
1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის; გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას; ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულებას; ვ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას; ზ) პასუხისმგებელია განყოფილების საქმიანობაზე; თ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე, ხოლო გამგებლის მიერ განსაზღვრულ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, აგრეთვე, კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 4.
განყოფილების საჯარო მოსამსახურეები |
1. განყოფილების თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს.
2. განყოფილების თანამშრომლებს „საჯარო სამასახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
მუხლი 5.
დასკვნითი დებულებები |
განყოფილების ტიპური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დანართი 5
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ტიპური დებულება
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ - თბილისი) რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ტიპური დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის (შემდგომ - გამგეობა) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება (შემდგომ - განყოფილება) არის ინფრასტრუქტურის სფეროში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, შექმნილი გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საკითხების გადაწყვეტას.
2. განყოფილება მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების, რაიონის გამგეობის ტიპური დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 3. განყოფილება ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე, ხოლო გამგებლის მიერ განსაზღვრულ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, აგრეთვე, კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 2.
განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები |
1. განყოფილების ძირითად ამოცანებია:
ა) ინფრასტრუქტურის სფეროში ადგილობრივ-საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობა; ბ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განხორციელება; 2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე საპროექტო, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოებზე და მომსახურებაზე სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება; ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის შესაბამისად, გამგებლისათვის წინადადებების წარდგენა სახელშეკრულებო საფუძველზე საპროექტო, სამეცნიერო-კვლევითი და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების/საქონლის/მომსახურების შესყიდვის შესახებ; გ) რაიონის ტერიტორიაზე გარე კეთილმოწყობის ობიექტების მოვლა-პატრონობა, რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა–რეაბილიტაციის, რესტავრაციის, კეთილმოწყობისა და რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზება; დ) ”მომწოდებელი” ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების შემოწმება; ე) წინასწარი ტექნიკური დათვალიერების შედეგების მიხედვით მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების დაგეგმვა, პროექტების და ხარჯთაღრიცხვების მომზადების უზრუნველყოფა; ვ) რაიონის ტერიტორიაზე ქუჩების, გზების, მწვანე ნარგაობათა, მცირე არქიტექტურული ფორმების: სასმელი წყლის ნიჟარებისა და შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობაზე მონიტორინგი; ზ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების თაობაზე შესაბამისი მონაცემებისა და ინფორმაციის შეკრება და ანალიზი; თ) რაიონის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საქართველოს მოქალაქეთათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ი) განყოფილებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა; კ) ამ დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 3.
განყოფილების მართვა |
1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის; გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულებას; ვ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას; ზ) პასუხისმგებელია განყოფილების საქმიანობაზე; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, რაიონის გამგეობის ტიპური დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე, ხოლო გამგებლის მიერ განსაზღვრულ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, აგრეთვე, კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 4.
განყოფილების საჯარო მოსამსახურეები |
1. განყოფილების თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს.
2. განყოფილების თანამშრომლებს „საჯარო სამასახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
მუხლი 5.
დასკვნითი დებულებები |
განყოფილების ტიპური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დანართი 6
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების განყოფილების ტიპური დებულება
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ - თბილისი) რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების განყოფილების ტიპური დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის (შემდგომ - გამგეობა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების განყოფილების უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების განყოფილება (შემდგომ - განყოფილება) არის გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების შემუშვებასა და განხორციელებას.
2. განყოფილება მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების, რაიონის გამგეობის ტიპური დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 3. განყოფილება ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე, ხოლო გამგებლის მიერ განსაზღვრულ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, აგრეთვე, კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 2.
განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები |
1. განყოფილების ძირითადი ამოცანაა რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება და მათი საქმიანობის ხელშეწყობა.
2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა და აღრიცხვის პროცესში კონსულტაციების გაწევა; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინსტიტუტის განვითარების მიზნით ამხანაგობებისათვის კონსულტაციების გაწევა; გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადების განხილვა და შესაბამისი აქტის პროექტების მომზადება; დ) არსებული ინფორმაციის ანალიზი და სტატისტიკური დამუშავების უზრუნველყოფა; ე) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განაცხადების მიღება და მათი პირველადი შემოწმება; ვ) ავანსის სახით, ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის, მომსახურე ორგანიზაციასა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულებებისა და სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის მიღება და შესაბამისობის შემოწმება. ზ) გამგებლისათვის ინფორმაციისა და წინადადებების მომზადება და წარდგენა; თ) განყოფილებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა; ი) ამ დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 3.
განყოფილების მართვა |
1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის; გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას; ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულებას; ვ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას; ზ) პასუხისმგებელია განყოფილების საქმიანობაზე; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, რაიონის გამგეობის ტიპური დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე, ხოლო გამგებლის მიერ განსაზღვრულ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, აგრეთვე, კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 4.
განყოფილების საჯარო მოსამსახურეები |
1. განყოფილების თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს.
2. განყოფილების თანამშრომლებს „საჯარო სამასახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
მუხლი 5.
დასკვნითი დებულებები |
განყოფილების ტიპური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დანართი 7
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სამხედრო განყოფილების ტიპური დებულება
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ - თბილისი) რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების ტიპური დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის (შემდგომ - გამგეობა) სამხედრო განყოფილების უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. სამხედრო განყოფილება (შემდგომ - განყოფილება) არის გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს რაიონში მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციის და სამხედრო ძალების რეზერვთან კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
2. განყოფილება მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების, რაიონის გამგეობის ტიპური დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 3. განყოფილება ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე. 4. განყოფილებას გააჩნია შესაბამისი ბლანკი და ბეჭედი. |
მუხლი 2.
განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები |
1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა და მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; ბ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გააკონტროლოს რაიონის ტერიტორიაზე მოქალაქეთა, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვასა და მათი სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დადგენილ მოთხოვნათა შესრულება; გ) განახორციელოს სამობილიზაციო რესურსის, მათ შორის წვევამდელთა და რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეთა დადგენილი წესით აღრიცხვის ორგანიზება; დ) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვა, სამხედრო სამსახურში გაწვევა და სამობილიზაციო რესურსის აღრიცხვა განყოფილებაში დანერგილი ელექტრონული პროგრამის საშუალებით. 2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) განახორციელოს მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება; ბ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; გ) რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვა, შერჩევა, მოზიდვა და მათი შემკრებ პუნქტებში მიყვანა; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება; ე) სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შეკრება-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა; ვ) დაწესებულებებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ზ) კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში სამობილიზაციო მომზადებისა და საქმიანობის ორგანიზაცია და უზრუნველყოფა; თ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს; ი) კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა; კ) აღრიცხვაზე აყვანის, სარეზერვო, სამობილიზაციო და სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა და სათანადო გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; ლ) მოამზადოს და გამგებელს წარუდგინოს ინფორმაცია, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემის მიზნით, იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესებს; მ) “არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება. ნ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ გამგებლისათვის წინადადებების წარდგენა; ო) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ დადგენილ ვადებში გამგებლისათვის ინფორმაციისა და ანგარიშის მომზადება და წარდგენა; პ) განყოფილების მიერ წარმოებული და მიღებული დოკუმენტაციის სათანადო წესით აღრიცხვისა და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცვის უზრუნველყოფა; ჟ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „მობილიზაციის შესახებ“, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. რ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. |
მუხლი 3.
განყოფილების მართვა |
1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის; გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ორგანიზაციას უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებებისა და განცხადებების განხილვას; საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ე) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას; ვ) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ; ზ) გამგებელს წარუდგენს მობილიზაციის, აღრიცხვიანობისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტებს; თ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს – სამობილიზაციო რესურსის აღრიცხვას; მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას; დადგენილი ფორმებისა და ანგარიშების წარდგენას შესაბამის ორგანოებში; სამხედრო განყოფილების სამობილიზაციო მზადყოფნას და სამობილიზაციო რესურსთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტას; ი) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადგენს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმს; კ) პასუხისმგებელია განყოფილების საქმიანობაზე; ლ) ახორციელებს კანონმდებლობითა, ამ დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს; 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. |
მუხლი 4.
განყოფილების საჯარო მოსამსახურეები |
1. განყოფილების თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს.
2. განყოფილების თანამშრომლებს „საჯარო სამასახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
მუხლი 5.
დასკვნითი დებულებები |
განყოფილების ტიპური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დანართი 8
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - რაიონის გამგეობის ტერიტორიული მართვის განყოფილების
ტიპური დებულება |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ - თბილისი) რაიონის გამგეობის ტერიტორიული მართვის განყოფილების ტიპური დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს თბილისის რაიონის გამგეობის (შემდგომ - გამგეობა) ტერიტორიული მართვის განყოფილების უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. რაიონის ტერიტორიული მართვის განყოფილება (შემდგომ - განყოფილება) არის გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ურთიერთობას რაიონის გამგეობასთან.
2. განყოფილება მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების, რაიონის გამგეობის ტიპური დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 3. განყოფილება ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე, ხოლო გამგებლის მიერ განსაზღვრულ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, აგრეთვე, კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 2.
განყოფილების ამოცანები და ფუნქციები |
განყოფილების ამოცანები და ფუქციებია:
ა) თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფა; ბ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის, თბილისის მთავრობის და რაიონის გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ კონტროლი და გამგებლისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა; გ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ გამგებლისათვის წინადადებების წარდგენა; დ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვება; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მოსახლეობისათვის გაცნობის უზრუნველყოფა; ე) მოსახლეობის გამოკითხვის და საჯარო შეხვედრების ჩატარების ორგანიზება; ვ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და გამგებლისათვის წარდგენა; ზ) ამ დებულებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 3.
განყოფილების მართვა |
1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი - გამგებლის წარმომადგენელი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგებლის წარმომადგენელი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის; გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულებას; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას; თ) პასუხისმგებელია განყოფილების საქმიანობაზე; ი) ახორციელებს ამ დებულებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 3. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე, ხოლო გამგებლის მიერ განსაზღვრულ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, აგრეთვე, კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 4.
გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე |
1. გამგებლის წარმომადგენელს ჰყავს მოადგილე.
2. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს გამგებელი. 3. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე წარმომადგენლის დავალების შესაბამისად ხელმძღვანელობს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებს და გამგებლის წარმომადგენელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს გამგებლის წარმომადგენლის გადაწყვეტილებათა შესრულებას. 4. გამგებლის წარმომადგენლის არყოფნის ან თუ გამგებლის წარმომადგენელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება, გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებს გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე. 5. გამგებლის წარმომადგენლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წარმომადგენლისა და გამგებლის წინაშე. |
მუხლი 5.
განყოფილების საჯარო მოსამსახურეები |
1. განყოფილების თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს.
2. განყოფილების თანამშრომლებს „საჯარო სამასახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
მუხლი 6.
დასკვნითი დებულებები |
განყოფილების ტიპური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები