ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016135
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05
28/02/2013
ვებგვერდი, 05/03/2013
200140030.35.117.016135
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (05/03/2013 - 29/10/2013)

 

                                                                                            

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №05

2013 წლის 28 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დადგინდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2
  დამტკიცდეს  ქ. ამბროლაურის  ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
მუხლი 3
 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 08 მაისის  №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 16.05.2012წ, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016115) „ამბროლაურის  მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ”.
მუხლი 4
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ფარჯანაძე



დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. ქ. ამბროლაურში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ამბროლაურის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 CN=IMG X ITL X C X K, სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქ. ამბროლაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ქ. ამბროლაურის ცენტრალური ზონისთვის 1,1-ს; ქ.ამბროლაურის შუალედური ზონისთვის –1-ს; ქ. ამბროლაურის პერიფერიული ზონისთვის –0,9-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის ქ. ამბროლაურის ცენტრალური ზონისათვის 189–ს, ქ. ამბროლაურის შუალედური ზონისათვის–130–ს და ქ. ამბროლაურის პერიფერიული ზონისათვის–101–ს;
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ამბროლაურის ცენტრალურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,32

1,1

0,24

189

15,97

 

3. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,32

1

0,24

130

9,98

 

4. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ამბროლაურის პერიფერიულ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,32

0,9

0,24

101

6,98

 

5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 30%–ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,99 ლარს.
6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 25%–ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,49 ლარს.
7. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ამბროლაურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი განისაზღვროს 4,99 ლარით.

დანართი №2

 

 

ქ.  ამბროლაურის  ზონების აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

ცენტრალური ზონა

 

1

ვაჟა-ფშაველას ქუჩა-№1დან №37-ის ჩათვლით, მ. კოსტავას ქუჩა,  ვ. მახალდიანის ქუჩა, ვანო კობახიძის ქუჩა, შ. რუსთაველის ქუჩა - მ.  კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე,  ხვანჭკარის ქუჩა მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ა. შიშინაშვილის ქუჩა- კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩა- №9-დან №12 -ს ჩათვლით, კ. გამსახურდიას ქუჩა-დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან კ. გამსახურდიას ქუჩა №9-ის ჩათვლით, თამარ მეფის ქუჩა- მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან თამარ მეფის ქუჩა №13-ის ჩათვლით, თამარ მეფის  ქუჩის №01 შესახვევი,  ბრატისლავა რაჭის ქუჩა- მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ბრატისლავა-რაჩის ქუჩის №01 შესახვევი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №01 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №02 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №03 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №04 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №05 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №01 ჩიხი, კ. გამსახურდიას №02 ჩიხი.

1,1

შუალედური ზონა

 

2

ა. შიშინაშვილის ქუჩა-ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან ა. შიშინაშვილის ქუჩის №33-ის ჩათვლით, აკ. წერეთლის ქუჩა, ხვანჭკარის ქუჩა-ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა- ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე,  დ. აღმაშენებლის ქუჩა-  №9-დან №38-ის ჩათვლით,  კ. გამსახურდიას ქუჩა- №9-დან -№88-ის ჩათვლით, გრ. ხუციშვილის ქუჩა, ილ. ჭავჭავაძის ქუჩა- დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე, გ. წულუკიძის ქუჩა- ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე, გ. წულუკიძის ქუჩის №02 ჩიხი, გ. წულუკიძის ქუჩის  №01 ჩიხი, ნიკო ფიროსმანის ქუჩა,  ალ. გურგენიძის ქუჩა-ბრატისლავა რაჭის- ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის №16-ის ჩათვლით, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა- გურგენიძის ქუჩის გადაკვეთიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე, სოფიო შარაბიძის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩის  №01 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №02 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №03 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №04 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №37- დან სოფელ კვაცხუთის დასაწყისმდე,  ვაჟა ფშაველას ქუჩა- №01 -დან სოფ. ძირაგეულის დასაწყისამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩის №01 ჩიხი, დ. აღმაშენებლის ქუჩის №02 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №03 ჩიხი,  კ. გამსახურდიას ქუჩის №04 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №05 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის №06 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის №07 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის №08 ჩიხი, ალ. გურგენიძის ქუჩის №01 ჩიხი.

1

პერიფერიული ზონა

 

3

რ. დვალის ქუჩა, ი. გოგებაშვილის ქუჩა,  პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა-ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის  ქუჩის  №20-ის ჩათვლით, ექვთიმე აღმსარებლის  ქუჩა, კ. გამსახურდიას ქუჩა- №88-დან №59-ის ჩათვლით,  თამარ მეფის ქუჩა- № 13- დან № 22-ის ჩათვლით, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა- თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი, შოთა რუსთაველის ქუჩა- წერეთლის ქუჩის გადაკვეთიდან რუსთაველის ქუჩის №64-ის ჩათვლით,  შ. რუსთაველის ქუჩის №01 ჩიხი, შ. რუსთაველის ქუჩის №02 ჩიხი, კ. ჭიჭინაძის ქუჩა, ა. შიშინაშვილის ქუჩა- №33-დან №49-ის ჩათვლით, დიმიტრი ყიფიანის  ქუჩა,  ალ. გურგენიძის ქუჩა- №16-დან № 18-ის ჩათვლით, ალ. გურგენიძის ქუჩის 02 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №01 შესახვევი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №05 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №06 ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის №02 ჩიხი.

0,9