დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და ზონების საზღვრების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 182 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 27/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016134 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/03/2013 - 12/07/2013)
|
ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და ზონების საზღვრების განსაზღვრის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ჟ“ და „ქ“ ქვეპუნქტების, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 192 მუხლის 1-ლი პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 26.10.2007 წლის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების ნორმატიული ფასის ზონების საზღვრები დანართი №1-ით განსაზღვრული სქემატური რუკის შესაბამისად.
/დანართი № 1 დადგენილებას თან ერთვის/ |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქალაქ ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და საზღვრების აღწერა დანართი 2-ის შესაბამისად.
/დანართი № 1 დადგენილებას თან ერთვის/ |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული ზონირების დამტკიცების, მათი საზღვრების აღწერის, მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №149 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
|
დანართი №2
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიული ზონების
საზღვრების აღწერა და მიწის ნორმატიული ფასი |
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები