დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული ზონირების დამტკიცების, მათი საზღვრების აღწერისა და მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 219 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 12/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016171 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/07/2013 - 27/11/2013)
|
ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული ზონირების დამტკიცების, მათი საზღვრების აღწერისა და მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ჟ“ და „ქ“ ქვეპუნქტების, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 192 მუხლის 1-ლი პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 26.10.2007 წლის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 2013 წლის 18.03. №01–17/173 და 24.05. №01–16/288 წერილობით მომართვებში ჩამოყალიბებული შენიშვნების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს :
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის ტერიტორიული ზონები, ტერიტორიული ზონებისა და ქვეზონების საზღვრების აღწერა, მიწის ნორმატიული ფასის ლოკალურ–ტერიტორიული ინდექსები ზონებისა და ქვეზონების მიხედვით და განისაზღვროს ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი №1 და №2 დანართების შესაბამისად.
/დანართი №1 და №2 დადგენილებას თან ერთვის/ |
| მუხლი 2 |
ქალაქ ქუთაისში ლოკალური ტერიტორიული ინდექსის მნიშვნელობის დიფერენცირება ზონებისა და ქვეზონების მიხედვით განისაზღვროს: პირველი ზონა – ცენტრალური /პირველი ქვეზონა – 2.0, მეორე ქვეზონა – 1.9, მესამე ქვეზონა – 1.5/, მეორე ზონა – შუალედური /პირველი ქვეზონა – 1.3, მეორე ქვეზონა – 1.0, მესამე ქვეზონა – 0.9/, მესამე ზონა – პერიფერიული /პირველი ქვეზონა – 0.6, მეორე ქვეზონა – 0.3, მესამე ქვეზონა – 0.2, მეოთხე ქვეზონა – 0.1/.
|
| მუხლი 3 |
ქალაქ ქუთაისში მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელ კოეფიციენტად დადგინდეს 399.544.
|
| მუხლი 4 |
ქალაქ ქუთაისში მიწის ნორმატიული ფასი ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფართობისათვის, ზონებისა და ქვეზონების მიხედვით, განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 26.10.2007 წლის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის შესაბამისად:
პირველი ზონა /ცენტრალური/
მეორე ზონა /შუალედური/
მესამე ზონა /პერიფერიული/
|
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და ზონების საზღვრების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №182 დადგენილება.
|
| მუხლი 6 |
დადგენილება გაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს.
|
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი № 1
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიული ზონების
საზღვრების აღწერა
|
ქალაქ ქუთაისის განაშენიანების ტერიტორია იყოფა სამ ზონად:
პირველი ზონა /ცენტრალური/ მეორე ზონა /შუალედური/ მესამე ზონა /პერიფერიული/ |
1.
პირველი ზონა /ცენტრალური/
პირველი /ცენტრალური/ ზონის სამხრეთი საზღვარი იწყება გრ.ხანძთელის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთიდან. ზონის საზღვარი, საწყისი წერტილიდან აღმოსავლეთით, გასდევს დავით აღმაშენებლის გამზირს ბალახვნის ხიდის გავლით, წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე. შემდეგ, საზღვარი გრძელდება წერეთლის ქუჩიდან დავით მანდარიას ქუჩამდე /ყოფილი წერეთლის ქუჩის პირველი შესახვევი/, მანდარიას ქუჩის საზღვარი გადის რკინიგზის სადგური პირველის მოედანზე. მოედნის შემოვლით, აღმოსავლეთით, გასდევს პლატფორმას, ამავე კიბეებისა და ლიანდაგების გასწვრივ, ჩრდილოეთით, უერთდება სოლომონ პირველის ქუჩას, იგივე მიმართულებით, რკინიგზის საავადმყოფოს ჩათვლით, საზღვარი გრძელდება პაოლო იაშვილის ქუჩამდე, შემდეგ უერთდება ნაზარიშვილის ქუჩას, გასდევს თბილისის ქუჩას, აღმოსავლეთის მიმართულებით დავით ჩირაძის ქუჩამდე, დავით ჩირაძის ქუჩის გავლით კვეთს მერაბ კოსტავას ქუჩას და უერთდება ბურჯანაძის ქუჩას, რომლის გავლით უერთდება გელათის ქუჩას ნიზამი განჯელის, 26 მაისისა და ბურჯანაძის ქუჩების სატრანსპორტო კვანძთან. გელათის ქუჩით გადადის კიბულას ქუჩაზე, გარს უვლის მწვანე ყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ტერიტორიას და კიბულას ქუჩის პირველი შესახვევით დასავლეთის მიმართულებით გადადის მწვანე ყვავილას ქუჩის დასაწყისამდე და ამ წერტილიდან ჩრდილო მიმართულებით, მდინარე რიონის გადაკვეთით სწორხაზოვნად უერთდება ლესელიძის ქუჩას, ბოტანიკური ბაღისა და 26–ე საჯარო სკოლის საზღვრის გავლით, ლესელიძის ქუჩის გადაკვეთის წერტილიდან სამხრეთ–დასავლეთის მიმართულებით, გასდევს ლესელიძისა და დავით და კონსტანტინეს ქუჩას პეტრე იბერის ქუჩამდე. პეტრე იბერის ქუჩით უკავშირდება ქეთევან წამებულის ქუჩას, შემდეგ, საზღვარი გადის ქეთევან წამებულის ქუჩაზე და უერთდება ჩანჩიბაძის მეორე შესახვევს და მისი გავლით კვეთს ჩანჩიბაძის ქუჩას, გადაკვეთის წერტილიდან სამხრეთის მიმართულებით, ამავე ქუჩის გავლით უერთდება ყაზბეგის ქუჩას, ყაზბეგის ქუჩით გადადის ცაცხვების ქუჩაზე და მოკლე მონაკვეთის გავლით, უერთდება დები იშხნელების ქუჩას. კვეთს ვაჟა ფშაველას ქუჩას, დასავლეთის მიმართულებით გაივლის ვაჟა ფშაველას ქუჩის მოკლე მონაკვეთს და სამხრეთის მიმართულებით უერთდება სხირტლაძის ქუჩას, სხირტლაძის ქუჩის გავლით კვეთს რუსთაველის გამზირს და გრიშაშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის შემაერთებელი გზით უერთდება ნოდარ დუმბაძისა და გრიშაშვილის ქუჩის შემაერთებელ სატრანსპორტო კვანძს. აღმოსავლეთის მიმართულებით მიჰყვება გრიშაშვილის ქუჩას გალაკტიონ ტაბიძის ქუჩამდე. შემდეგ, საზღვარი გასდევს გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე. სარაჯიშვილის ქუჩით გადადის გაგარინის ქუჩაზე, შემდეგ, ჩეჩელაშვილის ქუჩის გავლით სამხრეთით და შემდეგ, დასავლეთის მიმართულებით გაივლის ჭიათურის ქუჩას და გრიგოლ ხანძთელის ქუჩის გადაკვეთის წერტილიდან ამავე ქუჩის გავლით, სამხრეთის მიმართულებით უერთდება დავით აღმაშენებლის გამზირს საწყის წერტილში. შენიშვნა: 1. პირველი /ცენტრალური/ ზონის საზღვრად მიჩნეული ქუჩების ორივე მხარის განაშენიანება შედის პირველი /ცენტრალური/ ზონის საზღვრებში. 2. პირველ /ცენტრალური/ ზონაში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სასაზღვრო ზოლად მიჩნეულ უნდა იქნეს ამ მონაკვეთზე გამავალი გამზირის ღერძულა ხაზი.
|
2.
მეორე /შუალედური/ ზონა
მეორე /შუალედური/ ზონის საზღვრის საწყის წერტილად აღებულია ზვიად გამსახურდიასა და ჭავჭავაძის გამზირების გადაკვეთის სატრანსპორტო კვანძთან არსებული გზაგამტარი ხიდი, აქედან, საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით 9 აპრილის ქუჩის გავლით მიემართება ირაკლი აბაშიძის გამზირამდე. შემდეგ დასავლეთის მიმართულებით მიუყვება ირაკლი აბაშიძის გამზირს ბოლომდე. რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდიდან საზღვარი ჩრდილოეთით მიუყვება რკინიგზას, ჩრდილოეთით კვეთს შერვაშიძის ქუჩას №53 ნაკვეთის დასავლეთით და ისევ ჩრდილოეთით შერვაშიძის ქუჩის გავლით უერთდება წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს. შემდეგ საზღვარი გასდევს წყალტუბო–ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს აღმოსავლეთის მიმართულებით და სათაფლიის გადასახვევიდან ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯავახიშვილის ქუჩას. ჯავახიშვილის ქუჩით, მიემართება ჭონქაძის ქუჩამდე. ჭონქაძის ქუჩას გასდევს ვასილ ბარნოვის ქუჩამდე, შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებით, ვასილ ბარნოვის ქუჩით, უერთდება იოანე პეტრიწის /ყოფილი ბუაჩიძის/ ქუჩას, იოანე პეტრიწის მეოთხე შესახვევამდე, ამავე შესახვევით უერთდება ვაჟა–ფშაველას ქუჩას და აღმოსავლეთის მიმართულებით, გრძელდება დები იშხნელების ქუჩამდე, რომლის მცირე მონაკვეთის გავლით უერთდება ცაცხვების ქუჩას. ცაცხვების ქუჩიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, გასდევს ანტონ კათალიკოსის ქუჩას. შემდეგ უერთდება ჩანჩიბაძის ქუჩას, მცირე მონაკვეთის გავლით, გადადის მამუკა ასლანიკაშვილის ქუჩაზე, მამუკა ასლანიკაშვილის ქუჩით უერთდება დავით და კონსტანტინეს ქუჩას, რუას ქუჩის მონაკვეთის გავლით უერთდება ბოტანიკური ბაღის საზღვარს, გაივლის ლესელიძის ქუჩის პირველ ჩიხს და აღმოსავლეთის მიმართულებით, გასდევს ლესელიძის ქუჩას ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევამდე. ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევის გავლით კვეთს მდინარე რიონს და მწვანე ყვავილას ქუჩით უერთდება კიბულას ქუჩას, აქედან გადადის გელათის ქუჩაზე. შემდეგ, გელათის ქუჩის მეექვსე შესახვევით კვეთს დავით კლდიაშვილის ქუჩას და ამავე ქუჩით ეშვება საფიჩხიის მოედანზე. საფიჩხიის მოედნიდან გაივლის წმინდა სამების ქუჩის მცირე მონაკვეთს და უერთდება ევდოშვილის ქუჩას გრიგოლ აბაშიძის ქუჩის გადაკვეთამდე. გრიგოლ აბაშიძის ქუჩის მცირე მონაკვეთის გავლის შემდეგ, სამხრეთის მიმართულებით უერთდება ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩას და ახალგაზრდობის გამზირის პირველი შესახვევით გადადის ლეონიძის ქუჩაზე, გაივლის მცირე მონაკვეთს და ახალგაზრდობის გამზირის გადაკვეთის წერტილიდან ამავე გამზირით უერთდება ჭავჭავაძის გამზირს. შემდეგ, საზღვარი უკავშირდება ნიკეას ქუჩის პირველ შესახვევს, ამავე შესახვევის გავლით, კვეთს ნიკეას ქუჩას და ლომოურისა და ოცხელის ქუჩებით გასდევს სადერივაციო არხის ნაპირს, კვეთს თაბუკაშვილის ქუჩას და „ბროწეულა – ქუთაისის“ რკინიგზის ხაზით უკავშირდება საწყის წერტილს. |
3.
მესამე ზონა /პერიფერიული/ |
ა)
პირველი ქვეზონა
ახალგაზრდობის გამზირი წერეთლის ქუჩის მიმდებარე ქუთაისი–რიონის სარკინიგზო ხიდიდან სამკუთხა ბაღამდე /№2 – №6/, ახალგაზრდობის გამზირი სამკუთხა ბაღის ბოლოდან მუხნარის ტყემდე /№23; №16 – №104/, ნიკეას ქუჩა ლომოურის ქუჩიდან ბოლომდე /№5 – №91; №8 – №72/, ზვიად გამსახურდიას გამზირი გზაგამტარი ხიდიდან ქალაქის საზღვრამდე /№29 – №43; №46 – №68/, ავტომშენებლის ქუჩა ავტოქარხნის ბოლომდე /ავტომშენებლის ქუჩა №88/. |
ბ)
მეორე ქვეზონა
თაბუკაშვილის ქუჩა ოცხელის ქუჩიდან ბოლომდე /№67 – №223; №6 – №92/. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა ოცხელის ქუჩიდან ბოლომდე /№37 – №217; №14 – №176/, გუგუნავას ქუჩა „ბროწეულა – ქუთაისის“ სარკინიგზო მაგისტრალიდან ბოლომდე /№1 – №15/35; №12 – №22/, ორახელაშვილის ქუჩა, ბუკიას ქუჩა. |
გ)
მესამე ქვეზონა
გორკის ქუჩა, გაბაშვილის /ყოფილი ასლანიკაშვილის შესახვევი/ ქუჩა, გრიბოედოვის ქუჩა, ვაჟა–ფშაველას ქუჩა იოანე პეტრიწის IV შესახვევიდან ბოლომდე /№41 – №115; №102 – №206/, იოანე პეტრიწის /ყოფილი ბუაჩიძის/ ქუჩა იოანე პეტრიწის ქუჩის IV შესახვევიდან ბოლომდე /№55-დან ბოლომდე; №36-დან ბოლომდე/, ისიანის ქუჩა, კოღუაშვილის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა ლესელიძის ქუჩის II შესახვევიდან ბოლომდე /№51-დან ბოლომდე; №34-დან ბოლომდე/, მოსაშვილის ქუჩა, მიქელაძე–მეველეს ქუჩა, ნიკოლაძის ქუჩა, რუას ქუჩა /№7-დან ბოლომდე; №2-დან ბოლომდე/, ქეთევან წამებულის ქუჩა ასლანიკაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№23-დან ბოლომდე; №36-დან ბოლომდე/, ჩანჩიბაძის ქუჩა ასლანიკაშვილის ქუჩიდან ბოლომდე /№45-დან ბოლომდე; №26-დან ბოლომდე/, წყალტუბოს ქუჩა, წყაროს ქუჩა, ბორის ძნელაძის ქუჩა, ჭონქაძის ქუჩა ვასილ ბარნოვის ქუჩიდან ბოლომდე /№3-დან ბოლომდე; №4-დან ბოლომდე/, პეტრე ჭაბუკიანის ქუჩა, წერეთლის ქუჩა ახალგაზრდობის გამზირის გადაკვეთიდან ბოლომდე /№193-დან ბოლომდე; №222-დან ბოლომდე/, ახალგაზრდობის გამზირის II შესახვევი, გელათის ქუჩა გელათის ქუჩის VI შესახვევის დასაწყისიდან ბოლომდე /№163-დან ბოლომდე; №158-დან ბოლომდე/, დავით კლდიაშვილის ქუჩა გელათის ქუჩის VI შესახვევიდან ბოლომდე /№101-დან ბოლომდე; №120-დან ბოლომდე/, ტყიბულის ქუჩა დავით კლდიაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№101–209; №82 – №198ა/, წმინდა სამების /ყოფილი მოგილევსკის/ ქუჩა ევდოშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№11 – №59; №8 – №46/, ნეკრასოვის ქუჩა წმინდა სამების ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე /№80 – №120/, სოლომონ II–ის /ყოფილი ურიცკის, ყოფილი ჩხობაძის/ ქუჩა, მწვანე ყვავილას /ყოფილი შაუმიანის/ ქუჩა კიბულის ქუჩიდან /რიონჰესის კაშხალიდან/ ბოლომდე /№41-დან ბოლომდე; №78-დან ბოლომდე/, ზურაბ ჭავჭავაძის /ყოფილი პრავდის/ ქუჩა, ბესარიონ ბელინსკის ქუჩა, პეტრე ჩხობაძის /ყოფილი ტოლბუხინის/ ქუჩა, ცოტნე დადიანის /ყოფილი კამოს/ ქუჩა, ჩკალოვის ქუჩა, ვოლგოგრადის ქუჩა, კიევის ქუჩა, ლევ ტოლსტოის ქუჩა, კოტე მესხის ქუჩა, პარმენ ცახელის–თვალჭრელიძის /ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის/ ქუჩა, ვახტანგ ხარებავას /ყოფილი სამხრეთ დასახლების/ ქუჩა, მუსხელიშვილის ქუჩა, მშვიდობის ქუჩა, ვალერიან გუნიას ქუჩა, ლეო ქიაჩელის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, გიორგი სააკაძის ქუჩა, ივანე მაჩაბლის ქუჩა, გიორგი შერვაშიძის /ყოფილი ლუქსემბურგის/ ქუჩა N53-იდან ბოლომდე, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, შოთა ლეჟავას /ყოფილი რუსთავის/ ქუჩა, გრიგოლ ორბელიანის ქუჩა, არტურ ლაისტის ქუჩა, სულხან–საბას /ყოფილი მშენებლის/ გამზირი, ზვიად გამსახურდიას გამზირის V ჩიხი, შევჩენკოს ქუჩა, მაისურაძის ქუჩა, სილოვან ხუნდაძის ქუჩა, შალვა დადიანის ქუჩა, ჰერმან გმაინერის /ყოფილი ახალგაზრდობის გამზ. III შეს./ ქუჩა, ვარლამ ჯიქიას /ყოფილი ახალგაზრდობის გამზ. XI შეს./ ქუჩა, მაიაკოვსკის ხეივანი /ყოფილი ახალგაზრდობის გამზირის პირდაპირ №23ა – №59; №106 – №108/, ახალგაზრდობის გამზირი /IV, V, VI, VII, VIII, IX შესახვევები/, რკინიგზის სადგურ „რიონის“ დასახლება, ლავრენტი ავალიანის /ყოფილი ტურგენევის/ ქუჩა, I მაისის ქუჩა, ონის ქუჩა, კრილოვის ქუჩა, ხეთაგუროვის ქუჩა, გუმათჰესის დასახლება, სკოლა–ინტერნატის დასახლება, მესამე ზონაში დასახელებული ქუჩების შესახვევები და ჩიხები, რომლებიც მოქცეულია ამავე ზონის საზღვრებში.
|
დანართი № 2
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ზონებისა და ქვეზონების ჩამონათვალი და საზღვრების აღწერა, მიწის ნორმატიული ფასის ლოკალური ტერიტორიული ინდექსები ქვეზონების მიხედვით
|
შენიშვნა: ქვეზონაში შემავალი ქუჩების დასახელების დროს, ქვეზონის საზღვრად იგულისხმება ფაქტიური განაშენიანების რკალი, შესაბამისი ქუჩის ღერძულა ხაზიდან 50 მეტრიანი ზოლი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები