ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 13/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016133
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
27/02/2013
ვებგვერდი, 04/03/2013
010250020.35.119.016133
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/03/2013 - 10/04/2013)

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №3

2013 წლის 27 თებერვალი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

 „ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის მე-16 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის „ღ“ ქვე­პუნ­ქტის და სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-18 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამ­ტკიც­დეს ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უჯ­ეტ­იდ­ან სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მი­სა და მი­ღე­ბის წე­სი თან­დარ­თუ­ლი რე­დაქ­ცი­ით (და­ნარ­თი თან ერ­თვის).
მუხლი 2
ამ დად­გე­ნი­ლე­ბის ამ­ოქ­მე­დე­ბის­თა­ნა­ვე ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად გა­მოც­ხად­დეს ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს 2012 წლის 27 იან­ვრის №4 დად­გე­ნი­ლე­ბა „ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უჯ­ეტ­იდ­ან სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მი­სა და მი­ღე­ბის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“.
მუხლი 3
დად­გე­ნი­ლე­ბა ამ­ოქ­მედ­დეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე.

საკრებულოს თავმჯდომარერობერტი რუხაძე



დანართი №1
ხო­ნის   მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უჯ­ეტ­იდ­ან სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის

 გა­ცე­მი­სა და მი­ღე­ბის წე­სი


წი­ნამ­დე­ბა­რე წე­სი აწ­ეს­რი­გებს ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უჯ­ეტ­იდ­ან „სო­ცი­ალ­უ­რი დაც­ვის“ მუხლ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის და­ნიშ­ვნას­თან და გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, გან­საზ­ღვრავს სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის და­ნიშ­ვნა­სა და გა­ცე­მა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სილ უწ­ყე­ბას, ად­გენს სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის სა­ხე­ებს, მა­თი და­ნიშ­ვნი­სა და გა­ცე­მის ძი­რი­თად, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებს.

თავი I
სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხე­ე­ბი

მუხლი 1. ფუ­ლა­დი სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხე­ე­ბი
1.ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უჯ­ეტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შემ­დე­გი სა­ხის ფუ­ლა­დი სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბე­ბი:

ა) გან­სა­კუთ­რე­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ობ­ა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქეთ ოჯ­ახ­ებ­ის ერ­თჯე­რა­დი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა.

ბ) სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯ­ახ­ებ­ის დახ­მა­რე­ბა;

გ) გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბის მქო­ნე, ცე­რებრა­ლუ­რი დამ­ბლით,  ლე­იკ­ემ­ი­ით, ონ­კო­ლო­გი­უ­რი, ტუ­ბერ­კუ­ლოზ­ით, შაქ­რი­ა­ნი დი­აბ­ეტ­ით, ბრონ­ქი­ალ­უ­რი ას­თმით, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით, თვა­ლის ატ­რო­ფი­ით, ამ­ბლი­ოპ­ი­ით და­ავ­ად­ებ­უ­ლი შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე 18 წლამ­დე ბავ­შვთა ოჯ­ახ­ებ­ის დახ­მა­რე­ბა;

დ)იძ­ულ­ებ­ით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა – დევ­ნილ­თა დახ­მა­რე­ბა;

ე) ომ­ის ვე­ტე­რან­თა დახ­მა­რე­ბა;

ვ) ხან­დზმულ (100 და მე­ტი წლის ას­აკ­ის) პირ­თა ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა;

ზ) მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯ­ახ­ებ­ის სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბა;

თ) სო­ცი­ალ­ურ­ად და­უც­ვე­ლი მო­სახ­ლე­ობ­ის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი;

ი) თირ­კმლის უკ­მა­რი­სო­ბით და­ავ­ად­ებ­უ­ლი პირ­თა დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა;

კ) დედ–მა­მით ობ­ო­ლი 18 წლამ­დე ას­აკ­ის ბავ­შვე­ბის ერ­თჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბა;


მუხლი 2. არ­აფ­ულ­ა­დი სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხე­ე­ბი
 

1. ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უჯ­ეტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შემ­დე­გი სა­ხის არ­აფ­ულ­ა­დი სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბა:

ა) უკ­იდ­ურ­ეს­ად შე­ჭირ­ვე­ბულ, ოჯ­ახ­ის მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ პირ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი ერ­თჯე­რა­დი კვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა;

ბ) დევ­ნი­ლე­ბის ზამ­თრის­თვის სათ­ბო­ბი სა­შე­შე მერ­ქნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა;

გ) ომ­ის ვე­ტე­რა­ნე­ბი­სათ­ვის, მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის, რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა და ჩერ­ნო­ბი­ლის  სა­ავ­არ­იო სა­მუ­შა­ო­თა  მო­ნა­წი­ლე­ებ­ის­თვის  სა­ტე­ლე­ფო­ნო, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა.

დ)  ქ. ხო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი, 57000 ქუ­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი სა­რე­იტ­ინ­გო ქუ­ლის მქო­ნე ოჯ­ახ­ის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა.

 


თავი II
 

ერ­თჯე­რა­დი ფუ­ლა­დი სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა კა­ტე­გო­რი­ე­ბი და მათ მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია

 


მუხლი 3.  გან­სა­კუთ­რე­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ობ­ა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქეთ ოჯ­ახ­ებ­ის ერ­თჯე­რა­დი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა

 

1. მი­უხ­ედ­ავ­ად სუ­ლა­დო­ბი­სა  უკ­იდ­ურ­ეს­ად მძი­მე, კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ობ­ა­ში მყო­ფი ოჯ­ახ­ებ­ის  ერ­თჯე­რა­დი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­ნი­საზ­ღვროს 100 ლა­რის ოდ­ენ­ობ­ით.

2. მო­ქა­ლა­ქემ ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ობ­ა­ში უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს

ა) გან­ცხა­დე­ბა გამ­გებ­ლის სა­ხელ­ზე 

ბ) პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ას­ლი;

გ) სსიპ სო­ცი­ალ­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს ხო­ნის რა­ი­ონ­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ამ­ონ­აწ­ე­რი სო­ცი­ალ­ურ­ად და­უც­ვე­ლი ოჯ­ახ­ებ­ის მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ა­ნი ბა­ზი­დან.

დ) კო­მი­სი­ის მი­ერ ოჯა­ხის დათ­ვა­ლი­ერ­ებ­ის ოქ­მი;

ე) ან­გა­რი­შის ნო­მე­რი და ბან­კის კო­დი;

ვ) გამ­გე­ობ­ის შე­სა­ბა­მი­სი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და სოც.მდგო­მა­რე­ო­ბა.

3. აღ­ნიშ­ნუ­ლი ერ­თჯე­რა­დი ფულ­დი დახ­მა­რე­ბა გა­იც­ე­მა წე­ლი­წად­ში ერ­თხელ და არ გა­იც­ე­მა   სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის მიმ­ღებ ოჯ­ახ­ზე.

 


მუხლი 4. სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯ­ახ­ებ­ის­ათ­ვის ერ­თჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბა

 

1. ხან­ძრე­ბი­სა და სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად უს­ახლ­კა­როდ დარ­ჩე­ნი­ლი ოჯ­ახ­ებ­ის  ერ­თჯე­რა­დი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­ნი­საზ­ღვროს 1000 ლა­რამ­დე.

2. სტი­ქი­ის შე­დე­გად  და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მო­ქა­ლა­ქემ ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ობ­ა­ში უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს

ა) გან­ცხა­დე­ბა გამ­გებ­ლის სა­ხელ­ზე  დამ­დგა­რი ზი­ან­იდ­ან  ერ­თი კვი­რის ვა­და­ში;

ბ) პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ას­ლი;

გ) ცნო­ბა ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი­დან;

დ)ცნო­ბა ჰიდ­რო­მე­ტე­ორ­ოლ­ოგ­ი­ის სამ­სა­ხუ­რი­დან (აუც­ილ­ებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში)

ე) გამ­გე­ობ­ის შე­სა­ბა­მი­სი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და სოც.მდგო­მა­რე­ო­ბა;

ვ) სსიპ სო­ცი­ალ­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს ხო­ნის რა­ი­ონ­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ამ­ონ­აწ­ე­რი სო­ცი­ალ­ურ­ად და­უც­ვე­ლი ოჯ­ახ­ებ­ის მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ა­ნი ბა­ზი­დან.

ზ)ან­გა­რი­შის ნო­მე­რი და ბან­კის კო­დი.


მუხლი 5. გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბის მქო­ნე ცე­რემ­ბრა­ლუ­რი დამ­ბლით, ლე­იკ­ემ­ი­ით, ტუ­ბერ­კუ­ლი­ოზ­ით, შა­ქ­რი­ა­ნი დი­აბ­ეტ­ით, ბრონ­ქი­ალ­უ­რი ას­თმით, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით, თვა­ლის ატ­რო­ფი­ით, ამ­ბლი­ოპ­ი­ით და­ავ­ად­ებ­უ­ლი შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე 18 წლამ­დე ბავ­შვებ­თა ოჯ­ახ­ებ­ის დახ­მა­რე­ბა

 

1. გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბის მქო­ნე ცე­რემ­ბრა­ლუ­რი დამ­ბლით, ონ­კო­ლო­გი­უ­რი, ლე­იკ­ემ­ი­ით, ტუ­ბერ­კუ­ლი­ოზ­ით, შა­ქ­რი­ა­ნი დი­აბ­ეტ­ით, ბრონ­ქი­ალ­უ­რი ას­თმით, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით, თვა­ლის ატ­რო­ფი­ით, ამ­ბლი­ოპ­ი­ით და­ავ­ად­ებ­უ­ლი შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე 18 წლამ­დე ბავ­შვე­ბის ერ­თჯე­რა­დი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­ნი­საზ­ღვროს ერთ სულ­ზე 200 ლა­რის ოდ­ენ­ობ­ით.

2.დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად მო­ქა­ლა­ქემ ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ობ­ა­ში უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს:

ა) გან­ცხა­დე­ბა გამ­გებ­ლის სა­ხელ­ზე;

ბ) გან­მცხა­დებ­ლის პი­რა­დო­ბის ას­ლი;

გ) დახ­მა­რე­ბის მიმ­ღე­ბის (ბე­ნე­ფი­ცი­არ­ის)  პი­რა­დო­ბის (ან და­ბა­დე­ბის) მოწ­მო­ბის ას­ლი;

დ) ცნო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ობ­ის შე­სა­ხებ ( ფორ­მა №100)

ე) ანგა­რი­შის ნო­მე­რი და ბან­კის კო­დი

ვ) გამ­გე­ობ­ის შე­სა­ბა­მი­სი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და სოც.მდგო­მა­რე­ო­ბა.


მუხლი 6. იძ­ულ­ებ­ით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა – დევ­ნილ­თა დახ­მა­რე­ბა
1. იძ­ულ­ებ­ით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა – დევ­ნილ­თა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა  ით­ვა­ლის­წი­ნებს  – დევ­ნი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­რი­ტუ­ა­ლო ხარ­ჯის სა­ხით, გარ­დაც­ვლი­ლის ოჯ­ახ­ზე  ერ­თჯე­რა­დი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მას 100 ლა­რის ოდ­ენ­ობ­ით.

2. დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად მო­ქა­ლა­ქემ ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის  გამ­გე­ობ­ა­ში უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს:

ა) წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა;

ბ) გან­მცხა­დებ­ლის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა (ას­ლი);

გ) იძ­ულ­ებ­ით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რის – დევ­ნი­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი (ას­ლი);

დ) იძ­ულ­ებ­ით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რის – დევ­ნი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მოწ­მო­ბის ას­ლი;

ე) ანგა­რი­შის ნო­მე­რი და ბან­კის კო­დი

ვ)სსიპ სო­ცი­ალ­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს ხო­ნის რა­ი­ონ­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ამ­ონ­აწ­ე­რი სო­ცი­ალ­ურ­ად და­უც­ვე­ლი ოჯ­ახ­ებ­ის მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ა­ნი ბა­ზი­დან.

3. დახ­მა­რე­ბა გა­იც­ე­მა ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.


მუხლი 7. ომ­ის ვე­ტე­რან­თა დახ­მა­რე­ბა

 

1.  სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ან­ობ­ის­ათ­ვის ბრძო­ლის მო­ნა­წი­ლის ან მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ის ვე­ტე­რა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ღუ­პუ­ლი ომ­ის მო­ნა­წი­ლის (ვე­ტე­რა­ნის) ოჯ­ახს ერ­თჯე­რა­დი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­ნი­საზ­ღვროს 250 ლა­რის ოდ­ენ­ობ­ით.

 2. დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად მო­ქა­ლა­ქემ ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის  გამ­გე­ობ­ა­ში უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს:

ა) წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა;

ბ) გარ­დაც­ვლი­ლი ომ­ის მო­ნა­წი­ლის პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თი (ას­ლი) ან ცნო­ბა სო­ცი­ალ­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს ხო­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან, რომ გარ­დაც­ვლი­ლი იყო ომ­ის მო­ნა­წი­ლე პენ­სი­ონ­ე­რი;

გ) და­ღუ­პუ­ლი ომ­ის მო­ნა­წი­ლის (ვე­ტე­რა­ნის) გარ­დაც­ვა­ლე­ბის მოწ­მო­ბა( ას­ლი);

დ) გან­მცხა­დებ­ლის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა (ას­ლი);

ე) ანგა­რი­შის ნო­მე­რი და ბან­კის კო­დი

ვ) შე­სა­ბა­მი­სი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი ცნო­ბა სოც. მდგო­მა­რე­ობ­ის შე­სა­ხებ;

3. დახ­მა­რე­ბა გა­იც­ე­მა ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.


მუხლი 8. ხან­დაზ­მულ (100 და მე­ტი წლის ას­აკ­ის) პირ­თა ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა
1. ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ ხან­დაზ­მულ (100 და მე­ტი წლის ას­აკ­ის) პირს უფ­ლე­ბა აქვს ის­არ­გებ­ლოს ერ­თჯე­რა­დი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბით.

2. დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად ხან­დაზ­მუ­ლი (100 და მე­ტი წლის ას­აკ­ის) პი­რის ან მი­სი ოჯა­ხის სრულ­წლო­ვა­ნი წევ­რის მი­ერ გამ­გე­ობ­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი უნ­და იქ­ნეს:

ა) ხან­დაზ­მუ­ლი პი­რის (ან ოჯ­ახ­ის წევ­რის) წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა;

ბ) ხან­დაზ­მუ­ლი პი­რის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა (ას­ლი);

გ) გან­მცხა­დებ­ლის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა (ას­ლი) – თუ გან­მცხა­დე­ბე­ლი ხან­დაზ­მუ­ლი პი­რის ოჯ­ახ­ის სრულ­წლო­ვა­ნი წევ­რია;

დ) ან­გა­რი­შის ნო­მე­რი და ბან­კის კო­დი;

ე) ერ­თჯე­რა­დი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ოდ­ენ­ო­ბა გა­ნი­საზ­ღვროს 150 (ას ორ­მოც­და­ა­თი) ლა­რის ოდ­ენ­ობ­ით.


მუხლი 9. დედ-მა­მით ობ­ო­ლი 18 წლამ­დე ას­აკ­ის ბავ­შვე­ბის ერ­თჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბა.
1.  დედ-მა­მით ობ­ო­ლი 18 წლამ­დე ას­აკ­ის ბავ­შვე­ბის ერ­თჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი დედ-მა­მით ობ­ო­ლი 18 წლამ­დე ას­აკ­ის ბავ­შვე­ბის ერ­თჯე­რად მა­ტე­რი­ალ­ურ დახ­მა­რე­ბას.

 2. დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ობ­ა­ში უნ­და წარ­მო­ად­გი­ნონ:

 ა) მე­ურ­ვის გან­ცხა­დე­ბა და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ას­ლი;

 ბ) ცნო­ბა მე­ურ­ვე­ობ­ის შე­სა­ხებ;

 გ) ბავ­შვის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის ას­ლი;

დ) ანგა­რი­შის ნო­მე­რი და ბან­კის კო­დი

3. დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მა მოხ­დე­ბა ბან­კის მეშ­ვე­ობ­ით, მე­ურ­ვის მი­ერ გახ­სნილ პი­რად ან­გა­რიშ­ზე 300 ლა­რის ოდ­ენ­ობ­ით.


მუხლი 10. ახ­ალ­შო­ბი­ლის ოჯ­ახ­ებ­ის  ერ­თჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბა
1.  ახ­ალ­შო­ბილის ოჯ­ახ­ებს მე­სამე და მომ­დევ­ნო შვი­ლის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში  გა­ეწ­ი­ოთ დახ­მა­რე­ბა 200 ლა­რის ოდ­ენ­ობ­ით.

 2. დახ­მა­რე­ბის და­სა­ნიშ­ნად დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ველ­მა გამ­გე­ობ­ა­ში უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს:

 ა) წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა;

 ბ) მშობ­ლე­ბის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი (ას­ლე­ბი);

 გ) მშობ­ლე­ბის ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბა (ას­ლი) (ას­ეთ­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში);

 დ)  ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბე­ბი (ას­ლე­ბი);

 ე) ბან­კში გახ­სნი­ლი პი­რა­დი ან­გა­რი­შის მო­ნა­ცე­მე­ბი;

ვ) გამ­გე­ობ­ის შე­სა­ბა­მი­სი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი  სოც.მდგო­მა­რე­ო­ბა.


მუხლი 11. თირ­კმლის უკ­მა­რი­სო­ბით და­ავ­ად­ებ­ულ პირ­თა დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა
1. ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი თირ­კმლის უკ­მა­რი­სო­ბით და­ავ­ად­ებ­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც დი­ალ­იზ­ის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის ქ. ქუ­თა­ის­ში და სხვა ქა­ლა­ქებ­ში მი­ეც­ემ­ათ დახ­მა­რე­ბა მგზავ­რო­ბის თან­ხის ას­ან­აზ­ღა­ურ­ებ­ლად 1200 (ათ­ას ორ­ა­სი) ლა­რის ოდ­ენ­ობ­ით.

 2. დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ობ­ა­ში უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს:

 ა) გან­ცხა­დე­ბა;

 ბ) პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ას­ლი;

 გ) ცნო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან დი­ალ­იზ­ის პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის შე­სა­ხებ.

დ)  ან­გა­რი­შის ნო­მე­რი და ბან­კის კო­დი.

ე) გამ­გე­ობ­ის შე­სა­ბა­მი­სი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და სოც.მდგო­მა­რე­ო­ბა.


მუხლი 12. სო­ცი­ალ­ურ­ად და­უც­ვე­ლი მო­სახ­ლე­ობ­ის სა­მედ­ცი­ნო ხარ­ჯე­ბის ერ­თჯე­რა­დი და­ფი­ნან­სე­ბის პროგრ­მა
1. სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მყო­ფი მო­სახ­ლე­ობ­ის, რო­მელ­თაც გა­აჩ­ნი­ათ 0-დმ 70001-მდე სარე­იტ­ინ­გო ქუ­ლა და არ აქვთ მი­ღე­ბუ­ლი ან განა­ხლე­ბუ­ლი სა­დაზ­ღვე­ვო პო­ლი­სი, ოპ­ერ­აც­ი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის, სტა­ცი­ონ­არ­უ­ლი, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ობ­ის, მათ შო­რის კვლე­ვე­ბის, სამ­კურ­ნა­ლო-სა­რე­აბ­ილ­იტ­აც­იო ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის და­ფი­ნან­სე­ბა გა­ნი­საზ­ღვროს  1000 (ათ­ა­სი) ლა­რამ­დე.

2. სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მყო­ფი მო­სახ­ლე­ობ­ის, რო­მელ­თაც გა­აჩ­ნი­ათ 70001–დან ზე­ვით სარე­იტ­ინ­გო ქუ­ლა ოპ­ერ­აც­ი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის, სტა­ცი­ონ­არ­უ­ლი, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ობ­ის, მათ შო­რის კვლე­ვე­ბის, სამ­კურ­ნა­ლო–სა­რე­აბ­ილ­იტ­აც­იო ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის და­ფი­ნან­სე­ბა გა­ნი­საზ­ღვროს  1000 (ათ­ა­სი) ლა­რამ­დე.

3. დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ობ­ა­ში უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს:

 ა) გან­ცხა­დე­ბა;

 ბ) პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ას­ლი;

 გ) ჯან­მრთე­ლო­ბის ცნო­ბა ფორ­მა 100ა.

დ) ან­გა­რიშ­ფაქ­ტუ­რა იმ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, სა­დაც პა­ცი­ენ­ტი იღ­ებს მომ­სა­ხუ­რე­ობ­ას.

ე) სსიპ სო­ცი­ალ­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს ხო­ნის რა­ი­ონ­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ამ­ონ­აწ­ე­რი სო­ცი­ალ­ურ­ად და­უც­ვე­ლი ოჯ­ახ­ებ­ის მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ა­ნი ბა­ზი­დან.

ვ) ცნო­ბა საც­ხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შე­სა­ხებ;

ზ) ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბის ას­ლი, სა­ჭი­რო­ებ­ის შემ­თხვე­ვა­ში.


თავი III
 

სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის და­ნიშ­ვნი­სა და გა­ცე­მის ორ­გა­ნი­ზე­ბა

და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა


მუხლი 13. სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის და­ნიშ­ვნი­სა და გა­ცე­მის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე პა­სუ­ხისმ­გე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რა
1. ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მო­სახ­ლე­ობ­ის სო­ცი­ალ­უ­რი დაც­ვის ღო­ნის­ძი­ებ­ა­თა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის და­ნიშ­ვნი­სა და გა­ცე­მის ორ­გა­ნი­ზე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს გამ­გე­ობ­ის მი­ერ შექ­მნი­ლი დრო­ებ­ი­თი კო­მი­სია და გამ­გე­ობ­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი.

2.  დრო­ებ­ი­თი კო­მი­სია იქ­მნე­ბა გამ­გებ­ლის შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე;

3.  ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ობ­ის შრო­მის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის, ვე­ტე­რან­თა, ლტოლ­ვილ­თა და იძ­ულ­ებ­ით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა საქ­მი­ან­ობ­ის სამ­სა­ხუ­რი პა­სუ­ხისმ­გე­ბე­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მიმ­ღებ­თა (ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა) სი­ებ­ის კომ­პი­უტ­ერ­ულ და­მუ­შა­ვე­ბა­ზე.


მუხლი 14. ბე­ნე­ფი­ცი­არ­ის მი­ერ სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის და­სა­ნიშ­ნად ან მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნა.

 

1. სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის და­სა­ნიშ­ნად ან მი­სა­ღე­ბად ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს და შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას წა­რუდ­გენს ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ობ­ას.

2. გამ­გე­ო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის მთხოვ­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ა­ში გა­ტა­რე­ბას დად­გე­ნი­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად.

3. გამ­გე­ობ­ა­ში შე­მო­სუ­ლი ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა თან­დარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით­ურთ მათ შე­სას­წავ­ლად და სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მის სა­კითხ­ზე დას­კვნის მო­სამ­ზა­დებ­ლად ეგ­ზავ­ნე­ბა სამ­სა­ხურს.


მუხლი 15. სო­ცი­ალ­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მი­ერ გან­ცხა­დე­ბე­ბის გან­ხილ­ვა
1. გამ­გე­ობ­ა­ში შე­მო­სულ გან­ცხა­დე­ბებს სამ­სა­ხუ­რი გა­ნი­ხი­ლავს კო­მი­სი­უ­რი წე­სით.

2. სა­ჯა­რო­ობ­ის პრინ­ცი­პის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, სამ­სა­ხუ­რის მი­ერ სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის გა­ცე­მის სა­კითხ­თა გან­ხილ­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­იღ­ონ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ალ­ებ­ებ­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.


მუხლი 16. სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის გა­ცე­მის კო­მი­სი­ის მი­ერ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.
1. კო­მი­სია დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მის სა­კით­ხის გან­ხილ­ვი­სას ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის VI თა­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მარ­ტი­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ებ­ით.

2. სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მის სა­კით­ხის გა­დაწ­ყვე­ტა ხდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ად, ყო­ვე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის არ­სე­ბი­თად და ყო­ველ­მხრივ შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე.


მუხლი 17. სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა
1. სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ხდე­ბა დრო­ებ­ი­თი კო­მი­სი­ის ოქ­მის (დას­კვნის) სა­ფუძ­ველ­ზე, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი გა­მოს­ცემს შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბას.

2. გამ­გებ­ლის ბრძა­ნე­ბით გა­ნი­საზ­ღვრე­ბა ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა და ინ­იშ­ნე­ბა სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბა.


მუხლი 18. ერ­თჯე­რა­დი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მა
1. გამ­გებ­ლის ბრძა­ნე­ბის ას­ლი, რომ­ლი­თაც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა პერ­სო­ნალური შე­მად­გენ­ლო­ბა და და­ნიშ­ნუ­ლია სო­ცი­ალ­უ­რი დახ­მა­რე­ბა, იგ­ზავ­ნე­ბა გამ­გე­ობ­ის ბუ­ღალ­ტე­რი­ა­ში, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის სა­თა­ნა­დო წე­სით გა­ცე­მას.