,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ,, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ,, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 13/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016162
6
26/02/2014
ვებგვერდი, 05/03/2014
010250020.35.119.016162
,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ,, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2014 წლის 26 თებერვალი

ქ. ხონი

 

,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გეცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების I თავის პირველი მუხლის 1 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“  ქვეპუნქტი ;

„ლ“- საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაინვალიდებულ მებრძოლთა დახმარება, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან სამედიცინო ეტლს.

2. დადგენილების I თავის  მე-2 მუხლის  1 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ“- ქ. ხონის ტერიტორიაზე მცხოვრები, 57000 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს არაუმეტეს: სასმელ წყალზე სულზე - 1 ლარი და კანალიზაციის მოხმარების შემთხვევაში - 1,30 ლარი. 

3. დადგენილების II თავის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1)  (მიუხედავად სულადობისა)  იმ მომენტისათვის  კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების  ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევათ იმ ოჯახებს, რომელთაც სსიპ მომსახურების სააგენტოს მოკვლევის შედეგად მიენიჭა 57 000 დან 80 000 ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა,  დახმარება  განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით..

4. დადგენილების II თავის მე-12 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ხარჯების  თანადაფინანსება.

1)  ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურეობის: გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური-ქირურგიული ოპერაციები ,ლაბორატორიულ ინსტრუმენტული, პოზიტრონული-ემისიური  კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT),  კორონოგრაფია, გასტროფიბაროსკოპია და  ფიბროსკოპია, სანატორიულ - კურორტული მკურნალობა, თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული  მკურნალობა, თვალის ლაზერული ქირურგია (გარდა დიაბეტური თვალისა), და სხვა  სამედიცინო მომსახურეობა.

2)  ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  მოქალაქეების სამედიცინო  სადაზღვეო პროგრამით   დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება  განისაზღვროს 1000 (ათასი) ლარამდე.

3) დახმარების მიღების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება.

ბ) პირადობის მოწმობის ასლი.

გ) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა 100ა.

დ) ანგარიშფაქტურა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც პაციენტი იღებს მომსახურეობას.

ე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

ზ) ქორწინების მოწმობის ასლი, საჭიროების შემთხვევაში.

4) დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.

5. დადგენილების II   თავს დაემატოს 121 მუხლი   შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 121. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაინვალიდებულ მებრძოლთა დახმარება,რომლებიც მიჯაჭვულნი არიან სამედიცინო ეტლს

1) ერთჯერადი  ფულადი დახმარება განისაზღვროს  700 ლარის ოდენობით.

2) პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად,  დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარებმა) ან მისი  ოჯახის  სრულწლოვანმა წევრმა, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება, გამგებლის სახელზე.

ბ) ომის მონაწილის პლასტიკური ბარათი ან ცნობა სსიპ.  სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის განყოფილებიდან.

გ) განმცხადებლის პირადობა  ან ბენეფიციარის.

დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

ე) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს  რწმუნებულის მიერ გაცემული შუამდგომლობა.

ვ) ინვალიდობის მოწმობა  (ფორმა 50/4);

ზ) დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გელენიძე