ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 03/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.140.016059
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
27/02/2013
ვებგვერდი, 01/03/2013
200140030.35.140.016059
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/03/2013 - 28/03/2014)

 

                                                                                                               

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2013 წლის 27 თებერვალი

დ. ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის" 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულების შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის  №5 დადგენილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ” (ს/კოდი 200140030.35.140.016034  09/02/2012);
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

 


ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე



დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. დაბა ასპინძის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი)  დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალიწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

CN = IMG X ITL X C X K, სადაც:

 

ა) CN –  არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი-ს;

ბ) IMG –  დაბა ასპინძის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლიც უდრის 0,27.

გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის  1-ს (რადგან დაბა ასპინძაში ზონირება არ ხორციელდება).

დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია.

ე) K – მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მნიშვნელობა უდრის 100-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ასპინძაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN

 

0,27

 

1

 

0,24

 

100

 

6,48

 

3. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება  დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის  50% ოდენობით და იგი შეადგენს - 3,24 ლარს.
4. მუზეუმ-ნაკრძალ ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია  დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის ოთხმაგი ოდენობით და შეადგენს - 25,92 ლარს.
5. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს - 1,944 ლარს.
6. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი  ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 6,48 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი.