ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.136.016115
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
03
22/02/2013
ვებგვერდი, 26/02/2013
010320040.35.136.016115
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/02/2013 - 29/10/2014)

 

                                                                                  

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №03

           2013 წლის 22 თებერვალი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანდართული დანართის თანახმად;
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №10 დადგენილება (სსმ, 11.02.2011).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე



 

დანართი

 

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები


მუხლი 1. საერთო მოთხოვნები
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება ზოგადი უნარებისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონი; 
3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი;
5. ,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილება; 
6. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის 17 დადგენილება;
7. კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Word).

მუხლი 2. სპეციალური მოთხოვნები
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასანიშნ პირს, თანამდებობის შესაბამისად, დამატებით მოეთხოვება:
1. საკრებულოს აპარატის უფროსს:
ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი'';
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; 
გ) „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
2. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს იურიდიულ საკითხებში:
ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი''; 
ბ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

3. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს საქმისწარმოების საკითხებში:
ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი'';
ბ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.


 

4. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს საორგანიზაციო საკითხებში:
ა) ,,სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი;
ბ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.
5. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტ რეფერენტს:
ა) ,,სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. საკრებულოს აპარატის სპეციალისტს საქმისწარმოების საკითხებში:

 

 

ა) ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის  I და II თავები;
ბ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების II კარი და მესამე კარის II თავი.
7. საკრებულოს აპარატის სპეციალისტს – მოქალაქეთა მიღების და ორგანიზების საკითხებში:
ა) ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის  I და II თავები;
ბ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ'' საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების II კარი და მესამე კარის II თავი.