დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.35.136.016155 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/11/2014 - 26/03/2015)
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა; |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №03 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
საერთო მოთხოვნები |
1. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება ზოგადი უნარების და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. |
მუხლი 2.
სპეციალური მოთხოვნები |
1. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე (მრჩეველი):
ა) უმაღლესი განათლება; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი; გ)„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ე) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება. 2. საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო და საინფორმაციო საკითხებში: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საქართველოს კანონი ,,სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’; გ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და მოქმედების შესახებ’’; დ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება. 3. საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”; გ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; დ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’; ე) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება. 4 . საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საკადრო და საქმისწარმოების საკითხებში: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და მოქმედების შესახებ’’; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი; დ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება. 5. საკრებულოს აპარატის სპეციალისტი საარქივო და საინფორმაციო საკითხებში: ა) საშუალო, საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლება; ბ) საქართველოს კანონი ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ’’; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი III თავი; დ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები