დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.118.016086 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/02/2013 - 04/04/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №1
|
ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
ეს წესი განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას. |
მუხლი 2.
მძიმე ავადმყოფთა დახმარება |
1.
დახმარება გაეწევა ავადმყოფობის ან ტრავმის შედეგად დროებით შრომისუუნარო პირებს, რომლებიც არ სარგებლობენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სამედიცინო პოლისით და ისინი აუცილებლად საჭიროებენ სტაციონარში მედიკამენტურ მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას:
ა) თუ მკურნალობის ხარჯი არ აღემატება 700 ლარს, დახმარება განისაზღვრება გაწეული ხარჯების 50%-ის ოდენობით; ბ) 700 ლარიდან 2000 ლარამდე დახმარება განისაზღვრება 560 ლარით; გ) თუ მკურნალობის ხარჯი აღემატება 2000 ლარს, დახმარება განისაზღვრება 700 ლარით. |
2.
ავადმყოფს, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება გადაყვანა სტაციონარში მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, მიუხედავად იმისა სარგებლობს თუ არა სამედიცინო დაზღვევის პოლისით, (ტრანსპორტირების ხარჯი) გაეწიოს დახმარება 200 ლარიდან 400 ლარამდე . |
3.
დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით ან აუცილებლობის შემთხვევაში თანხის გადარიცხვა მოხდეს მოქალაქის პირად ანგარიშზე. |
4.
დახმარების მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტებები:
ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) ცნობა ან ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ვ) ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან. |
მუხლი 3.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება |
1.
მატერიალური დახმარება გაეწევათ არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იმ პირებს, რომლებსაც გონებრივი ან ფიზიკური ნაკლის გამო (ესაჭიროებათ ეტლი) არ შეუძლიათ სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში, ან იცხოვრონ ცხოვრების ჩვეულებრივი წესით. |
2.
დახმარება გაიცემა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით. |
3.
დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება; ბ) პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დიაგნოზი და ინვალიდობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან. |
მუხლი 4.
მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით
დახმარება |
1.
0-18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი დახმარება შემდეგნაირად:
ა) სამ შვილზე - 80 ლარი; ბ) ოთხ შვილზე - 100 ლარი; დ) ხუთ შვილზე - 150 ლარი; ე) ექვს შვილზე - 180 ლარი. |
2.
ოჯახებზე შვილის შეძენასთან დაკავშირებით 0-1 წლამდე ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. |
3.
დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; გ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები. დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან. |
მუხლი 5.
ომის ვეტერანთა სარიტუალო დახმარება |
1.
ერთჯერადი დახმარება გაიცემა გარდაცვლილი ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯებისთვის 250 ლარის ოდენობით. |
2.
დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება; ბ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. |
მუხლი 6.
ხანდაზმულთა დახმარება |
1.
ერთჯერადი დახმარება გაიცემა ხანდაზმულ მოქალაქეებზე (100 წლის და მეტი ასაკის) 300 ლარის ოდენობით. |
2.
დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი. |
მუხლი 7.
ობოლ ბავშვთა დახმარება |
1.
ერთჯერადი დახმარება გაიცემა დედით ან მამით ობოლ ბავშვებზე სასწავლოს წლის დაწყებისას თითოეულზე 50 ლარის ოდენობით.
|
2.
დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება; ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; გ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან. |
მუხლი 8.
ხანძრისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება |
1.
დახმარება გაიცემა ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი) შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე 100-დან 1000 ლარამდე. |
2.
დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება; ბ) შესაბამისი კომისიის აქტი; გ) ცნობა საცხოვრებელის სახლის საკუთრების შესახებ; დ) ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან; ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. |
მუხლი 9.
სამამულო ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება |
1.
სამამულო ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების მიზნით:
ა) თითოეულ ოჯახზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი შემწეობა 100 ლარის ოდენობით 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით; ბ) თითოეულ ოჯახს გადაეცემა საშობაო საჩუქარი; გ) თითოეული ოჯახის წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. |
2.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის შესაბამისად. |
მუხლი 10.
2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტში მონაწილეთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების დახმარება |
1.
2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტში მონაწილეთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების დახმარების მიზნით თითოეული ოჯახის წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. |
2.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილის სიის შესაბამისად. |
3.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის შესაბამისად. |
მუხლი 11.
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება |
1.
ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემას, მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნას და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდეგში - სამსახური).
|
2.
სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდეგ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს გამგებელს. გამგებლის მიერ იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
|
3.
სოციალური დახმარების თანხა გაიცემა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
|
მუხლი 12.
წესში ცვლილებების შეტანა. |
წინამდებარე წესში ცლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები