დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის სკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.118.016099 |
|
,,ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის სკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის სკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის №05 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.118.016086) შევიდეს ცვლილება და დადგენილების დანართით დამტკიცებული წესის: |
ა)
მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
,,1. დახმარება გაეწევა ავადმყოფობის ან ტრამვის შედეგად დროებით შრომისუუნარო პირებს, თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, სტაციონარში მედიკამენტურ მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათი აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს არ ფარავს სამედიცინო დაზღვევის პოლისი. ა) თუ დიაგნოსტიკური გამოკვლევების და მკურნალობის ხარჯი შეადგენს 100 ლარიდან 700 ლარამდე დახმარება, განისაზღვრება გაწეული ხარჯების 50%-ის ოდენობით; ბ) 700 ლარიდან 2000 ლარამდე - დახმარება განისაზღვრება 560 ლარით; გ) თუ გაწეული ხარჯი აღემატება 2000 ლარს - დახმარება განისაზღვრება 700 ლარით.“ |
ბ)
მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
,,ე) ცნობა სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან კონკრეტული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები