დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.130.016063 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/01/2013 - 28/02/2018)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12' მუხლის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების“ მოსაკრებელი. |
| მუხლი 2 |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 50 თეთრის ოდენობით თვეში. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი № 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
იურიდიული პირების, საწარმოების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები დაიფაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |
| მუხლი 6 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №15 დადგენილება და ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის და ცალკეული ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული და მეწარმე ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობის საანგარიშო სიდიდეების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 3 დეკემბრის №53 დადგენილება. |
| მუხლი 7 |
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
|
წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი ნაწილი |
1.
ეს წესი აწესრიგებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. |
2.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს. |
3.
ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. |
4.
მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. |
5.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსაკრებლი ამოიღება ამ წესის შესაბამისად. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
მოსაკრებლის გადამხდელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი. |
მუხლი 3.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი |
1.
მოსაკრებლის განაკვეთს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12' მუხლის შესაბამისად. |
2.
მოსაკრებელი იურიდიული პირების, საწარმოების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეებისათვის გაიანგარიშება – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების წარმომქნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. |
3.
მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. |
4.
მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. |
5.
ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. |
6.
მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, იურიდიული პირების და ინდ. მეწარმეების სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წამოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. |
7.
მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება |
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლდეს საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახები. |
მუხლი 5.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი |
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. |
მუხლი 6.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები |
1.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის საშუალებით. |
2.
ქვითრის ტიპური ფორმის სავალდებულო რეკვიზიტებია: |
ა)
მესაკუთრის მონაცემები; |
ბ)
მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; |
გ)
გადასახდელი თანხა; |
დ)
გადახდის ვადა; |
ე)
გადახდის ადგილი. |
3.
მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, მოსაკრებლის გადახდის ბოლო ვადაა ყოველი მოდევნო თვის 10 რიცხი. |
4.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. |
მუხლი 7.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის |
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს.
|
დანართი №2
|
იურიდიული პირების, საწარმოების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეებისათვის დასუფთავების მოსაკრებელის განაკვეთები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები