„საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.130.016281
72
28/02/2018
ვებგვერდი, 06/03/2018
210020010.35.130.016281
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №72 

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. საჩხერე

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013  წლის 25 იანვრის  №3 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: 31/01/2013 წ, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.130.016063.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსაკრებლი ამოიღება ამ წესის შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება

მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლდეს საჩხერის მუნიციპალიტეტში  არსებული იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების და სოციალურად დაუცველი ოჯახები.”.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

„მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი