„საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1777
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 31/12/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.481
  • Word
1777
24/12/1998
სსმ, 7, 31/12/1998
200.000.000.05.001.000.481
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, 32, 1997წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 101-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტში სიტყვების გათვალისწინებული საქონლის შემდეგ ფრჩხილებში მოცემული სასაქონლო ნომენკლატურის კოდები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

(გარდა 8415, 8418, 8422 11 000, 8422 19 000, 8423 10 100, 8423 10 900, 8450, 8507, 8509-8513, 8516-8524, 8525 20 910, 8525 30, 8525 40, 8527, 8528, 8531, 8540, 8544-8546, 9003, 9004, 9006-9010, 9016 00 ჯგუფებში ჩამოთვლილი საქონლისა).

2. 130-ე მუხლის ცხრილის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

21

ნედლი ნავთობისაგან და ბითუმინოზური მინერალებისაგან მიღებული ნავთობპროდუქტები (გარდა მაზუთისა 2710 00 710-2710 00 780)

 

 

2710 00

 

 

 

60%

 

II. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ხოლო მე-2 პუნქტი გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 24 დეკემბერი.

1777–რს