ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016100
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
29/01/2013
ვებგვერდი, 06/02/2013
190020020.35.112.016100
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/02/2013 - 17/05/2013)

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2013 წლის 29 იანვარი

ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 დეკემბრის №34 დადგენილებისა და „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №3 განკარგულების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.      
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის N10 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიგინეიშვილი



ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი

    წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან „სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსების“ მუხლში გათვალისწინებული თანხებიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამიდან თანხის გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს ღონისძიებათა დაფინანსების ძირითად მოთხოვნებს.

თავი I
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამები

მუხლი 1. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებია:
1. საჩუქრებისა და პრიზების შეძენის პროგრამა;
2. ახალგაზრდული ტურნირების მხარდაჭერის პროგრამა;
3. სპორტსმენთა  მხარდაჭერის პროგრამა;
4. სხვადასხვა ღონისძიებებზე მოსწავლეთა და ახალგაზრდების ტრანსპორტირების პროგრამა;
5. ფილმების ჩვენებასთან დაკავშირებული მომსახურების პროგრამა;
6. სოც–კულტურული (გაუთვალისწინებელი და შემხვედრი) ღონისძიებების  პროგრამა;
7. „ევროპის თასი ჭადრაკში – 2013“ ორგანიზებისა და საპრიზო ფონდის თანადაფინანსების პროგრამა.

თავი II
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 2. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება
    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

მუხლი 3. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1.  სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამიდან დაფინანსების მისაღებად დაინტერესებული პირი (კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორი ან სამსახური, ვის მიერაც ხდება სამიზნე ჯგუფის შერჩევა), წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარე), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ღონისძიების დაფინანსების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
2. კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებას საჩუქრებისა და პრიზების შეძენის თხოვნის შესახებ, თან უნდა ახლდეს ჩასატარებელი ღონისძიებების პროგრამა.
3. სამიზნე ჯგუფის შერჩევა და დაფინანსების მოთხოვნა პროგრამებიდან ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ (ან შუამდგომლობით).
4. შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებიდან დაფინანსების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედდასმულ და ზონარგაყრილ ჟურნალში.

მუხლი 4. განცხადებების განხილვა
შემოსულ განცხადებებს განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

მუხლი 5. სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება
სამსახური სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

მუხლი 6. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, რომელიც სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტს.

მუხლი 7. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსება
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.