„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/05/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016131
33
17/05/2013
ვებგვერდი, 24/05/2013
190020020.35.112.016131
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №33

2013 წლის 17 მაისი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06/02/2013) შევიდეს ცვლილება და  დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებია:

ა) ლანჩხუთელ შემოქმედთა წახალისების პროგრამა;
ბ) ტრანსპორტირების  პროგრამა;
გ) კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების თანადაფინანსების  პროგრამა;
დ) სოც-კულტურული ღონისძიებების ორგანიზების პროგრამა;“.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამსახური.“.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამიზნე ჯგუფის შერჩევა და პროგრამებიდან დაფინანსების მოთხოვნა ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამსახურის მიერ (ან შუამდგომლობით).“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. განცხადებების განხილვა

შემოსულ განცხადებებს განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად აფხაზავა