დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის დროებითი შენობა-ნაგებობების და შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.152.016108 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/01/2013 - 28/03/2014)
|
“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის “ჟ” ქვეპუნქტის, “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლებისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესი (დანართი #1). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად ჩაითვალოს “დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის #46 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესი |
მუხლი 1.
|
1. „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში – მთავრობის დადგენილება) 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით, შესაძლებელია დუშეთის ტერიტორიაზე, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა დადგენილებით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა.
2. თუ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დამატებითი დოკუმენტაციის სახით სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილ იქნეს: ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების და არსებული საინჟინრო საკომუნიკაციო ნეგებობების მესაკუთრეთა ან ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა?; ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი. |
| მუხლი 2 |
1.დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსებისათვის/მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა) თუ განთავსება/მშენებლობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა მდებარეობს:
ა) საერთაშორისო დანიშნულების გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში; ბ) შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების გზების ღერძულა ხაზიდან 20 მეტრიან ზონაში; გ) თუ ქალაქებსა და დაბებში ასაშენებელი შენობა-ნაგებობების ფასადი არის განთავსებული ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალო მომიჯნავედ (გარდა იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან); დ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300 მეტრიან ზონაში; ე) სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და “წყლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში. |
| მუხლი 3 |
ამ წესის პირველი და მეორე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები და შეღავათები ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები