დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.152.016170 |
|
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 30/01/2013 წ. ს/კ 330130000.35.152.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კალასის დროებითი შენობა-ნაგებობების და შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კალასის დროებითი შენობა-ნაგებობების და შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესი“.; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში – მთავრობის დადგენილება) 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, I კლასს დაქვემდებარებულ დროებით შენობა-ნაგებობათა და შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით, შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარდა ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა დადგენილებით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის დროებითი შენობა-ნაგებობათა და შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები