„მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“

„მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 06/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.159.016110
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
21/01/2013
ვებგვერდი, 29/01/2013
370020000.35.159.016110
„მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“
მარნეულის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/01/2013 - 30/10/2013)

 

                                                                                                                    

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2013 წლის 21 იანვარი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ მარნეულის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის მიხედვით.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №6 დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეისპანდიარ ქერიმოვი



მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x IMG x C x K, სადაც:

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის ქ. მარნეულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,52-ს;
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც:
გ.ა) ცენტრალური ზონისათვის უდრის 1,3-ს;
გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;
გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 160-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

ზონა

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

1

 ცენტრალური ზონა

 

 

0,52

1,3

0,24

160

25,9584

2

 შუალედური ზონა

 

 

0,52

1

0,24

160

19,968

3

 პერიფერიული ზონა

 

 

0,52

0,7

0,24

160

13,9776

 

3. სოფლებსა და დასახლებათა შორის არეალში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ით და შეადგინოს – 5,9904 ლარი.
4. ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)  არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 125%-ით, რომელიც შეადგენს 24,96 ლარს.  ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი.
5. ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)  არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ით, რომელიც შეადგენს 9,984 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი.

 


ქალაქ მარნეულის ტერიტორიის ზონირება

ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე

ზონირება

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

ცენტრალური ზონა

 

 1

შ.რუსთაველის, 26 მაისის, ნარიმანოვის, სამედ-ვურღუნის, აღმაშენებლის, სულხან-საბას, კოსტავას, ჟორდანიას ქუჩები, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია და აღნიშნული ქუჩების ჩიხები.

 1,3

                 შუალედური ზონა

 

 

 

 

 2

ბორჩალოელის, მაზნიაშვილის, ა.შაიგას, გამსახურდიას, კურბანოვის, ლაღიძის, ერეკლე II, მუსხელიშვილის, ჩოლოყაშვილის, ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გუდიაშვილის, გიორგაძის, 20 იანვრის, ყარყარაშვილის, ვაჩნაძის, ქობულეთის, გასანოვის, ხალილოვის, პუშკინის, ჯავახიშვილის, გოგებაშვილის, ლესელიძის, 9 აპრილის, ბარათაშვილის, ბერიტაშვილის, ლეონიძის, ასლანოვის, ბაგრატიონის, ტაბიძის, ქიქოძის, ჯორჯაძის, წერეთლის, თაყაიშვილის, ომარ ხაიამის, საიათნოვას, გრიბოედოვის, ყაზბეგის, ბაღდადის, გრ.რობაქიძის, ლერმონტოვის, ვაჟა-ფშაველას, თბილისის ქუჩები და აღნიშნული ქუჩების ჩიხები.

 1

პერიფერიული ზონა

 

 3

რასულ-ზადეს, უიარაღოს, ორბელიანის, ალგეთის, საბირის, მაისურაძის, ბაქოს,იაღლუჯის, შარიფოვის, ახუნდოვის, ნიზამის ქუჩები, სამრეწველო ზონის ტერიტორია და ქ. მარნეულში მდებარე სხვა ტერიტორიები

 0,7