დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/01/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016503 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
28-ე მუხლის:
|
ა)
მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა;“; |
ბ)
მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31. საგადასახადო ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია უფლებამოსილია, სმფ-ების ნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების მონაცემების დადგენამდე განახორციელოს სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა .“; |
გ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტების და რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის (ნაშთების) შემოწმების დაწყებამდე, საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია: ა) საჭიროების შემთხვევაში, დალუქოს დამხმარე სათავსოები, სარდაფები და ფასეულობათა შენახვის ის ადგილები, რომლებსაც ცალკე შესასვლელ-გასასვლელი აქვთ; ბ) შეამოწმოს ზომა-წონის საზომი ყველა ხელსაწყოს ვარგისიანობა; გ) მიიღოს ის დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს სმფ-ების ინვენტარიზაციის დაწყების პერიოდისათვის არსებულ მდგომარეობას. ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული კომისიის თავმჯდომარის მიერ; დ) საწარმოში სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირისგან მიიღოს ხელწერილი იმის შესახებ, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში ; ე) გადაამოწმოს საწარმოში სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საინვენტარიზაციო აღრიცხვებში აღმოჩენილი შეცდომები და მათი დადასტურების შემთხვევაში გაასწოროს ისინი.”; |
დ)
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების (სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა და მათი რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა) შესრულების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია თვითონ მოახდინოს სმფ-ების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების და სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის შედეგების გამოყვანა და შეჯამება.“. |
2.
2. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის დაწყების დღისათვის (გარდა 28-ე მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) დამთავრებული უნდა იყოს ფასეულობათა შემოსავალ-გასავლის ყველა დოკუმენტის დამუშავება, ნაწარმოები უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერები ანალიზური აღრიცხვის ბარათებში (წიგნებში) და გამოყვანილი იყოს ნაშთები.“. |
3.
3.30-ე მუხლის: |
ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 30. სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა“;
|
ბ)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა ხორციელდება მათი ადგილმდებარეობის მიხედვითა და საწარმოში სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობით.“; |
გ)
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. სმფ -ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შემდეგ, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ” (დანართი №17).“. |
4.
დანართი №17 და დანართი №18 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად. |
5.
31-ე მუხლის:
|
ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
ბ)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სმფ-ების საბუღალტრო დოკუმენტებში აღრიცხული და რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მონაცემების შედარების მიზნით, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო დოკუმენტებისა და რაოდენობის ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შესახებ” (დანართი №21).“;
|
გ)
მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემდეგ, როგორც საინვენტარიზაციო კომისიის წევრი ახორციელებს სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მონაცემების შედარებას და შედეგების გამოყვანას ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვით და პასუხისმგებელია მხოლოდ დანართი №21-ის და №22-ის შესაბამისი ოქმების შედგენაზე, რომელსაც ხელმოსაწერად წარუდგენს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარეს.“. |
6.
311 მუხლის
|
ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ წესის 27-ე მუხლში მითითებული საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის გარეშე, გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით, მოახდინოს სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, ამ წესის 30-ე მუხლის პირველი – მე-2, მე-4 – მე-8, მე-12, მე-14 – მე-20 და 25-ე პუნქტებით საინვენტარიზაციო კომისიისათვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად. სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შემდეგ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ,,შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ“ (დანართი №221).“;
|
ბ)
მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის და ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი მონაცემების შედარებას და ყოველივე ეს შეაქვს „შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ ოქმში (დანართი №225).“. |
7.
დანართი №21 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი N3-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები