„საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 9 ივლისის №245 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2013
ძალაში შესვლის თარიღი 11/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.017165
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
11/01/2013
ვებგვერდი, 16/01/2013
010240010.10.003.017165
„საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 9 ივლისის №245 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/01/2013 - 01/03/2013)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №1

2013 წლის 11 იანვარი

   ქ. თბილისი

„საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 9 ივლისის №245 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე და „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინის­ტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში ცვლილების შეტა­ნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 11 იანვრის №13  ბრძანებულების შესაბამისად, 2013 წლის 10 თებერვლიდან ძალა­დაკარ­გულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 9 ივლისის №245 დადგენილება „საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 2

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 11 იანვრის №13 ბრ­ძანე­ბულების შესაბამისად, საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მი­ნის­­ტრის აპარატის (შემდგომში – აპარატი) ლიკვიდაციის ღონისძი­ებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კო­მისია შემდეგი შემადგენლობით:

კახაბერ საკანდელიძე

საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მი­ნისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ირაკლი კვარაცხელია

საქართველოს დასაქმების სახელწიფო მინისტრის აპარატის მთავარი სპეცია­ლისტი (იურისტი), კომისიის მდივანი

ლელა ავთანდილაშვილი

საქართველოს დასაქმების სახელწიფო მინისტრის აპარატის მთავარი ბუღალ­ტე­რი, კომისიის წევრი.

მუხლი 3
სალიკვიდაციო კომისიამ 2013 წლის 10 თებერვლამდე უზრუნ­ვე­ლყოს:

ა) აპარატის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრე­დი­­­ტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვი­და­ციო ბალანსის შედ­გენა;

ბ) აპარატის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონე­ბის საქარ­თვე­ლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტ­როს­თვის გადა­ცე­მა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) აპარატში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავება სის­ტე­მატიზაცია და დაარქივება (საჭიროების შემთხვევაში – განადგურება) კანონ­მდებლობით დადგენილი წესით;

დ) აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით თანამშრ­ო­მელთა გაფრთხილება-გათავისუფლება და მათთვის გასაცემლის გაცემა;

ე) აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გან­­საზ­ღვრულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება.

მუხლი 4
 
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 11 იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი