დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 9 ივლისის №245 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.017207 |
|
„საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 9 ივლისის №245 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 9 ივლისის №245 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/01/2013, 010240010.10.003. 017165) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 11 იანვრის №13 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის (შემდგომში - აპარატი) სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: კახაბერ საკანდელიძე - კომისიის თავმჯდომარე (ყოფილი საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრი) ირაკლი კვარაცხელია - კომისიის მდივანი ლელა ავთანდილაშვილი - კომისიის წევრი. “. 2. დადგენილების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აპარატში არსებული დოკუმენტაციის (გარდა, „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის N234 დადგენილების ფარგლებში მიღებული დოკუმენტაციისა) დამუშავება სისტემატიზაცია და დაარქივება (საჭიროების შემთხვევაში – განადგურება) კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; 3. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31 1. აპარატის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია 2013 წლის 15 მარტამდე გადაეცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების ფარგლებში მიღებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება (მათი დამუშავების, შენახვის, სისტემატიზაციისა ან/და განადგურებისა და სხვა ქმედების განხორციელების მიზნით), ამავე ადმინისტრაციული ორგანოსათვის 2013 წლის ან/და მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები